ტრაიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58:
 
რაც შეეხება ანტიკური პერიოდის წერილობით წყაროებს, ტრაიანეს ზეობაზე დაწერილი ჩვენამდე მოღწეული უწყვეტი ნაშრომი არ არსებობს. ტრაიანეს მიერ წარმოებულ დაკიურ ომებზე დაწერილი თხზულება ''Commentarii de bellis Dacicis'', რომლის ავტორადაც თავად იმპერატორს ანდა დაქირავებულ მწერალს მიიჩნევენ და რომელიც [[იულიუს კეისარი|კეისრის]] [[ჩანაწერები გალიის ომზე|''Commentarii de Bello Gallico'']]-ის მიხედვითაა შექმნილი, ერთი წინადადების გარდა, მთლიანად დაკარგულია. მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი ტრაიანეს პირადი ექიმის, ტიტოს სტატილიოს კრიტონის თხზულებიდან ''გეთიკა''. მსგავსი ბედი აქვს გაზიარებული [[არიანე]]ს მიერ დაწერილ ''პართიკას'', 17 თავიან თხზულებას რომან-პართიულ ომებზე.{{sfn|Strobel|2010|p=14}} [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] ''რომის ისტორიის'' 68-ე წიგნი, რომელიც ძირითადად [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] შემოკლებებისა და ეპიტომების სახითაა შემორჩენილი, ტრაიანეს მმართველობის პოლიტიკური ისტორიის მთავარ წყაროს წარმოადგენს.{{sfn|Strobel|2010|p=15}} ხსნებულის გარდა, პლინიუს უმცროსის ''პანეგრიკუსი'' და დიონ ქრიზოსტომელის საჯარო სიტყვები იმპერატორის თანამედროვე საუკეთესოდ შემორჩენილი წყაროებია. ორივე მათგანი გვიანრომაული პერიოდისათვის დამახასიათებელ ფარისევლურ დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რომლებიც იდეალიზებულ მონარქს აღწერდნენ და იმდენადვე განადიდებდნენ ტრაიანეს მმართველობას, რამდენადაც სავსენი იყვნენ იდეოლოგიით რეალური ფაქტების ნაცვლად.{{sfn|Bennett|2001|pages=xii/xiii & 63}} პლინიუსის წერილების მე-10 თავი შეიცავს მის მიმოწერას ტრაიანესთან, რაც საიმპერიო რომაული მმართველობის სხვადასხვა ასპექტს ეხება, მაგრამ ეს მიმოწერა არც პირადი ხასიათისაა და არც გულწრფელი. იგი ოფიციალური წერილების გაცვლაა, რომელშიც პლინიუსის პოზიცია მლიქვნელობას არ სცდება.<ref>Finley Hooper, ''Roman Realities''. Wayne State University Press, 1979, {{ISBN|0-8143-1594-1}}, page 427</ref> დაზუსტებულია, რომ წერილების ტექსტის უმეტესი ნაწილი, რომელიც ამ კოლექციაში ტრაიანეს ხელმოწერით ჩნდება, დაწერილი და/ან შესწორებული იყო ტრაიანეს საიმპერატორო მდივნის, ''ab epistulis''-ის მიერ.<ref>Carlos F. Noreña, "The Social Economy of Pliny's Correspondence with Trajan". ''American Journal of Philology'', 128 (2007) 239–277, page 251</ref> ამდენად, ტრაიანესა და მის მმართველობაზე მსჯელობისას თანამედროვე ისტორიოგრაფია გვერდს ვერ უვლის სპეკულაციებს და იძულებულია მიმართოს არაწერილობით წყაროებს, როგორებიცაა არქეოლოგია და ეპიგრაფიკა.{{sfn|Bennett|2001|p=xiii}}
 
== ცხოვრების ადრეული წლები და გზა ძალაუფლებისაკენ ==
[[File:Trajan2.jpg|thumb|[[Denarius]] of Trajan, minted in Rome in 101{{ndash}}102 AD]]
მარკუს ულპიუს ტრაიანუსი 53 წლის 18 ნოემბერს დაიბადა ბეტიკის ესპანეთში,<ref name="ReferenceA">Syme, Tacitus, 30–44; PIR Vlpivs 575</ref> რომის პროვინციაში, რომლის ადგილასაც დღეს ანდალუზია მდებარეობს, ქალაქ იტალიკაში (დღევანდელი სევილიის გარეუბანი). მიუხედავად იმისა, რომ ტრაიანეს, ჩვეულებრივ, პირველ პროვინციელ იმპერატორად მოიხსენიებენ და გვიანდელი ავტორები, მაგალითად, დიონ კასიუსი (თავადაც პროვინციული წარმოშობის), განიხილავდნენ, როგორც „იბერიელს, რომელიც არც იტალიელი იყო და არც იტალიოტი“, იმპერატორის წინაპრები მამის მხრიდან ტუდერიდან (თანამედროვე ტოდი), უმბრიიდან უნდა ყოფილიყო, ეტრურიის საზღვირდან, ხოლო დედის მხრიდან იგი მარციების გვარიდან, საბინური წარმოშობის იტალიკური ოჯახიდან იყო. ტრაიანეს დაბადების ადგილი, იტალიკა, ძვ. წ. 206 წელს დაარსდა, როგორც ''იტალიელი'' ახალმოსახლეების სამხედრო კოლონია, თუმცა დაუდგენელია როდის დასახლდნენ იქ ულპიები. თუმცა დამტკიცება შეუძლებელია, გამორიცხული არაა, რომ ტრაიანეს წინაპარები ადგილობრივ ქალებზე დაქორწინდნენ და გარკვეულ პერიოდში მოქალაქეობა დაკარგეს, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათ აღიდგინეს მდგომრეობა ძვ. წ. 1-ლი საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ქალაქი მუნიციპიუმი გახდა ლათინური მოქალაქეობით.{{sfn|Bennett|2001|p=1–3}}<ref>Arnold Blumberg, ''Great Leaders, Great Tyrants? Contemporary Views of World Rulers who Made History'', 1995, Greenwood Publishing Group, p.315: "Trajan is frequently but misleadingly designated the first provincial emperor, because the Ulpii were from Baetica (southern Spain). The family, resident in Spain for some time, originated in Italian Tuder, not far from the Flavian home of Reate. The emperor's father, M. Ulpius Traianus, was an early adherent of Vespasian and perhaps the old family friend. This Trajan evidently married a Marcia (her name is inferred from that of their daughter Marciana) whose family owned brickyards in the vicinity of Ameria, near both Reate and Tuder. She was possibly an older sister of Marcia Furnilla, second wife of Vespasian's son Titus. Further, Ulpia, sister of the senior Trajan, was a grandmother of Hadrian. In other words, the emperor Trajan was succeeded in 117 by his cousin, member of another Italian family resident in Baetica."</ref>
 
ტრაიანე რომაელი წარჩინებული ქალბატონისა და იმპერატორ ტიტუსის რძლის,{{sfn|Strobel|2010|p=41}} მარციასა და მარკუს ულპიუს ტრაიანუსის, გამოჩენილი სენატორისა და მხედართმთავრის, ვაჟი იყო. მარკუს ულპიუს ტრაიანუს უფროსი ვესპასიანესთან მსახურობდა იუდეველთა პირველ ომში, სადაც იგი მეათე ლეგიონს მეთაურობდა.<ref>{{cite book|last=Goldsworthy|first=Adrian|title=In the name of Rome: The men who won the Roman Empire|date=2003|publisher=Weidenfeld & Nicolson|location=London|page=320}}</ref> თავად ტრაიანე მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი ცნობილი ულპიიდან, რომელთა ხაზიც მისი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგაც არ შეწყვეტილა. იმპერატორის უფროსი და იყო ულპია მარციანა, რომელსაც ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, სალონინა მატილდა. ულპიების მამული იტალიკა იყო ბეტიკის ესპანეთში,<ref name="ReferenceA" /> სადაც მათი წინაპრები ძვ. წ. მე-3 საუკუნის ბოლოსათვის დასახლდნენ.
 
როგორც ახალგაზრდა კაცი, ტრაიანე რომის არმიაში დაწინაურდა, სადაც იგი იმპერიის ზოგიერთ ყველაზე პრობლემურ საზღვარზე მსახურობდა. 76-77 წლებში მამამისი სირიის მმართველი იყო (''ლეგატუს პრო პრეტორ სირიე''), სადაც თვითონ ტრაიანე ლეგიონის ტრიბუნის რანგზე იმყოფებოდა. აქედან, მამამისის ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი რაინზე, დაუდგენელ პროვინციაში გადაიყვანეს, სადაც, როგორც პლინიუსი ვარაუდობს, იგი აქტიური სამხედრო სამსახურით იყო დაკავებული ორივე ვადის განმავლობაში.{{sfn|Bennett|2001|p=22–23}} 86 წელს გარდაიცვალა ტრაიანეს მამიდაშვილი პუბლიუს ელიუს ადრიანუს აფერი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი, ადრიანე და პაულინა დარჩა. ტრაიანე და პუბლიუს აკილიუს ატიანუსი ობლების თანამეურვეები გახდნენ.{{sfn|Garzetti|2014|p=378}}
 
91 წელს ტრიანე ჩვეულებრივი კონსული გახდა, რაც დიდი პატივი იყო, რამდენადაც 30 წლისთვის მას ახალი გადაბიჯებული ჰქონდა და თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მინიმალურ ასაკზე (32 წელი) სულ ოდნავ იყო უფროსი. ნაწილობრივ, ეს შეიძლება აიხსნას მამამისის კარიერის დიდი მნიშვნელობით, რამდენადაც მარკუს ულპიუს ტრაიანუს უფროსი იმჟამად ხელისუფლებაში მყოფი ფლავიუსების დინასტიის მიერ ძალაუფლების მოპოვების ხელშემწყობი იყო, თავადაც ჰქონდა დაკავებული კონსულის თანამდებობა და პატრიციაც გახდა.{{sfn|Bennett|2001|p=13}} დაახლოებით ამ დროისთვისვე ტრაიანემ აპოლოდორუს დამასკოელი თან წამოიყვანა რომში<ref name="2.5–6">Augustan History, ''Life of Hadrian'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Historia_Augusta/Hadrian/1*.html#2.5 2.5–6]</ref> და პომპეია პლოტინაზეც დაქორწინდა, წარჩინებულ ქალბატონზე ნიმის რომაული დასახლებიდან. მათი ქორწინება, საბოლოოდ, უშვილო გამოდგა.<ref>{{cite web|url=https://www.britannica.com/biography/Pompeia-Plotina|title=Pompei Plotina|publisher=Britannica|accessdate=26 January 2017}}</ref>
 
[[File:Perge - Trajan.jpg|thumb|left|Trajan wearing the [[civic crown]] and military garb such as a [[muscle cuirass]], 2nd century AD, [[Antalya Museum|Antalya Archaeological Museum]]]]
გვიანდელი ავტორები აღნიშნავენ (მათ შორის ტრაიანეს შორეული მემკვიდრე, იმპერატორი იულიანეც), რომ იმპერატორს ჰომოსექსუალიზმისაკენ ჰქონდა მიდრეკილება, რაც ბევრად აღემატებოდა ჩვეულებრივ ბისექსუალურ ურთიერთობებს, რაც გავრცელებული იყო იმდროინდელი რომაული საზოგადოების მაღალი ფენების მამაკაცებში. მიუხედავად იმისა, რომ იულიანეს გესლიანი კომენტარები აღნიშნულზე{{sfn|Bennett|2001|p=58}} მიანიშნებენ რომაული საზოგადოების შეცვლილ ეთიკურ შეხედულებებზე, რაც სევერუსების დინასტიიდან დაიწყო,<ref>Robert H. Allen, ''The Classical Origins of Modern Homophobia''. Jefferson: McFarland, 2006, {{ISBN|978-0-7864-2349-1}}, page 131</ref> უფრო ადრეული ავტორი, დიონ კასიუსი, უკვე მიანიშნებს, რომ ტრაიანე აშკარა უპირატესობას ანიჭებდა მამრობით სქესს. ტრაიანეს სავარაუდო საყვარლებს შორის იყვნენ ადრიანე, საიმპერატორო კარის წარჩინებული ახალგაზრდა ვაჟები, მსახიობი პილადესი, მოცეკვავე აპოლაუსტუსი, ლუციუს ლიცინიუს სურა და ნერვა.{{sfn|Bennett|2001|p=58}}
 
მიუხედავად იმისა, რომ ტრაიანეს სამხედრო კარიერის დეტალები ბუნდოვანია, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი, როგორც ტარაკონის ესპანეთში დისლოცირებული მე-7 ლეგიონის ლეგატი დომიციანეს სატურნინუსის აჯანყების დროს დაეხმარა გადატრიალების აღკვეთაში.{{sfn|Bennett|2001|p=43}} შემდგომში, 91 წლის კონსულობის შემდეგ, ტრაიანეს ზოგიერთი დაუზუსტებელი საკონსულო თანამდებობა ეკავა, როგორც პანონიისა თუ ქვემო გერმანიის მმართველს, შესაძლებელია, ორივესიც. პლინიუსი, რომელიც, როგორც ჩანს, განზრახ გაურბის იმ დეტალებზე საუბარს, რომელიც ხაზს გაუსვამდა ტრაიანესა და „ტირან“ დომიციანეს პირად კავშირებს, ამ პერიოდში მომავალ იმპერატორს მრავალ (თუმცა დაუზუსტებელ) სამხედრო გმირობებს მიაწერს.{{sfn|Bennett|2001|p=45–46}}
 
რამდენადაც დომიციანეს მემკვიდრე ნერვა არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა და საკუთარი პრეტორიანელი გვარდიელების პრეფექტმა, კასპერიუს ელიანუსმა მას ყოფილი იმპერატორის მკვლელების სიკვდილით დასჯაც კი აიძულა,{{sfn|Alston|2014|p=261}} იმპერატორმა იგრძნო, რომ დამხობის თავიდან ასაცილებლად არმიაში მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამას მან 97 წლის ზაფხულში, თავის ნაშვილებ ძედ და მემკვიდრედ ტრაიანეს გამოცხადებით მიაღწია, რაც, როგორც ამტკიცებდნენ, მხოლოდ ამ უკანასკნელის სამხედრო ღირსებებით იყო განპირობებული.{{sfn|Bennett|2001|p=45–46}} მიუხედავად ამისა, მათი თანამედროვე წერილობით წყაროებში არის გარკვეული მინიშნებები, რომ ნერვას ტრაიანეს შვილად აყვანა აიძულეს. პლინიუსი გულისხმობდა კიდეც ამას, როდესაც მოვლენების შესახებ წერდა და თუმცაღა იმპერატორისთვის არ შეიძლებოდა ამგვარი რამ ეიძულებინათ, თუკი ეს იყო ის გზა, რომლის გავლითაც ტრაიანე საიმპერატორო ტახტზე ავიდა, მაშასადამე, ეს ამად ღირდა კიდევაც. თუკი ეს მართლაც ასე იყო, მაშინ ტრაიანე უზურპატორი გამოდის, ხოლო ნერვასა და ტრაიანეს ზეობების ბუნებრივი გაგრძელება კი მოვლენისშემდგომი სიცრუე, რომელიც ტაციტუსის მსგავსმა გვიანდელმა ისტორიკოსებმა შეთხზეს.<ref>Jason König, Tim Whitmarsh, eds., ''Ordering Knowledge in the Roman Empire''. Cambridge University Press, 2007, {{ISBN|978-0-521-85969-1}}, page 180</ref>
 
Historia Augusta-ის მიხედვით, შვილად აყვანის შესახებ ტრაიანეს მომავალმა იმპერატორმა, ადრიანემ აცნობა.<ref name="2.5–6" /> ამის შემდეგ ადრიანე რაინის საზღვარზე დაიტოვა ტრაიანემ, როგორც სამხედრო ტრიბუნი და იმ ახლო მეგობრებისა და ახლობლების წრეში ჩართო, რომლებიც გარს ეხვივნენ იმპერატორს და რომელთა შორისაც იყო შემდგომში ზემო გერმანიის მმართველი, ესპანელი ლუციუს ლიცინიუს სურა, რომელიც ტრაიანეს მთავარი პირადი მრჩეველი და ოფიციალური მეგობარი გახდა.{{sfn|Grainger|2004|p=91 & 109}} თავისი გავლენის ნიშნად, სურა 107 წელს მესამედ გახდა კონსული. ანტიკური პერიოდის ზოგიერთი წყარო ასევე აღნიშნავს, რომ სურამ ავენტინის ბორცვზე საკუთარი სახელობის აბანო ააგო, სხვა ვერსიით კი ეს აბანო ტრაიანემ ააშენებინა და შემდგომ მისი სახელი უწოდა, როგორც პატივისცემის სიმბოლო, რამდენადაც სურა ერთადერთ გამონაკლისად იქცა ჩამოყალიბებულ ტრადიციაში, რომ საჯარო შენობა დედაქალაქში მხოლოდ საიმპერატორო ოჯახის წევრისათვის შეიძლებოდა მიეძღვნათ.<ref>Garrett G. Fagan, ''Bathing in Public in the Roman World''. University of Michigan Press, 2002, {{ISBN|0-472-08865-3}}, pages 113/114</ref>{{sfn|Veyne|1976|p=page 686-note 399}} ეს აბანოები მესამე საუკუნეში გააფართოვა იმპერატორმა დეციუსმა, რომელიც ამით ტრაიანესთან მის კავშირს უსვამდა ხაზს.<ref>Stephen L. Dyson, ''Rome: A Living Portrait of an Ancient City''. Baltimore: JHU Press,2010,{{ISBN|978-0-8018-9253-0}}, page 338</ref> სურას ასევე მიიჩნევენ იმ ადამიანად, რომელმაც 108 წელს ადრიანეს აცნობა, რომ იგი იმპერატორის მემკვიდრედ იყო არჩეული.<ref>Barbara M. Levick, ''Faustina I and II: Imperial Women of the Golden Age''.Oxford University Press, 2014, {{ISBN|978-0-19-537941-9}}, page 42</ref> თანამედროვე ისტორიკოსების მიხედვით, სურას როლი, როგორც მეფეთა შემქმნელისა და რუხი კარდინალისა უაღრესად აღაშფოთებდა ზოგიერთ სენატორს, განსაკუთრებით კი ისტორიკოს ტაციტუსს, რომელიც აღიარებდა სურას სამხედრო და ორატორულ ღირსებებს, მაგრამ ამავე დროს გული მოსდიოდა მის სიხარბესა და არაგულწრფელობაზე, რაც ვესპასიანეს რუხ კარდინალს, ლიცინიუს მუციანუსს ახასიათებდა.<ref>Eugen Cizek, "Tacite face à Trajan", available at [http://publicacions.iec.cat/repository/pdf/00000114%5C00000035.pdf], pages 127/128. Retrieved July 20, 2014</ref>
 
როდესაც 98 წლის 27 იანვარს ნერვა გარდაიცვალა, ტრიანემ იმპერატორის ტახტი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ იგი რომში ჩასვლას არ ჩქარობდა და ამის მაგივრად რაინისა და დუნაის საზღვრების შემოწმების ხანგრძლივი მოგზაურობა წამოიწყო, ერთგვარად მიანიშნებს იმ შესაძლებლობაზე, რომ მისი მდგომარეობა რომში ბოლომდე გარკვეული არ იყო და მას უპირველესად საზღვრისპირა არმიების ერთგულებაში დარწმუნება სჭირდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრაიანემ პრეფექტ ელიანუსს გერმანიაში თანხლება უბრძანა, სადაც იგი ცხადად დასაჯა სიკვდილით („გზიდან ჩამოიშორა“),{{sfn|Grainger|2004|p=111}} პრეფექტობა კი ატიუს სუბურანუსს გადასცა.{{sfn|Bennett|2001|p=52}} ამდენად, ტრაიანეს გაიმპერატორება წარმატებულ „გადატრიალებად“ უფრო უნდა შეფასდეს, ვიდრე ტახტის თანმიმდევრულ დაკავებად.{{sfn|Alston|2014|p=262}}
 
== იმპერატორი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაიანე“-დან