კაზიმირ მალევიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
| სრული სახელი =
| მშობსახელი =
| დაბ. თარიღი = {{Birth date|18781879|2|23|df=y}}
| დაბ. ადგილი = [[კიევის გუბერნია]], [[რუსეთის იმპერია]]
| გარდაცვალების თარიღი = {{Death date and age|1935|5|15|18781879|2|23|df=y}}
| გარდაცვალების ადგილი = [[ლენინგრადი]], [[სსრკ]]
| ეროვნება = [[რუსეთი|რუსი]]
ხაზი 24:
}}
 
'''კაზიმირ სევერინოვიჩ მალევიჩი''' ({{lang-ru|Казимир Северинович Малевич}}; დ. [[23 თებერვალი]], [[18781879]] — გ. [[15 მაისი]], [[1935]]) — მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, გეომეტრიული აბსტრაქტული ხელოვნების პიონერი და [[რუსული ავანგარდი]]ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.
 
== ცხოვრება და შემოქმედება ==
დაიბადა [[კიევი|კიევში]], [[უკრაინა]]. მისი მშობლები სევერინი და ლუდვიკა მალევიჩები, კათოლიკე პოლონელ-ბელორუსები იყვნენ. შესაბამისად კაზიმირი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში მონათლეს. მამამისი შაქრის ჭარხლის ქარხნის დირექტორი იყო. კაზიმირი უფროსი იყო თოთხმეტ შვილთაგან, თუმცა მხოლოდ ცხრა მათგანმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს. მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და კაზიმირმა ბავშვობის მეტი წილი უკრაინის სოფლებში გაატარა შაქრის ჭარხლის პლანტაციებთან, კულტურისგან მოშორებით. 13 წლის ასაკამდე მან ცოტა რამ თუ იცოდა პროფესიონალ მხატვრებზე, თუმცა ბავშვობიდან მის გარშემო გლეხთა შემოქმედებას ეცნობოდა. განსაკუთრებით იტაცებდა გლეხური ნაქარგები, კედლებისა და ღუმელების მოხატულობა და დეკორაციები. ამ პერიოდში ის თავადაც ცდილობს გლეხურ სტილში ხატვას. 1895-96 წლებში ის კიევის სკოლაში სწავლობს ფერწერას.
 
[[ფაილი:Malevich.black-square.jpg|thumb|left|200px|"შავი კვადრატი". 1915. [[რუსული მუზეუმი (სანქტ-პეტერბურგი)]].]]
1904 წელს მამის სიკვდილის შემდეგ კაზიმირი [[მოსკოვი|მოსკოვში]] გადადის. 1904-10 წლებში მოსკოვის ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სკოლაში სწავლობდა ფიოდორ რერბერგის სტუდიაში. 1911 წელს მონაწილეობა მიიღო გაერთიანება [[სოიუზ მოლოდიოჟი]]ს (ახალგაზრდობის კავშირი) მეორე გამოფენაში [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] [[ტატლინი, ვლადიმირ|ვლადიმირ ტატლინთან]] ერთად, ხოლო 1912 წელს ამავე ჯგუფის მესამე გამოფენაში [[ეკსტერი, ალექსანდრა|ალექსანდრა ეკსტერთან]], ტატლინთან და სხვებთან ერთად. იმავე წელს მონაწილეობს მოსკოვში კოლექტივი "[[ვირის კუდი]]ს" გამოფენაში. 1914 წელს მალევიჩს საკუთარი ნამუშევრები გამოაქვს პარიზში "დამოუკიდებელთა სალონში" (Salon des Independants) ალექსანდრ არხიპენკოს, სონია დელონს, ალეკსანდრა ეკსტერსა და ვადიმ მელერთან ერთად. 1915 წელს გამოაქვეყნა მანიფესტი "კუბიზმიდან სუპრემატიზმამდე". 1915-16 წლებში მუშაობს სხვა სუპრემატისტ მხატვრებთან ერთად გლეხ/ხელოსანთა კოოპერატივში სკოპცისა და ვერბოვკას სოფლებში. 1916-17 წლებში მონაწილეობს ჯგუფ "[[ბუბნოვი ვალეტი]]ს" გამოფენაში მოსკოვში ნათან ალტმანთან, დავიდ ბურლიუკთან და ა. ეკსტერთან ერთად.