აზნაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 12:
 
== ისტორია ==
აზნაურთა წოდების სხვადასხვა ფენის შინაკლასობრივიშინაარსობრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი იყო, ე. წ. [[პატრონყმობა]], რომელსაც საფუძვლად აგრეთვე საადგილმამულო ურთიერთობა ედო. პატრონყმობის ურთიერთობა ქმნიდა აზნაურის დამოკიდებულებას არა მარტო მეფისაგან არამედ აზნაურისაგანაც. სათანადო ფაქტებს უკვე ადრინდელი ფეოდალურ ხანაშივე ვხვდებით. აზნაურთა წოდების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა თავადთა ინსტიტუტის საკითხი. ძველ ხანაში თავადები, როგორც ჩანს, მხოლოდ აზნაურთა საგვარეულოების თავკაცები იყვნენ, მაგრამ XIV-XV საუკუნებში ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ ცალკე წოდებად, რომელიც ფეოდალურ იერარქიაში აზნაურებზე მაღლა მოექცა. თავადთა ხელში პოლიტიკური ძალაუფლების გადასვლის შემდეგ აზნაურთა წოდება შედარებით დაკნინდა და დამოუკიდებელი მნიშვნელობა დაკარგა.
 
XVI-XVII საუკუნეებიდან აზნაურობა თანდათან მოექცა მეტ-ნაკლებად მყარ დამოკიდებულებაში სამეფო სახლთან, ეკლესიასა და თავადებთან. ამ გზით აზნაურთა სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა. [[სამეფო აზნაური|სამეფო აზნაურები]] (იგივე "ტახტის აზნაურები") მეტი პრივილეგიებითა და გავლენით სარგებლობდნენ, ვიდრე [[საეკლესიო აზნაური|საეკლესიო]] და [[სათავადო აზნაური|სათავადო აზნაურები]]. დამოკიდებულების საფუძველი ყველა შემთხვევაში ერთი იყო - აზნაურს ბატონის მამული ეჭირა. აზნაურს ბატონისაგან წასვლის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ მას მიწასა და იქ დასახლებულ ყმებზე უარს იტყოდა. ბატონის უფლებები აზნაურის მიმართ დიდი იყო. ბატონს შეეძლო აზნაური მზითვადაც გაეცა. მეფეთა მიერ აზნაურის გაჩუქება ან მზითვად გატანება საეკლესიო და სათავადო აზნაურების გაჩენის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა. ამ დამოკიდებულების წარმოშობის მეორე უმნიშვნელოვანესი პირობა იყო აზნაურთა მცირემემამულიანობა ან უმამულობა, რა მათ აიძულებდა მსხვილ საეკლესიო თუ საერო მიწისმფლობელთა მფარველობისათვის მიემართათ. უმთავრესად მამულის სიდიდისა და ყმათა რიცხვის მიხედვით, ნაწილობრივ კი შთამომავლობის მიხედვითაც, აზნაურები სამ ხარისხად განიყოფებოდნენ, კერძოდ, სისხლის ფასის მხრივ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი იცნობს დიდს(ანუ გადიდებულს), შუასა და ცალმოგვ აზნაურს. პირველის სისხლს აფასებს 192, მეორისას - 96, მესამისას - 484
50 თუმნად. აზნაურის საგვარეულოს გაყოფა მამულის დაქუცმაცებას მოასწავებდა და ამ იერარქიულ კიბეზე ჩამოქვეითების მიზეზი ხდებოდა.
 
რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ ქართველ აზნაურთა მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეფის ბიუროკრატიული მთავრობა ფორმალურად თითქოს იჩენდა მიდრეკილებას ქართველ [[თავადაზნაურობა]] განეხილა ისეთივე სოციალურ მოვლენად, როგორსაც ეს კლასი თვით რუსეთში წარმოადგენდა (ამას მოითხოვდა აგრეთვე 1783 წლის ტრაქტატის სათანადო მუხლი), მაგრამ არსებითად ეს საკითხი ძალთა რეალურ განლაგებასა და საერთო პოლიტიკურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ცარიზმს ახლად დაპყრობილ ქვეყანაში ეს კლასი თავის სოციალურ დასაყრდენად მიაჩნდა და ცდილობდა მის ისეთ ორგანიზებას, რომ ყველაზე საიმედო ელემენტები გამოეაშკარავებინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზნაური“-დან