ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 44:
1926 წელს კი გომინდანის პარტიის მეორე ყრილობაზე ჩან კაი-ში არჩეულ იქნა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, უშუალოდ კომიტეტის პლენარულ სხდომაზე კი კომიტეტის მუდმივ წევრად. ამრიგად, 1926 წლისათვის, გომინდანში ორი ლიდერი გამოიკვეთა – სამხედრო ჩან კაი-ში, და სამოქალაქო - [[ვან ძინ-ვეი]].
 
1926 წლის 18 მარტს მილიტარისტებმა დახვრიტეს დემონსტრაცია [[პეკინი|პეკინში]], არეულობაა გუანჯოუშიც. წაროიქმნა მემარცხენე- კომუნისტური გადატრიალების საშიშროება, გომინდანის ნახევარზე მეტი კომუნისტური გავლენის ქვეშაა. საეჭვო გადაადგილებას იწყებს სამხედრო კრეისერი, რომელსაც კომუნისტი მეთაურობს. 20 მარტს ჩან კაი-შის ერთგული ჯარები განაიარღებენ კომუნისტებს. მემარცხენე პოზიციებზე მდგარი ვან ძინ-ვეი თანამდებობას ტოვებს და საფრანგეთში მიემგზავრება. ივნისისათვის ჩან კაი-შის ხელში თავი იყრის პარტიული, სახელმწიფო და სახედროსამხედრო ძალაუფლება. ივლისში ავადმყოფობის გამო თანამდებობას ტოვებს მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე ჟუან ცზიანც–ზიანი და ამ პოსტსაც ჩან კაი-ში იკავებს.
 
9 ივლისს ჩან კაი-ში ხდება ნაციონალური რევოლუციური არმიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი და დაუყოვნებლივ იწყებს ”ჩრდილოეთის ლაშქრობას”. სულ რაღაც ნახევარ წელიწადში მან მიაღწია სიტუაციის სტაბილიზაციას ჩრდილო -აღმოსავლეთ ჩინეთში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯარისკაცთა რიცხვი მხოლოდ 100 000 იყო და დიდად ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეთა საერთო რიცხოვნეობას(800 000) , მისმა კარგად გაწვრთნილმა ჯარმა შეძლო მიწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მსვლელობის დროს მოსკოვი რევოლუციურ ძალებს შეიარაღებით ამარაგებდა, ახმარდა ასევე ავიაციასაც. არმია ძლევამოსლად მიიწევდა ჩრდილოეთისაკენ და ხელისუფლებას ართმევდა დუძიუნებს. 1927 წლის მარტში გომინდანის რაზმები ტრიუმფით შევიდნენ შანხაისა და ნანკინში. ფაქტობრივად მთელმა ჩინეთმა, [[მანჯურია|მანჯურიის]] გარდა, ცნო გომინდანის მთავრობა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან