ჭარბტენიანი ტერიტორიები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და [[ბიომრავალფეროვნება|ბიომრავალფეროვნების]] წყაროებს გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე, გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით, ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს [[კლიმატის ცვლილება|კლიმატის ცვლილების]] შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს [[გარემო]]ს და [[ეკოსისტემა]]ს; [[ჭაობი]] არის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცლების საშუალება, წყლის „ბუნებრივი ფილტრი“, გადამფრენი ფრინველების დროებით საბინადრო, დასვენების და გამრავლების ადგილი, ეკოტურიზმის განვითარების პოტენციური ტერიტორია და სხვა.<ref>[http://www.newposts.ge/?l=G&id=29771 ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე]</ref>
 
[[საქართველო]]ში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები გვხვდება [[ქობულეთის დაცული ტერიტორიები|ქობულეთის დაცულ ტერიტორიებსა]] და [[კოლხეთის ეროვნული პარკი|კოლხეთის ეროვნულ პარკში]].<ref>[http://www.ipress.ge/new/99704-dghes-charbteniani-teritoriebis-dacvis-saertashoriso-dghea დღეს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა]</ref> მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღედ გამოცხადებულია [[2 თებერვალი]]. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს [[ირანი]]ს ქალაქ [[რამსარი|რამსარში]] მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში.<ref>[http://kids.eiec.gov.ge/geoeng/სიახლეებიnews/tsharbteniani-teritoriebis-dacvis-saertashorissaertashoriso ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე]</ref>
 
== სქოლიო ==