ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ეს კრება მოხდა 1437 წელს და არა 1438 წელს
ხაზი 1:
'''ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება''', ''ფლორენციის საეკლესიო კრება'' — [[კათოლიციზმი|კათოლიკური]] ეკლესიის [[მსოფლიო საეკლესიო კრება]], რომელიც მოიწვია პაპმა [[ევგენი IV|ევგენი IV-მ]] [[ბაზელის საეკლესიო კრება|ბაზელის საეკლესიო კრების]] საპირისპიროდ (ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას ლიტერატურაში ზოგჯერ ბაზელის საეკლესიო კრების გაგრძელებას უწოდებენ). [[1437|1438]]-[[1439]] წლებში მიმდინარეობდა [[ფერარა]]ში, ხოლო [[1443]]-[[1445]] წლებში [[რომი|რომში]]. ბაზელის საეკლესიო კრების ბევრმა მონაწილემ უარი თქვა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაში მონაწილეობაზე, არც კრებაზე მოწვეული დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეფეები ჩამოვიდნენ. აღმოსავლეთის ქრისტიანული ([[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]]) ეკლესიის დელეგაცია კი მრავალრიცხოვანი იყო. კრების მთავარი მიზანი იყო [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურ]] და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დოგმატური უთანხმოების დაძლევა და მათ შორის უნიის დადება. კრებაზე გამწვავდა კამათი დოგმატურ საკითხებზე: filioque-ზე, საიდუმლოებზე, [[პაპი]]ს უზენაეს ხელისუფლებაზე. თურქული საშიშროების წინაშე მდგარი [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტია]] (იმედი ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების დახმარებისა) იძულებული გახდა მიეღო [[ფლორენციის უნია]] (1439 წ.), რომლითაც იგი ცნობდა პაპის უზენაეს ხელისუფლებას. კათოლიკური ეკლესიის დოგმატებს; ინარჩუნებდა მხოლოდ მღვდელმსახურების საკუთარ წესებს (ეს უნია არ შესულა ძალაში არც ბიზანტიის და არც სხვა აღმოსავლეთის ქრისტიანულ მართლმადიდებელ ეკელსიაში).
 
== ლიტერატურა ==