კრაკ-დე-შევალიე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|1229}}
'''კრაკ-დე-შევალიე''' ({{lang-fr|Krak des Chevaliers}} — ''რაინდთა ციხესიმაგრე'', გამოითქმის: [kʁak de ʃəvaˈlje], {{lang-ar|حصن الفرسان}}; ''არაბულისა და ფრანგულის ნაზავით - ცხენოსნების ციხესიმაგრე'') — [[ჯვაროსნები]]ს ციხესიმაგრე [[სირია]]ში. წარმოადგენს [[შუა საუკუნეები]]ს ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ სახედრო ციხესიმაგრეს მთელ მსოფლიოში. [[XI საუკუნე]]ში წარმოადგენდა ქურთების დასახლებას და ცნობილი იყო, როგორც ''ჰისნ ალ აკრადი'', რაც „ქურთების ციხესიმაგრეს“ ნიშნავს. ციხესიმაგრის პირველი ვარიანტი [[1031]] წელს [[ალეპო]]ს ემირმა ააშენა. [[პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა|პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას]], [[1099]] წელს, იგი [[რაიმონდრაიმონ IV ტულუზელი|რაიმონდრაიმონ IV ტულუზელმა]] აიღო, მაგრამ მალევე მიატოვეს, რადგან ჯვაროსნებმა იერუსალიმისკენ მსვლელობა განაგრძეს. [[1110]] წელს მას იპყრობს გალილეის პრინცი ტანკარდი. [[1142]] წელს [[ტრიპოლი (ლიბანი)|ტრიპოლის]] გრაფმა [[რაიმონდრაიმონ II (ტრიპოლი)ტრიპოლელი|რაიმონდ II]]-მ ციხე [[ჰოსპიტალიერები|ჰოსპიტალიერ რაინდებს]] გადასცა, ვის მფლობელობაშიც რჩებოდა [[1271]] წელს დაცემამდე. ამ პერიოდში ციხე ცნობილი გახდა ''კრაკ დე ლ'ოსპიტალის'' სახელით, კარაკ-დე-შევალიე კი მას [[XIX საუკუნე]]ში უწოდეს.
 
[[1140]] წელს [[ჰოსპიტალიერები|ჰოსპიტალიერებმა]] ციხის აღდგენა დაიწყეს და [[1170]] წლისათვის დაამთავრეს, როდესაც ციხესიმაგრე მიწისძვრამ დააზიანა. ციხესიმაგრის მთავარ დანიშნულებას [[პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა|პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის]] შედეგად წარმოქმნილი [[ტრიპოლის საგრაფო]]ს საზღვრებზე არსებული ციხესიმაგრეების დაცვა წარმოადგენდა. კრაკ-დე-შევალიე მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ასრულებდა როგორც ადმინისტრაციული ცენტრის, ისე სამხედრო ბაზის ფუნქციას. ციხეს მეორე სამშენებლო სამუშაოები [[XIII საუკუნე]]ში ჩაუტარდა, როდესაც კრაკ-დე-შევალიე კონცენტრულ ციხედ ჩამოყალიბდა. ამ დროს აშენდა გარე გალავანი და ციხესიმაგრემ მისი თანამედროვე სახე მიიღო. XIII საუკუნის პირველი ნახევარი კრაკ-დე-შევალიესათვის „ოქროს ხანა“ იყო. ამ დროს, მისი ძლიერების პიკზე, ციხეს დაახლოებით 2 000 კაციანი გარნიზონი იცავდა. ამხელა გარნიზონი ჰოსპიტალიერებს საკმაოდ დიდი ტერიტორიიდან ხარკის ასაკრეფად სჭირდებოდათ. [[1250]] წლიდან ჰოსპიტალიერ რაინდთა მდგომარეობა გაუარესდა და საბოლოოდ, [[1271]] წელს, მამლუქთა სულთანმა [[ბეიბარს I]]-მა 36 დღიანი ალყის შემდეგ კრაკ-დე-შევალიე აიღო, სავარაუდოდ, ყალბი წერილის საშუალებით, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტალიერთა დიდი მაგისტრი რაინდებს დანებებისაკენ მოუწოდებდა.