შაქრიანი დიაბეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 37.232.82.124 ცვლილებების გაუქმება (№3451127)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 35:
'''1. აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე თუკი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით.''' II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე ადამიანთა უმრავლესობაში გამოხატულია ''პრედიაბეტური'' მდგომარეობა. ამ დროს სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მეტია. ჯანმრთელობისთვის ორივე მდგომარეობა სახიფათოა, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. მართალია დიაბეტის გაკონტროლება შეიძლება, მაგრამ ის არ იკურნება. მეორეს მხრივ, ზოგიერთმა, ვისაც პრედიაბეტური მდგომარეობა ჰქონდა, შეძლო სისხლში შაქრის დონის ნორმამდე დაყვანა. პრედიაბეტს არ აღენიშნება მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, აქედან გამომდინარე ეს პროცესი შეიძლება შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ერთი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 316 მილიონ ადამიანს აღენიშნება პრედიაბეტი, თუმცა ბევრი ვერც კი ხვდება ამას. მაგალითად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში პრედიაბეტის მქონე ადამიანთა დაახლოებით 90%-მა არც კი იცის, რომ ამ მდგომარეობაშია.
 
პრედიაბეტი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. გარდა იმისა, რომ ის II ტიპის დიაბეტის წინაპირობაა, დადგინდა, რომ ის დემენციის (ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა) გამომწვევი მიზეზიცაა. თუ ჭარბწონიანი ხართ, ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებით ან სისხლით ნათესავს ჰქონია დიაბეტი, შეიძლება თქვენ უკვე პრედიაბეტი გაქვთ. ამის გარკვევაში სისხლის ანალიზის გაკეთება დაგეხმარებათ. '''2. იკვებეთ ჯანსაღად.''' თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ შემდეგი რჩევები: შეამცირეთ საჭმლის ულუფა. ტკბილი წვენი და გაზიანი სასმელები ჩაანაცვლეთ წყლით, ჩაით ან ყავით. რაფინირებული საკვების ნაცვლად ზომიერად მიირთვით ცეხვილი ხორბლის პური, ბრინჯი და მაკარონი. კვების რაციონში შეიტანეთ მჭლე ხორცი, თევზი, თხილი და მარცვლეული. '''3. იყავით ფიზიკურად აქტიური.''' ვარჯიშით შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის შემცირება და ჯანსაღი წონის შენარჩუნება. ერთი ექსპერტი გვირჩევს, რომ დრო, რასაც ტელევიზორის ყურებაში ვხარჯავთ, ვარჯიშს დავუთმოთ.
 
მართალია, გენებს ვერ შეიცვლით, მაგრამ ცხოვრების სტილის შეცვლა ნამდვილად შეგიძლიათ. ჯანმრთელობის გაუმჯობესება ღირს ძალისხმევად.
 
== „სათანადო ზომები მივიღე“ ინტერვიუ ==
'''როგორ მიხვდით, რომ დიაბეტის განვითარების საშიშროება გემუქრებოდათ?'''
 
ახალი სამსახურის დაწყებამდე, სამედიცინო შემოწმება გავიარე. ექიმმა მითხრა, რომ თუ ზომებს დაუყოვნებლივ არ მივიღებდი, დიაბეტი განმივითარდებოდა. ამას ოთხი ფაქტორი უწყობდა ხელს: მაღალი რისკის მქონე ეთნიკურ ჯგუფს მივეკუთვნებოდი, დიაბეტი გენში მქონდა, ჭარბწონიანი ვიყავი და არც ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი. ვინაიდან პირველი ორი ფაქტორის შეცვლა არ შემეძლო, გადავწყვიტე, ბოლო ორი შემეცვალა.
 
'''რა გააკეთეთ?'''
 
ექიმს მივაკითხე, მან კი ამიხსნა, თუ რა კავშირია ჯანსაღ კვებას, ვარჯიშს, წონასა და დიაბეტს შორის. გადავწყვიტე ცხოვრების სტილი შემეცვალა. კვების რაციონში მეტი ბოსტნეული შევიტანე. შედეგად, ჩემს თეფშზე არაჯანსაღი საკვების რაოდენობა შემცირდა, თუმცა მშიერი არ ვრჩებოდი. აგრეთვე, ფიზიკურად აქტიური ცხოვრება დავიწყე, რასაც წლების განმავლობაში არ ვაკეთებდი.
 
'''რას მიაღწიეთ?'''
 
18 თვის განმავლობაში წონაში საგრძნობლად დავიკელი. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ცუდ ჩვევებს აღარასოდეს დავუბრუნდე. დიაბეტი დაავადებაა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
[[კატეგორია:დაავადებები]]
[[კატეგორია:დიაბეტი]]