პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Otogi გვერდი „პალიასტომის ღვთისმშობელი“ გადაიტანა გვერდზე „[[პალიასტომის ღვთის...
No edit summary
ხაზი 9:
|ხატის ზომა =
|დღესასწაული =
|ადგილი = [[ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი]]
}}
'''პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი''' — [[ხატი]], რომელზედაც [[მარიამ ღვთისმშობელი]] წარმოდგენილია ყრმით. ხატი ფერწერისაა და შეჭედილია [[ვერცხლი]]თ. იგი შემკულია 123 თვალით და [[მარგალიტი]]თ, აქვს ორი წყვილი [[ოქრო]]ს საყურე. აკადემიკოსი [[გიორგი ჩუბინაშვილი]] მას [[XVI საუკუნე|XVI საუკუნით]] ათარიღებს. ხატის ქვედა არშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება: „ქ. შენ ღრუბელსა მსგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით... ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ“. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.<ref>[https://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/29598-sastsaulmoqmedi-khatebi-saqarthveloshi.html პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი]</ref>