ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 117:
მარიანას კუნძულები აღმოჩენილ იქნა [[მაგელანი]]ს ექსპედიციის მიერ 1521 წლის 6 მარტს. იქ [[პირველყოფილი საზოგადოება|პირველყოფილი საზოგადოების]] სტადიაში მყოფმა [[აბორიგენი|აბორიგენმა]] [[ჩამორო (ხალხი)|ჩამოროს]] ტომის ხალხმა ესპანელებს მოპარეს ნავი, რის გამოც მაგელანმა ამ კუნძულებს დაარქვა ქურდების კუნძული (''Las Islas de los Ladrones'').
 
მიუხედავად იმისა, რომ [[ესპანეთი|ესპანეთმა]] კუნძულები ჯერ კიდევ XVI საუკუნეში თავის საკუთრებად გამოაცხადა, პრაქტიკულად მათზე სრული კონტროლის დაწესება ესპანელებმა დაიწყეს მხოლოდ 1668 წელს. იქ გადასხდნენ ესპანელი [[იეზუიტთა ორდენი|იეზუიტი]] ბერები, რომლებმაც შეუცვალეს მას სახელი და ესპანეთის დედოფლის [[მარიანა ავსტრიელი|მარიანა ავსტრიელის]] პატივსაცემად უწოდეს მარიანას კუნძულები («Las Islas Marianas», ან «Las Marianas»). მათ დაიწყეს აბორიგენი მოსახლეობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა. ამან გამოიწვია მათი გააფთრებული წინააღმდეგობა, რის შედეგადაც კუნძულებზე ესპანელმა ჯარისკაცებმა ბერების მოწინააღმდეგე თითქმის ყველა მამაკაცი ამოწყვიტეს. შემდგომ წლებში მოსახლეობის რიცხვი კვლავ იზრდებოდა აბორიგენი ქალების შვილებისაგან, ესპანელ ჯარისკაცებთან და ბერებთან მათი კავშირის გამო.
 
ესპანელმა კოლონიზატორებმა პრაქტიკულად არ აითვისეს კუნძულები, XIX საუკუნის ბოლოს წყნარი ოკეანის ტერიტორიებით ძლიერ დაინტერესდა [[გერმანია]]. საბოლოოდ 1899 წლის 12 თებერვლის შეთანხმებით გერმანიამ ესპანეთისგან იყიდა მარიანას კუნძულები, რაშიც გადაიხადა $4,5 მილიონის ეკვივალენტური თანხა ([[აშშ]]-ს მიერ [[ანექსია|ანექსირებული]] ყველაზე დიდ და მარიანას არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულ გუამის გარდა).