დიმიტრი (შიოლაშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''მიტროპოლიტი დიმიტრი''' ''(შიოლაშვილი)'' (დ. [[16 თებერვალი]] [[1961]], [[მცხეთა]]) — [[ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია|ბათუმისა და ლაზეთის]] მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი. [[საქართველოს საპატრიარქო]]ს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე.
 
[[1979]]-[[1982]] წლებში სწავლობდა [[მცხეთის სასულიერო სემინარია]]ში, [[1982]] წლიდან კი სწავლა [[მოსკოვის სასულიერო აკადემია]]ში განაგრძო, რომელიც [[1986]] წელს დაამთავრა. [[1985]] წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] [[დიაკვანი|დიაკვნად]] აკურთხეს, [[1986]] წლის [[12 იანვარი|12 იანვარს]] კი [[მღვდელი|მღვდლად]]. [[1987]]-[[1988]] წლებში ღვთისმსახურებას ეწეოდა [[ალავერდი (მონასტერი)|ალავერდის მონასტერში]], [[1988]]-[[1989]] წლლებში კი ანჩისხატის ეკლესიაში. [[1989]] წლის [[13 მაისი|13 მაისს]] მისი [[დეკანოზი|დეკანოზად]] ხელდასხმა მოხდა ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. [[1991]] წლის [[14 ოქტომბერი|14 ოქტომბერს]] დაინიშნა ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორად. [[1993]] წლის [[14 სექტემბერი|14 სექტემბერს]] დაინიშნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორად. [[1996]] წლის [[25 ოქტომბერი|25 ოქტომბერს]] აღიკვეცა ბერად და მეორე დღეს, [[26 ოქტომბერი|26 ოქტომბერს]] ამაღლებულ იქნა [[არქიმანდრიტი|არქიმანდრიტის]] ხარისხში. იმავე წლის [[8 ნოემბერი|8 ნოემბერს]] სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა [[ილია II|ილია II-მ]] მცხეთის საკათედრო ტაძარში აკურთხა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. [[2003]] წელს მეუფე დიმიტრის მიენიჭა [[მთავარეპისკოპოსი]]ს ხარისხი. [[2006]] წლის დეკემბერში ბათუმ-სხალთის ეპარქია გაიყო ბათუმ-ქობულეთისა და [[სხალთის ეპარქია|სხალთის]] ეპარქიებად. ბათუმ-ქობულეთის მღვდელმთავრად დადგინდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი. [[2007]] წლის დეკემბერში ბათუმ-ქობულეთის ეპარქია გადაკეთდა [[ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია|ბათუმისა და ლაზეთის]] ეპარქიად, რომლის წინამძღოლად მიტროპოლიტი დიმიტრი აირჩია წმინდა სინოდმა და იმავე წლის [[3 ივნისი|3 ივნისს]] [[მიტროპოლიტი]]ს წოდება მიენიჭა.
 
მიტროპოლიტი დიმიტრი თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია. ხელმძღვანელობს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს, არის „წმიდა მიწის“ შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების თანათავმჯდომარე.
 
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 16 თებერვალი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1961]]
[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები]]