დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გური-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიორგი ჩუბინიძე-ის მიე...
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 37:
ზოგიერთ ავტორთან ([[თედო ჟორდანია]], [[ივანე ჯავახიშვილი]], ე. პახომოვი და სხვ.) აღმაშენებელი დავით II-დაა მოხსენიებული. ეს რამდენადმე პირობითია. საერთოდ, ერთიანი საქართველოს მეფე დავითებს შორის, აღმაშენებელი დავით I-ია. როცა ზოგი ისტორიკოსი მას დავით II-დ მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში ათვლა დავით კურაპალატიდან იწყება ე. ი. [[დავით III|დავით კურაპალატი]] (978-1001 წწ.) დავით I-ა და შესაბამისად, დავით აღმაშენებელი — დავით II.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=9}}
 
ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით აღმაშენებლის რიგით ნომრად დავით IV-ა მიჩნეულიამიჩნეული და დამკვიდრებული, ეს , როგორც ზემოთაც აღინიშნა, პირობითობაზეა დამყარებული, კერძოდ, დავითის სახელის მატარებელ მეფეთა ნუმერაცია იწყება ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფოს მეფეებიდან, რომლებიც ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=9}} სხვათა შორის, ამგვარ პრინციპზეა დამყარებული ბაგრატების ათვლა-ნუმერაციაც.
 
დავით IV ისტორიაში „აღმაშენებლის“ სახელითაა ცნობილი. ეს ზედსახელი მას გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ უწოდეს. ყოველ შემთხვევაში, [[XV საუკუნე]]მდე ცნობა, სადაც დავით IV ამ სახელითაა მოხსენიებული, ჩვენამდე მოღწეული არ არის. პირველად „აღმაშენებელი“ გვხვდება 1452 წლის ე. წ. ავშანდაძეების სასისხლო სიგელში, სადაც ნათქვამია, რომ „როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა“, გადმოვარდნილა, დამტვრეულა და ავშანდაძეებს უმკურნალიათ მისთვისო.{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=130}}{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=5}} ნარატიულ ისტორიულ ლიტერატურაში დავითი „აღმაშენებლის“ ზედწოდებით მოხსენიებულია XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის [[ფარსადან გორგიჯანიძე|ფარსადან გორგიჯანიძის]] „საქართველოს ისტორიაში“.{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=122}}