ლევან ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გიორგი ელბაქიძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რ...
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2:
'''ლევან ბატონიშვილი''' (''ბაგრატიონი'') († [[1709]]) — ქართლის მეფის [[ვახტანგ V | ვახტანგ V-ის]] შვილი. [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI]]-ის მამა და [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს მამიდაშვილი. ცოლად ჰყავდა [[ქაიხოსრო I გურიელი]]ს ასული თუთა. ძმის, [[გიორგი XI | გიორგი XI-ის]] ირანში გაწვევის დროს, [[1675]]-[[1677]] და [[1703]], იყო ქართლის გამგებელი ([[ჯანიშინი]]). [[1678]] ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შაჰ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირმანის ნაიბად. შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო. [[1708]] წელს უგზავნის რომის პაპს [[კლემენს XI]]-ს წერილს, სადაც უცხადებს მას საკუთარ მორჩილებას, რასაც მოგვიანებით მისი ვაჟნი, [[ქაიხოსრო|ქაიხოსრო]] და ვახტანგი ([[ვახტანგ VI|ვახტანგ VI]]) გაიმეორებენ. ლევან ბატონიშვილი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, იყო სულხან-საბა ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია "ვედრება" [[იოანე ნათლისმცემელი | იოანე ნათლისმცემლის]], [[პეტრე|პეტრეს]], [[პავლე|პავლესა]] და სხვათა წმინდანებისადმი.
{{ციტატა|სეხნია, გვარეულებითა ჱსეიძე, ერთი თავადთაგანი საქართველოჲსა, რომელიცა იყო ქრისტესით მეათჩვიდმეტესა ასწლეულსა საუკუნესა შინა და მოუთხრობს იგი ვახტანგ შაჰნავაზ ქართლის მეფისა და ძისა მისისა გიორგი მეფისა და მათ ჟამისა შემთხვეულებათა, რომელიცა გიორგი მეფისათვის მოთხრობასა შინა ცხად ჰყოფს. „ოდეს ყეენმან შაჰსულთან უსეინ გიორგი მეფე ჩაიყვანა ისპაანს და შემდგომად უბოძა გიორგი მეფეს ქართლის სამაგიეროდ ქერმანი და იმის ნაიბად პირველად გაგზავნა [[ლევან ბატონიშვილი|ლეონ ბატონისშვილი]], ძმა გიორგის მეფისა.“ ვინაიდგან მას ჟამსა ავღნები, ბულუჭნი და სხვანი მის მხრისანი აწუხებდეს ქირმანის ქვეყანასა, ლეონ დასაფარავად მათდა განწესებულ იყო. (სწერს სეხნია) „ოდეს ჩავედით ქირმანს მოერთო ამბავი ბატონისშვილს ლეონს, ბულუჭთა ხანი მირხოსროვ დიდის ჯარით მოხდომია, ბანდრის ადგილები მოურბევიათ, ურიცხვი საქონელი და ტყვე მოაქვსთო ორის ათასის კაცით წინდაწინ ორი თავისი სარდალი გამოუგზავნია, თითონ უკან მოდისო. მაშინვე ბატონისშვილი ლევან წაბრძანდა მცირედის ჯარითა, ექვსასიოდ თათარი ახლდა და ორმოცი ქართველი, გვისრა ღამემან და მოვადეგით, სადა ბულუჭნი ჩამომხდარ იყვნეს ადგილსა კლდოვანსა და გარე აქლემნი შემოეწვინათ, და თითონ კლდე იყო მაღალი ამაზედ. იდგნენ. რა შემოვადეგით გარე და დავაწყევით რაზმი ღამე იყო, რაშეიტყვეს მისვლა ჩვენი არად გვახსენეს და არც დაიძრნენ, თავად ჯარის სიმციროსათვის და მერმე მრავალჯერ ამოეწყვიტათ და გაექციათ ყიზილბაშნი, რიჟრაჟსა ოდენ ჟამსა გამოხდა ხმა მათ ყარაულთაგან, უხმეს ჩვენ ყარაულთა. „თქვენ საბრალოდ აშენებულნო, ვის მოუცთუნებითხართო, თუ კიდევ მამადალიხან მოსულაო სამჯერ ჩვენგან გაქცეული წამოსულაო, ჯარი მისი ამოგვიწყვეტიაო, ნაქონები გაგვიყვიაო. იშალლა! კიდევ აგრე იქნება თუ გათენდაო.“ მისცა პასუხი ჩვენმა ყარაულმა გინებით. „მოვიდა რისხვა ღვთისა თქვენზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარნი კაცის-მჭამელნიო.“ შექნეს თურმე დიდი ურვა ბურლუჭთა, ეს კი არ იცოდნენ ორმოციოდე კაცი ქართველი გვახლდა, თითო ქათმის შეჭმაც კი არ შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ყარაულმან კარგი ტყუილი გამოიყვანა, შეგვექმნა ჩვენ აქ სიცილი.“ გაიმარჯვა მაშინ ლეონმან, თუმცა ორას კაცამდის ლევანსაც მოუკვდა, მაგრამ ბულუჭნი ასე ამოსწყვიტეს.|თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 55-56}}
 
==ოჯახი და შვილები==
ლევანი ორჯერ იყო დაქორწინებული: პირველად მან 1672 წელს იქორწინა თუთა გურიელზე, [[ქაიხოსრო I გურიელი]]ს ასულზე, ხოლო მეორედ თინათინ გიორგის ასულ ავალიშვილზე.
მისი შვილები იყვნენ:
* [[ქაიხოსრო მეფე|ქაიხოსრო]] ([[1 იანვარი]], [[1674]] - [[27 სექტემბერი]], [[1711]])
* [[ვახტანგ VI]] (ჰუსეინ-ყული-ხანი) ([[15 სექტემბერი]], [[1675]] - [[26 მარტი]], [[1737]])
* დავით ბატონიშვილი (1676-1703)
* [[დომენტი IV]] (1677-1741)
* ხვარამზე ბატონიშვილი (1678-1710), დაქორწინებული იყო საძვერელ ჩიჯავაძეზე
* [[იესე (ალიყული-ხანი)|იესე]] (ალი-ყული-ხანი) (მუსტაფა) (1681-1727)
* [[სიმონ ბატონიშვილი]] (1783-1740)
* თეიმურაზ ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1710)
 
ლევანს კიდევ ჰყავდა შვილები სხვადასხვა ხარჭისგან:
* [[როსტომ ბატონიშვილი]] (რუსტემ-ხანი) (გარდაიცვალა 1722)
* თომა ბატონიშვილი (1688-1703)
* კონსტანტინე ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1756), ცოლად ჰყავდა ვინმე ხვარამზე
* [[ადარნასე ბატონიშვილი]] (ათანასე) (15 ნოემბერი, 1707 - 31 მარტი, 1784)
* ხორეშან ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1724)
 
==ლიტერატურა==