ცივი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

Sergi2004-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(Sergi2004-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
[[ფაილი:Reagan and Gorbachev hold discussions.jpg|thumb|right|300px|[[აშშ]]-ის [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტის]] [[რონალდ რეიგანი]]ს (მარცხნივ) და [[სსრკ]]-ის [[საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი|პრეზიდენტის]] [[მიხეილ გორბაჩოვი]]ს შეხვედრა 1985 წელს.]]
'''ცივი ომი''' — [[აშშ]]-სა და მისი მოკავშირეების [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირთან]] და მის მოკავშირეებთან გლობალური [[გეოპოლიტიკა|გეოპოლიტიკური]], ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] [[1940-იანები|1940-იანი]] წლების შუახნიდან [[1990-იანები|1990-იანი]] წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა.
== ცივი ომის დასაწყისი ==
1946 წლის 5 მარტს [[უინსტონ ჩერჩილი]] გამოვიდა სიტყვით ამერიკის ქალაქ [[ფულტონში]], სადაც პირვლად ახსენა „'''რკინის ფარდა'''“, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩამოუშვა შუა ევროპაში, მის მიღმა ყველანაირ ბოროტებას სჩადის და გეგმავს, რომ„თავისუფალ სამყაროს“ (ე.ი. დასავლეთის ქვეყნებს) თავს მოახვიოს თავისი ცხობრების წესი.„ფულტონის სიტყვა“ მიჩნეულია „'''ცივი ომის'''“ თავისებურ გამოცხადებად.
 
მალევე ჩაოყალიბდა ორი ბანაკი:დასავლეთის ქვეყნების ლიდერად იქცა ამერიკის შერთებული შტატები, ხოლო „სოციალისტური ბანაკის“ ლიდერად იქცა საბჭოთა კავშირი, რომელმაც გარს შემოიკრიბა მისი გავლენის სფეროში მყოფი კომუნისტური რეჟიმის მქონე სახელმწიფოები.
 
ორ ბანაკს შორის მიმდინარე ცივი ომი მუდმივად ტრიალებდა ცხელი ომის ზღვარზე.„ცხელი ომი“ თერმობირთვულიც შეიძლებოდა გამხდარიყო:'''ატომური იარაღი''',
რომელმაც მსოფლიოს მომდევნო განვითარება შეცვალა, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა. თუ 1945 წლიდან „ატომური პოლიტიკის“ გატარება მხოლოდ ამერიკას შეეძლო, უკვე 1949 წლიდან საბჭოთა კავშირიც ფლობდა ასეთ იარაღს.
1947 წელს ამერიკის პრეზიდენტმა, [[ჰარი ტრუმენი|ჰარი ტრუმენმა]] გამოაცხადა თავისი საგარეო პოლიტიკის გეგმა, რომლის თანახმადაც ამერიკა განახორციელებდა „შეკავების პოლიტიკას“საბჭოთა კავშირის მიმართ მთელ მსოფლიოში
იმავე წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა [[ჯორჯ მარშალი|ჯორჯ მარშალმა]] გამოაცხადა, რომ [[ამერიკის შეერთებული შტატები]]
მზადაა მატერიალური დახმარება აღმოჩინოს ომში დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებს. ამის პირობები იყო კერზო საკუთრების შენარჩუნება, დემოკრატიის განვითარება.
 
1948 წლის აპრილში 17-მა დასავლეთევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, [[დასავლეთ გერმანია|დასავლეთ გერმანიამ]], ხელი მოაწერა „'''[[მარშალის გეგმა|მარშალის გეგმას]]'''“. ამერიკამ უსასყიდლოდ გაუწია ამ ქვეყნებს 17 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარება, რამაც მათი სწრაფი აღორძინება გამოიწვია.
 
ომში გამარჯვებულმა დასავლეთ ქვეყნებმა უკვე 1948 წელს შეწყვიტეს დასავლეთ გერმანიისგან რეპრეციების მიღება. საბჭოთა კავშირი კი 1953 წლამდე აგრძელებდა აღმოსავლეთ გერმანიიდან რეპარაციების სახით მთელი ქარხნების, ელექტროსადგურების მოწყობილობების, რკინიგზის შემადგენლობის, ლიანდაგებისა და სურსათის გამოტანას. ეს ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ბევრი მათგანი გადადიოდა დასავლეთ გერმანიაში, სადაც ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო.
 
== რესურსები ინტერნეტში ==