ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი''' ({{Lang-ko|평창 올림픽 스타디움}}) — დროები...)
 
მდებარეობს ქალაქ [[დეგვალიონგ-მიონი|დეგვალიონგ-მიონში]], ფიონგჩანგის ოლიმპიური პლაზის რაიონში, კურორტ [[ალპენზია|ალპენზიიდან]] ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრში. სტადიონს [[ხუთკუთხედი]]ს ფორმა აქვს და 35 000 მაყურებელს იტევს.
 
აშენებულია 80 000 მ² ფართობის ტერიტორიაზე და ის [[2018]] წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული ბოლო ნაგებობაა. სტადიონის მთლიანი ხარჯი მისი დემონტაჟის შემდეგ 86 მილიარდი [[სამხრეთკორეული ვონი]] (78 მილიონი [[ამერიკული დოლარი|აშშ დოლარი]]) იქნება. სავარაუდო სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 720 მეტრს შეადგენს.
 
სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს ოლიმპიური საგამოფენო დარბაზი, ტრადიციული საკვების ბაზრები და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა, რომელიც მემკვიდრეობის ობიექტების სახლით დარჩება და მედალ-პლაზა რომელიც მედლებით დაჯილდოების ცერემონიებს უმასპინძლებს.
 
==ისტორია==
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატის თავდაპირველ განაცხადში, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ჩატარების ადგილად [[ალპენზიის ტრამპლინიდან ხტომის ცენტრი]] იყო დასახელებული. ეს ვარიანტი [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1994|1994 წლის ზამთრის ოლიმპიადის]] გეგმის მგავსი იყო. თუმცა, [[2012]] წლის ივლისში [[ფიონგჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი|ფიონგჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა]] ჩატარების ადგილის გეგმაში გარკვეული ცვლილებების შესახებ განაცხადა, რამაც ცერემონიების ჰოენგიეში გადატანა გამოიწვია. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საორგანიზაციო საკითხები იყო. მათ არ სურდათ ოლიმპიადის მზადების პროცესში ხელი შეეშალათ ტრანპლინიდან ხტომის ვარჯიშებისათვის.