საბერძნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 100:
საბერძნეთის ჰავა ტიპიურია ხმელთაშუა ზღვისთვის ცხელი, მშრალი ზაფხულით და ზომიერად გრილი,წვიმიანი ზამთრით. [[ზაფხული]] ([[მაისი]] [[ოქტომბერი]]) ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მუდმივი ქარები ქრის, რომლებსაც მოაქვთ ნათელი, მშრალი და ცხელი ამინდი. ზამთარი ციკლონის განვითარების პერიოდი: ჭარბობენ თბილი ხმელთაშუა ზღვიდან მობერილი სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, ამინდი არამდგრადია, ხშირია ხანმოკლე წვიმები. ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ივლისისა +24 °C ჩრდილოეთში და 28 °C სამხრეთში; იანვრისა +4 °C ჩრდილოეთში და +11 °C სამხრეთში. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთში 1400 მმ, აღმოსავლეთში 600 მმ-მდე. ნალექების 80-90 % ცივ პერიოდში მოდის. მთებში კლიმატი ნაკლებ თბილი და უფრო ტენიანია, ნალექებით როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. მაღალმთებზე თოვლი დიდხანს დევს. კ. კრეტა მატერიკიდან დაცილებულია და კლიმატი უფრო თბილია, ამასთან განიცდის აფრიკის თბილი ქარების გავლენას.
 
== მდინარეები და ტბები ==
საბერძნეთის მდინარეები ძირითადად მოკლე, სწრაფი დინების მქონე მთის მდინარეებია, ზამთრის წყალდიდობებით. წყალუხვია საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდინარეები, მათგან აღსანიშნავია: [[მარიცა]], [[სტრუმა]], [[ვარდარი]], [[მესტა]]. დანარჩენ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მდინარეები წყალმარჩხია, ზოგიერთი მათგანი ზაფხულში შრება კიდეც. სიგრძით გამოირჩევიან: [[ალიაკმონი]], რომელიც პინდის მთებში იღებს სათავეს და აღმოსავლეთით [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვისკენ]] მიედინება. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია [[პეონეი]], [[ახელოი]], [[არახტოსი]] და [[ალფეი]].ქვეყანაში ბევრი, მაგრამ მცირე ზომის, ტბაა, უპირატესად ტექტონიკური ან კარსტული წარმოშობის. მათ შორის ყველაზე დიდია ტრიხონიანისის ტბა დასავლეთ საბერძნეთში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საბერძნეთი“-დან