ტრაიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
 
== წყაროები ==
ტრაიანეს, როგორც იმპერატორის რეპუტაციამ ეჭვშეუტანლად გაუძლო დროს. იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მმართველთა შორის, რომელთა ღირსებაც 19 საუკუნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. რომის ყოველ შემდეგ იმპერატორს სენატი ამ სიტყვებით ლოცავდა: „''[[felicior Augusto, melior Traiano]]''“ ({{lang-la|„იყავ [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსზე]] ბედნიერი [და] ტრაიანეზე უკეთესი“}}). შუა საუკუნეების თეოლოგები ტრაიანეს სათნო წარმართად მიიჩნევდნენ. რენესანსის პერიოდში შვილობითი მემკვიდრეობის სისხლისმიერ მემკვიდრეობაზე უპირატესობაზე საუბრისას მაკიაველი ახსენებს თანმიმდევრულ ხუთ კარგ იმპერატორს „ნერვადან [[მარკუს ავრელიუსი|მარკუსამდე]]“.<ref>[[Discourses on Livy]], I, 10, 4</ref> ეს გამოთქმა [[ტროპი|ლიტერატურულ ტროპს]] წარმოადგენს, რომლის გამოყენებითაც მე-18 საუკუნის ისტორიკოსმა ედვარდ გიბონმა პოპულარული გახადა ხუთი კარგი იმპერატორის ცნება, რომელთაგან ტრაიანე მეორე იყო.<ref>{{cite book|title=Idiots guide to the Roman Empire|last=Nelson|first=Eric|year=2002|publisher=Alpha Books|isbn= 0-02-864151-5|pages=207–209}}</ref>
 
რაც შეეხება ანტიკური პერიოდის წერილობით წყაროებს, ტრაიანეს ზეობაზე დაწერილი ჩვენამდე მოღწეული უწყვეტი ნაშრომი არ არსებობს. ტრაიანეს მიერ წარმოებულ დაკიურ ომებზე დაწერილი თხზულება ''Dacica|Commentarii de bellis Dacicis'', რომლსი ავტორადაც თავად იმპერატორს ანდა დაქირავებულ მწერალს მიიჩნევენ, ერთი წინადადების გარდა, მთლიანად დაკარგულია. მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი ტრაიანეს პირადი ექიმის, ტიტოს სტატილიოს კრიტონის თხზულებიდან ''გეთიკა''. მსგავსი ბედი აქვს გაზიარებული არიანეს მიერ დაწერილ ''პართიკას'', 17 თავიან თხზულებას რომან-პართიულ ომებზე.{{sfn|Strobel|2010|p=14}} დიონ კასიუსის ''რომის ისტორიის'' 68-ე წიგნი, რომელიც ძირითადად ბიზანტიური შემოკლებებისა და ეპიტომების სახითაა შემორჩენილი, ტრაიანეს მმართველობის პოლიტიკური ისტორიის მთავარ წყაროს წარმოადგენს.{{sfn|Strobel|2010|p=15}} ხსნებულის გარდა, პლინიუს უმცროსის ''პანეგრიკუსი'' და დიონ ქრიზოსტომელის საჯარო სიტყვები იმპერატორის თანამედროვე საუკეთესოდ შემორჩენილი წყაროებია. ორივე მათგანი გვიანრომაული პერიოდისათვის დამახასიათებელ ფარისევლურ დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რომლებიც იდეალიზებულ მონარქს აღწერდნენ და იმდენადვე განადიდებდნენ ტრაიანეს მმართველობას, რამდენადაც სავსენი იყვნენ იდეოლოგიით რეალური ფაქტების ნაცვლად.{{sfn|Bennett|2001|pages=xii/xiii & 63}} პლინიუსის წერილების მე-10 თავი შეიცავს მის მიმოწერას ტრაიანესთან, რაც საიმპერიო რომაული მმართველობის სხვადასხვა ასპექტს ეხება, მაგრამ ეს მიმოწერა არც პირადი ხასიათისაა და არც გულწრფელი. იგი ოფიციალური წერილების გაცვლაა, რომელშიც პლინიუსის პოზიცია მლიქვნელობას არ სცდება.<ref>Finley Hooper, ''Roman Realities''. Wayne State University Press, 1979, {{ISBN|0-8143-1594-1}}, page 427</ref> დაზუსტებულია, რომ წერილების ტექსტის უმეტესი ნაწილი, რომელიც ამ კოლექციაში ტრაიანეს ხელმოწერით ჩნდება, დაწერილი და/ან შესწორებული იყო ტრაიანეს საიმპერატორო მდივნის, ''ab epistulis''-ის მიერ.<ref>Carlos F. Noreña, "The Social Economy of Pliny's Correspondence with Trajan". ''American Journal of Philology'', 128 (2007) 239–277, page 251</ref> ამდენად, ტრაიანესა და მის მმართველობაზე მსჯელობისას თანამედროვე ისტორიოგრაფია გვერდს ვერ უვლის სპეკულაციებს და იძულებულია მიმართოს არაწერილობით წყაროებს, როგორებიცაა არქეოლოგია და ეპიგრაფიკა.{{sfn|Bennett|2001|p=xiii}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაიანე“-დან