პოლ გოგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 188.121.195.108 ცვლილებების გაუქმება (№3444355)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 30:
== ბიოგრაფია ==
''' '''პოლ ეჟენ ანრი გოგენი 1848 წლის 7 ივნისს დაიბადა პარიზში, ნოტრ დამ დე ლორეტის ქუჩის 52 ნომერში, გაზეთ ,,ნასიონალის" რედაქტორის -კლოვ გოგენის ოჯახში.

===წინაპრები===
გოგენი შემდეგში გამუდმებით ამაყობდა თურმე თავისი სახელოვანი წინაპრებით, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ,,ველური წარმოშობის" ადამიანად სახავდნენ ხოლმე ზოგიერთები, ჰყვარებია გახსენება იმისა, რომ მის ესპანელ პოლკოვნიკ პაპას (დედის მხრიდან), სიმამაცით განთქმულ დონ არიანო ტრისტან და მორკოზოს ცოლად ჰყავდა პერუს ლეგენდარული ვიცე-მეფის ულამაზესი ძმისწული, ხოლო მათი ქალიშვილი-გამოჩენილი სენ-სიმონისტი, დემოკრატიისა და ქალთა ემანსიპაციის მგზნებარე დამცველი ფლორა ტრისტანი, 16 წლისა დაქორწინებულა პარიზში ღვინით მოვაჭრე მდიდარ ბორდოელ შაზალეზე. ბევრ დროს არ გაუვლია, რომ ფლორამ შაზალესთან უშინაარსო მდიდრულ ცხოვრებას თავისი საინტერსო სამწერლო მოღვაწეობა ამჯობინა. ხოლო ხელი რომ არ შეშლოდა ამ მიზნის უკეთ განხორციელებაში, ოჯახი სამუდამოდ მიატოვა (უთუოდ ეს ის ,,გენი" იყო, რომელიც გოგენს თურმე იმ საამაყო ბებიასთან არა მარტო გარეგნულად, არამედ საქციელითაც ამსგავსებდა).

გაცილებით მყარი აღმოჩნდა ოჯახის შექმნის საკითხში ფლორას ქალიშვილი ალინა, რომელმაც სიყვარულით დაუკავშირა თავისი ბედი იმხანად საუკეთესო რეპუტაციის მქონე ლიბერალ ჟურნალისტს, ცნობილი გაზეთის ,,სოციალისტის" პოლიტიკურ რედაქტორს კლოვის გოგენს და მასთან შვილებიც შეეძინა: 1847 წ. გოგონა - ფერნარდა მარსელინა მარი, ერთი წლის შემდეგ კი - ვაჟი - პოლი. შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო კლოვისი იძულებული გამხდარა, საფრანგეთი მიეტოვებინა და პერუში გახიზნულიყო (მისი ვაჟი პოლი მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო), მაგრამ მოულოდნელად გზაში გარდაცვლილა - მას გული აწუხებდა - და უმამოდ დარჩენილი ოჯახი ერთხანს [[პერუ]]ს დედაქალაქ [[ლიმა]]ში ნათესავებს შეჰკედლებია, 1855 წ. კი ორლეანში გადმოსახლებულა.

===ბავშვობა===
პერუში გამგზავრებამდე, რაკი დიდი გზა უნდა გაევლოთ, დედამ ნათლობა დააჩქარა და 1849 წ. 19 ივლისს ნოტრდამ დე ლორეტის ეკლესიაში პატარა პოლი მონათლეს. მამა ნათლობას არ დასწრებია ვოლტერიანული შეხედულებების გამო. ბიჭის ნათლია მისი ორლეანელი პაპა გიიომი იყო. სწორედ ამ დროს ცოლ-ქმარმა გოგენებმა ფლორა ტრისტანის ახლობელ მეგობარს, ენგრის მოწაფეს, სალონის მედალოსანს, მხატვარ ჟიულ ლორას სთხოვეს, პოლის პორტრეტი დაეხატა. ამ პორტრეტზე პატარა პოლი წელამდეა დახატული, შიშველია და ცალი ხელი გულზე უდევს. ბიჭს ცოცხალი, მრგვალი სახე აქვს, ღია ფერის, ოდნავ ჟღალი თმა, ქვეყნიერებას მიმნდობი თვალებით უყურებს (იხ. გალერეა).

პერუდან წამოსული, ორლეანის პანსიონში ჩარიცხული პოლი მეცადინეობებზე დადიოდა, მაგრამ, ჩვეული კალაპოტიდან ამოვარდნილი, იქაურობას ვერ შეეგუა. მანამდე თითქმის მხოლოდ ესპანურად ლაპარაკობდა, ახლა კი ძლივს ესმოდა მასწავლებლების, ამხანაგების, ირგვლივ მყოფთა ლაპარაკი და უცხოელი ეგონა თავი. ამიტომაც პანსიონში წარმატებები არ ჰქონია. სასწავლო საგნებს ძალზე გულგრილად ეკიდებოდა-ოცნებებს იყო აყოლილი. კარგ მოწაფედ არ ითვლებოდა, თუმცა ცუდიც არ ეთქმოდა. მასწავლებლებს საგონებელში აგდებდა ხოლმე ამ მეოცნებე, მონაცრისფრო-მომწვანო თვალებიანი რვა-ცხრა წლის ბიჭის უცნაური ქცევები.

1862 წ. დედას პარიზში მიყავს და დ'ანფერის ქუჩაზე პანსიონში მიაბარებს, ხოლო ორი წლის შემდეგ ისევ ორლეანში აბრუნებს, ამჯერად-კოლეჯში.

===კარიერა და ოჯახი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლ_გოგენი“-დან