დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 185.143.177.80 ცვლილებების გაუქმება (№3443473)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 505:
დავითის ოჯახის შესახებ ცნობები ქართულ წყაროებში მწირადაა შემონახული. ახალგაზრდა უფლისწული ადრეულ ასაკში უნდა დაქორწინებულიყო. მისი პირველი ცოლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წარმოშობით სომეხი ყოფილა.<ref group="კ">უცხოური წყაროები მას რუსუდანს უწოდებენ, ქართულ ისტორიულ ცნობებში ის ხშირად მოიხსენიება როგორც ''სახელით უცნობი სომეხი ქალი''.</ref> დავითს მისგან შეეძინა სამი შვილი: [[დემეტრე I|დემეტრე]], მოგვიანებით საქართველოს მეფე და ორი ქალიშვილი — [[თამარი (დავით აღმაშენებლის ასული)|თამარი]] და კატაჲ. თამარი უფროსი იყო მეფის შვილებს შორის. 1105-1106 წლებში იგი შირვანში გაათხოვეს აფრიდუნ შირვანშაჰის ძე [[მანუჩაჰრ II]]-ზე.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=11}} მეფის მეორე ასული გათხოვილი იყო [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] [[ბიზანტიის იმპერატორების სია|იმპერატორის]], [[ალექსი I კომნენოსი]]ს, უმცროს ვაჟზე — ისააკზე.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=11}}
 
დავით აღმაშენებელს მეორე მეუღლისაგან, ყივჩაყთა მთავრის, [[ათრაქა შარაღანის ძე|ათრაქა შარაღანის ძის]] ასულ [[გურანდუხტი (დავით IV-ის მეუღლე)|გურანდუხტისაგან]], შეეძინა ვაჟი — [[ვახტანგი (დავით აღმაშენებლის ძე)|ვახტანგი]]. გურანდუხტ დედოფალთან დავითს ქალიშვილებიც შესძენია, თუმცა მათი სახელები ცნობილი არ არის. ისინი მეფის ანდერძში მოიხსენიებიან.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=11}} [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დროინდელი ისტორიკოსის თქმით, დავითის ერთი ასული, რომელიც სწორედ გურანდუხტ დედოფლისაგან უნდა შესძენოდა მეფეს, გათხოვილი ყოფილა ოსეთში.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=11}} სიმართლე რომ გითხრათ, დავით აღმაშენებელი ჯეტია 5 - ს ბევრჯერ თამაშობდა და სახლში სმარტ ტელევიზორში იუთუბს უყურებდა.
 
== ტიტულატურა ==