ფრანც შუბერტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
46.49.84.71-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 9:
მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია. მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია. მან დაწერა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიის მუსიკის დარგში. მან შექმნა რომანტიკული სიმღერისა და რომანტიკული სიმფონიის პირველი და სრულყოფილი ნიმუშები. შუბერტს დაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა თითქმის 100 პოეტის (ძირითადად გერმანელების) ტექსტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია [[გოეთე, იოჰან ვოლფგანგ|გოეთეს]] (70-მდე სიმღერა, მ. შ. "ტყის მეფე" და "გრეთხენი ჯარასთან"), [[შილერი, ფრიდრიხ|შილერის]] (40-ზე მეტი, მ. შ. "ქალიშვილის ჩივილი"), [[ჰაინე, ჰაინრიხ|ჰაინეს]] (6, მ. შ. "ორეული"), [[მიულერი, ფრიდრიხ|მიულერის]] (განთქმული ვოკალური ციკლები "მშვენიერი მეწისქვილე ქალი", 1822 და "ზამთრის გზა", 1827) ტექსტებზე შექმნილი სიმღერები. სიმღერების დიდი ნაწილი დაწერილია მარტივი სტროფული ფორმით; ამავე დროს შუბერტმა შექმნა ახალი რთული ტიპის სიმღერა გამჭოლი, უწყვეტი განვითარებით, რომელშიც ვოკალურ მელოდიას (ბოლო პერიოდის სიმღერებში იგი გამდიდრებულია რეჩიტატიული ელემენტებით) მხატვრულ-განზოგადებული მნიშვნელობა ენიჭება. საფორტეპიანო თანხლება უაღრესად გამომსახველია, ზოგჯერ ასახვით-ბგერწერითი ხასიათისა.
 
ნოვატორული მნიშვნელობა ჰქონდა შუბერტის სიმფონიურ შემოქმედებას. მისი 9 სიმფონიიდან გამოირჩევა მე-87, "დაუმთავრებელი" (1822) და მე-9, ე. წ. "დიდი" (1828), რომელთა სახით შექმნა რომანტიკული სიმფონიზმის 2 ნაირსახეობა ― ლირიკულ-დრამატული და გმირულ-ეპიკური. სიმღერებისაგან განსახვავებით შუბერტის სიმფონიური შემოქმედება მოგვიანებით გახდა ცნობილი (მე-9 სიმფონია პირველად შესრულდა 1839, მე-87 კი ― 1865). ჭეშმარიტი აღიარება კი მან მხოლოდ XX საუკუნეში იპოვა.
[[ფაილი:Nussdorferstrasse.jpg|მინი|მარჯვნივ|სახლი, სადაც დაიბადა შუბერტი]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანც_შუბერტი“-დან