გული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
უმარტივესი სახით გულის ფუნქციას ასრულებს სისხლგამტარი სისტემის უბნების პულსაცია. ევოლუციურ პროცესში მოხდა გულის მორფოლოგიური გამოკერძოება და საკუთარი მუსკულატურითა და სარქვლებით აღჭურვა, რამაც უზრუნველყო სისხლის ერთი მიმართულებით დენა (უმაღლესი ჭიები, ფეხსახსრიანები და სხვა). ბოლოს თვით გული გაიყო სისხლის შემკრებ (წინაგული) და გამდენ (პარკუჭი) ნაწილებად ([[მოლუსკები]], [[ხერხემლიანები]]).
 
ლაყუჩებით მსუნთქავ ხერხემლიანებს ([[უყბოები]], [[თევზები]], [[ამფიბიები]]ის ლარვები), რომელთათვისაც დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის ერთი წრე, აქვთ თითო წინაგული და პარჯუჭიპარკუჭი (ორკამერიანი გული), სადაც მხოლოდ ვენური სისხლია. ფილტვებით სუნთქვისას, ე. ი. სისხლის მიმოქცევის მეორე წრის გაჩენისას, გულში არტერიული სისხლიც შედის და გული მარჯვენა (ვენურ) და მარცხენა (არტერიულ) ნახევრად იყოფა.
 
სისხლის მიმოქცევის სისტემა, პირობითად დაყოფილია ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად. ამ უკანასკნელს ეკუთვნის სისხლძარღვები, ხოლო ცენტრალურ ორგანოს გული წარმოადგენს. გული მოთავსებულია წინა შუასაყარში, გულმკერდის IV-VIII მალების დონეზე. მისი 2/3 შუა ხაზის მარცხნივაა. გულის წინა ზედაპირის უმეტესი ნაწილი წარმოდგენილია მარჯვენა პარკუჭით, მისგან მარჯვნივ და ზემოთ მდებარეობს – მარჯვენა წინაგული, მარცხნივ მარცხენა პარკუჭი. უკანა ზედაპირი მარცხენა პარკუჭითაა წარმოდგენილი. გულის ქვედა ნაწილი დიაფრაგმის მყესოვან ნაწილზე დევს და წარმოდგენილია ძირითადად მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა პარკუჭით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გული“-დან