ტრაიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
ბეტიკის ესპანეთის პროვინციაში, ქალაქ [[იტალიკა]]ში (დღევანდელი [[სევილია|სევილიის]] მახლობლად) დაბადებული ტრაიანეს ოჯახი იტალიურ-იბერიული წარმოშობისა იყო და არც პატრიციებს განეკუთვნებოდა. ტრაიანე იმპერატორ [[დომიციანე]]ს მმართველობის პერიოდში აღიზარდა. [[89]] წელს იგი, როგორც ტარაკონის ესპანეთის ლეგატი, იმპერატორს ლუციუს ანტონიუს სატურნინუსის მიერ [[რაინი|რაინზე]] წამოწყებული ამბოხების ჩახშობაში დაეხმარა. [[96]] წელს დომიციანე ტახტზე [[ნერვა|მ]], მოხუცმა და უშვილო სენატორმა შეცვალა, რომელიც არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი ხელისუფლებში ყოფნის ხანმოკლე და ხმაურიანმა წელმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც [[პრეტორიანელები]] აჯანყდნენ. ნერვა აიძულეს შვილად აეყვანა და მემკვიდრედ გამოეცხადებინა მასზე ბევრად პოპულარული ტრაიანე. ნერვა [[98]] წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და შვილობილმა ტახტზე მისი ადგილი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა.
 
როგორც სამოქალაქო ხელმძღვანელი, ტრაიანე ყველაზე კარგად მისი ინტენსიური საჯარო სამშენებლო პროგრამითაა ცნობილი, რომელმაც ახალი სახე შესძინა რომს და ქალაქს უამრავი ისეთი უკვდავი ღირსშესანიშნაობა შესძინა, როგორებიცაა [[ტრაიანეს ფორუმი]], [[ტრაიანეს ბაზარი]] და [[ტრაიანეს სვეტი]]. ზეობის დასაწყისში იმპერატორმა შემოიერთა [[ნაბატეველთა სამეფო]] და მის ადგილას [[ქვიანი არაბეთისარაბეთი]]ს პროვინცია შექმნა. [[დაკია (რომის პროვინცია)|დაკიის]] დაპყრობამ კი მნიშვნელოვნად გაამდიდრა იმპერია, რამდენადაც ახალ პროვინციაში ოქროს მრავალი ძვირფასი მაღარო მდებარეობდა.
 
ტრაიანეს მიერ წარმოებული ომი [[პართია|პართიის იმპერიის]] წინააღმდეგ ამ უკანასკნელის სატახტო ქალაქის, [[ქტესიფონი]]ს აღებითა და სომხეთისა და შუამდინარეთის ანექსიით დამთავრდა. მისმა სამხედრო კამპანიებმა რომის იმპერიის საზღვრები ისტორიულ მაქსიმუმამდე გააფართოვა. 117 წლის მიწურულს ტრაიანე გემით მიემართებოდა რომისაკენ, როდესაც ავად გახდა და ქალაქ სელინუსში ინსულტით გარდაიცვალა. სენატმა ტრაიანე გააღმერთა. მისი ფერფლი კი ტრაიანეს სვეტის ქვეშ დაკრძალეს. საიმპერატორო ტახტი ტრაიანეს შვილობილმა, [[ადრიანე]]მ დაიკავა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაიანე“-დან