ტრაიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
'''მარკუს ულპიუს ტრაიანე''' ({{lang-la|Imperator Caesar Nerva Traianus Divi Nervae filius Augustus}};<ref>ტრაიანეს საიმპერატორო სახელი ითარგმნება, როგორც „მხედართმთავარი კეისარი ნერვა ტრაიანე, ღვთაებრივი ნერვას ძე, იმპერატორი“</ref> დ. [[18 სექტემბერი]], [[53]] — გ. [[8 აგვისტო]], [[117]]) — [[რომის იმპერია|რომის]] [[რომის იმპერატორი|იმპერატორი]] [[98]]-[[117]] წლებში. [[რომის სენატი]]ს მიერ ოფიციალურად ''optimus princeps''-ად („საუკეთესო მმართველი“) გამოცხადებული ტრაიანე ისტორიაში შევიდა, როგორც წარმატებული ჯარისკაცი-იმპერატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა უდიდეს ექსპანსიას რომის ისტორიაში, რის შედეგადაც მისი გარდაცვალებისათვის იმპერიამ თავისი ტერიტორიული გაფართოების მაქსიმუმს მიაღწია. იგი, აგრეთვე, ცნობილია საქველმოქმედო მოღვაწეობითაც. ტრაიანემ განახორციელა ინტენსიური საზოგადოებრივი სამშენებლო პროექტები და დანერგა სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა, რამაც მტკიცე და პატივსაცემი რეპუტაცია მოუპოვა და მეორე ადგილი მიაკუთვნა ხუთი კარგი იმპერატორის რიგში, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროს მშვიდობისა და აყვავების ხანაში განაგებდნენ.
 
ბეტიკის ესპანეთის პროვინციაში, ქალაქ [[იტალიკა]]ში (დღევანდელი [[სევილია|სევილიის]] მახლობლად) დაბადებული ტრაიანეს ოჯახი იტალიურ-იბერიული წარმოშობისა იყო და არც პატრიციებს განეკუთვნებოდა. ტრაიანე იმპერატორ [[დომიციანე]]ს მმართველობის პერიოდში აღიზარდა. [[89]] წელს იგი, როგორც ტარაკონის ესპანეთის ლეგატი, იმპერატორს ლუციუს ანტონიუს სატურნინუსის მიერ [[რაინი|რაინზე]] წამოწყებული ამბოხების ჩახშობაში დაეხმარა. [[96]] წელს დომიციანე ტახტზე [[ნერვა|მ]], მოხუცმა და უშვილო სენატორმა შეცვალა, რომელიც არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი ხელისუფლებში ყოფნის ხანმოკლე და ხმაურიანმა წელმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც [[პრეტორიანელები]] აჯანყდნენ. ნერვა აიძულეს შვილად აეყვანა და მემკვიდრედ გამოეცხადებინა მასზე ბევრად პოპულარული ტრაიანე. ნერვა [[98]] წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და შვილობილმა ტახტზე მისი ადგილი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა.
 
როგორც სამოქალაქო ხელმძღვანელი, ტრაიანე ყველაზე კარგად მისი ინტენსიური საჯარო სამშენებლო პროგრამითაა ცნობილი, რომელმაც ახალი სახე შესძინა რომს და ქალაქს უამრავი ისეთი უკვდავი ღირსშესანიშნაობა შესძინა, როგორებიცაა ტრაიანეს ფორუმი, ტრაიანეს ბაზარი და ტრაიანეს სვეტი. ზეობის დასაწყისში იმპერატორმა შემოიერთა ნაბატეველთა სამეფო და მის ადგილას ქვიანი არაბეთის პროვინცია შექმნა. დაკიის დაპყრობამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა იმპერია, რამდენადაც ახალ პროვინციაში ოქროს მრავალი ძვირფასი მაღარო მდებარეობდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაიანე“-დან