მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
'''გიორგი სიაუშის ძე სააკაძე''', დიდი მოურავი (დ. დაახლ. [[1580]], სოფ. [[ფელი]]<ref>გ. ჯამბურია, გიორგი სააკაძის დაბადების თარიღისათვის, კრ. კავკასიის ხალხთა
ისტორიის საკითხები, გვ. 282-287</ref> — გ. [[3 ოქტომბერი]], [[1629]], [[ალეპო]]) — [[საქართველო]]ს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი.სააკაძის წინაპრები
 
== სააკაძის წინაპრები ==
 
სააკაძის წინაპრები სამეფო [[აზნაური|აზნაურები]] იყვნენ და [[თეძმის ხეობა]]ში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. [[ნოსტე]]. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ [[ერთაწმინდა (კასპის მუნიციპალიტეტი)|ერთაწმინდას]] კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე [[სოფელი]] შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).
ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად [[1590]]-[[1607]] წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა.
 
==geografia==
==ბიოგრაფია==
 
გიორგი სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა [[სპარსული ენა|სპარსული]] და [[თურქული ენა|თურქული]] ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, [[სიმონ I|სიმონ I-თან]] ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. [[1600]]-[[1606]] [[გიორგი X]]-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩნდა [[ლუარსაბ II]]-ის მეფობაში. ამ დროს იგი [[თბილისი]]ს ([[1608]]-იდან), [[ცხინვალი]]სა და [[დვალეთი]]ს მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც.
მტერი [[ტაშისკარი]]ს ბოლოს გავიდა. ახლა საჭირო გახდა, მტკვრის გადალახვა, რათა გზა მოეჭრა ოსმალთათვის, მტკვრის გადალახვა წარმატებით დასრულდა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ, რომლებიც მოვიდნენ ყველა კუთხიდან სააკაძის დამსახურებით. ლუარსაბ მეფე მთლიანად ენდობოდა მოურავს. თათბირზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ ,,მაშინ განზრახითა მოურავისათა შემოუსხნეს მეთოფენი თხრილსა და თვით ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკვეთნენ ფიცხდლად და იქმნა ბრძოლა ძლიერი’’
 
'',,ამ ომსა შინა მხნედ გამოჩნდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი. მისცათ ღმერთმან ძლევა და მოსწყვიტენ ურიცხვი და ივლტვოდნენ თათარნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდან თათართა, განაშიშვლიან და განუტევიან’’'' – [[ვახუშტი ბაგრატიონი]].
 
== წავკისის ტრაგედია ==
ანონიმური მომხმარებელი