გრიგოლ გიორგაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე''' (დ. [[20 ნოემბერი]], [[1879]], [[ქუთაისი]], — გ. [[18 აგვისტო]], [[1937]], [[ყაზახეთი]]) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი.
== ბიოგრაფია ==
1902 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერი სემინარია, 1909 წელს – ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905 წელს შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის [[მენშევიკები|მენშევიკურ]] ფრთას. 1909-10 წლებში ქუთაისში გამოსცემდა გაზეთ „ფონს“. 1917-1918 წლებში იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი, 1918-1919 წლებში – [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] სამხედრო მინისტრი (ამ პოსტზე 1919 წლის მარტში [[ნოე რამიშვილი|ნოე რამიშვილმა]] შეცვალა), 1919-1921 წლებში [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი. ამავე პერიოდში შექმნა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „ახალი სხივი“ და დამფუძნებელ კრებაში ხელმძღვანელობდა სხიველების ფრაქციას. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა დროებით დააპატიმრა. 1922-1937 წლებში ეწეოდა საადვოკატ მოღვაწეობას, იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ურთიერთობების, ახალი და უახლესი ისტორიის, ქართული სამართლის ისტორიის საკითხებს. 1937 რეპრესიების დროს დააპატიმრეს და გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. შემდგომში რეაბილიტირებული იქნა ყაზახეთის და საქართველოს უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტლებით.