თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 137:
[[1810]] წლის დასასრულს თეიმურაზმა გამგზავრების ხარჯი 4500 მანეთის ასიგნაცია მიიღო და [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაემგზავრა. მას თავისი მოგზაურობა აღწერილი აქვს თავის ნაშრომში „მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურღამდის“. თეიმურაზს თან ახლდა პეტრე ლარაძეც. პეტერბურგში მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
 
თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. სანკტ-პეტერბურგში ცხოვრებიდან იწყება მისი ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი. მთელი თავისუფალი დრო ხმარდებოდა საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებას, დამუშავებას და ზოგიერთი სპეციალური წიგნების თარგმნას. 1811 წლიდან 1830 წლამდე უნდა იყოს ნათარგმნი და დაწერილი ყველა ის შრომა, რომელტაცრომელთაც საქართველოს ისტორიასტან ნაკლები კავშირი აქვთ და მეცნიერების ამა თუ იმ დარგს ემსახურებიან. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს [[ბროსე, მარი|მარი ბროსესთან]], რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. [[1838]] წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა [[მარი ბროსე]]მ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“<ref>Д. Бакрадзе — Статьи по истории др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX</ref>.
 
1830 წლიდან ბროსე მჭიდრო კავშირს ამყარებს თეიმურაზ ბატონიშვილთან. გაცნობა ხდება მიმოწერით. 1830 წლით დათარიღებული წერილით უნდა იწყებოდეს თეიმურაზის მიმოწერა ბროსესთან, რადგან ამ მიმოწერით ბატონიშვილი, როგორც ჩანს პირველად აცხადებს სურვილს კორესპოდენტობისა და ამცნობს თავის მისამართსაც.