სამარის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|ფაუნა =
}}
'''სამარის ზღვა''' — კუნძულთშორისი ზღვა [[ფილიპინები|ფილიპინების არქიპელაგში]], რომელიც გაწოლილია ლუსონის ბიკოლის რეგიონსა და აღმოსავლეთ ვისაიას შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება კუნძული სამარა[[სამარი (კუნძული)|სამარი]], სამხრეთით [[ლეიტე]], დასავლეთით [[მასბატე (კუნძული)|მასბატე]], ხოლო ჩრდილოეთით [[ლუსონი]]. მიეკუთვნება [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეს]]. ფართობი 3870 კმ², საშუალო სიღრმე — 200 მ. ჩრდილოეთით სან-ბერნარდინოს სრუტით უერთდება ფილიპინის ზღვას, სამხრეთ-აღმოსავლეთით სან-ხუანიკოს სრუტით ლეიტეს ყურეს, სამხრეთ-დასავლეთით მასბატის სრუტით ვისაიანის ზღვას, ჩრდილო-დასავლეთით ტიკაოს სრუტით სიბუიანის ზღვას. ზღვის აკვატორიის ფარგლებშია მრავალრიცხოვანი კუნძულები, მათ შორის: ალმაგრო, ბილირანი, ტიკაო, ნინა, დარამი და სხვა. ზღვის სამხრეთ ნაწილში განლაგებულია კარიგარის უბე. ზღვის სანაპიროზეა ქალაქები: კალბაოგი, კატბალოგანი, რაიტი, კარიგარა (კუნძული სამარი), კატაინგანი (მასბატი), ნავალი, სან-ხასინტო (ტიკაო).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამარის_ზღვა“-დან