აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
==გეოგრაფია==
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია წარმოადგენს [[მესხეთის ქედი]]ს დასავლეთ ნაწილში შემავალი მთებისა და ხეობების სისტემას, რომელსაც შუაზე კვეთს რეგიონის მთავარი მდინარე-[[აჭარისწყალი]]. დასავლეთიდან მას ესაზღვრება [[შავი ზღვა]]. ზღვის სანაპირო ზონა ზოგან საკმაოდ განიერია და ქმნის პლაჟებს (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი), ხოლო ზოგან უშუალოდ ესაზღვრება მესხეთის ქედის ციცაბო ფერდობებს (მწვანე კონცხი). სანაპირო ზონა მოიცავს დაბლობ რაიონებსა და მთის ფერდობებს 100-200 მ სიმაღლემდე. უფრო აღმოსავლეთით, 200-1000 მ სიმაღლეთა შუალედში, გორაკ-ბორცვიანი რელიეფი იცვლება მთიანი ზონით, რომელიც მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედების ფერდობებზე გადადის მაღალმთიან ზონაში 1 000-2 000 მ და უფრო დიდ სიმაღლეებზე. აჭარის ყველაზე მაღალი მთებია კენჭაული და ხინო, რომლებიც 3 000 მ სიმაღლეს ვერ აღწევს და არ გააჩნია მუდმივი თოვლის საფარი. თუმცა, გოდერძის უღელტეხილზე (2 025 მ) და მაღალი მთების ფერდობებზე თოვლის საფარის ხანგრძლივობა 7-8 თვემდე აღწევს. მთებს აჭარის არ-ის ტერიტორიის 80% უჭირავს, მთისწინეთს - 15%, დაბლობებით კი დაკავებულია რესპუბლიკის ტერიტორიის მხოლოდ 5% (2 900 კმ2).
 
===ტყის რესურსები ===
ტყეებს უკავია რესპუბლიკის ფართობის 65%. ეს მაჩვენებელი გამორჩეულად მაღალია საქართველოს (39,1%), მეზობელი [[თურქეთი]]ს (11%) და მთლიანად მსოფლიოს (27%) შესაბამის მაჩვენებლებთან. ტყის მასივების ყველაზე მეტი წილი მოდის ზღვის დონიდან 1000-2000 მ-ის ფარგლებში და შეადგენს 61 %. ტყით დაფარული ფართობების ნახევარზე მეტი, 55,9% მოდის 31 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე. ტყეების ფართობები შეადგენს 23790,8 ჰა-ს. ტყის მერქნული რესურსი მოიცავს წიწვოვან (ფართობი – 875ჰა) და ფოთლოვან (ფართობი – 22404ჰა) ტყეებს.
 
==ისტორია==