ქობულეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
 
===შიგა წყლები ===
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა და წყაროებით. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: [[კინტრიში (მდინარე)|კინტრიში]], [[ჩაქვისწყალი]], [[ჩოლოქი]]. [[დეხვა]], [[აჭყვა (მდინარე)|აჭყვა]]. ზემო და შუა დინებაში მთის ტიპის მდინარეებია. მდინარეებს ახასიათებს ღრმა და ვიწრო, ზოგან კანიონისებრი ხეობები. მდინარეები შერეული საზრდოობისაა და ძირითადად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ადგილი აქვს წყალდიდობას, წყალმოვარდნა მოსალოდნელია წლის ნებისმიერ სეზონში. ზღვისპირა დიუნების აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჭაობების ზოლი. სოფელ [[ხინო]]ში არის ტბა [[შავი ტბა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|შავი ტბა]], რომლის სიღრმეა 7 მ.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 სოფელში ([[ხალა]], [[შუაღელე]], [[კვირიკე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|კვირიკე]], [[ხუცუბანი]], [[ჩაქვი]], [[ქობულეთი]], [[ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|ჭახათი]], [[ლეღვა]]) გამოვლენილია მინერალური და თერმული წყლები.
 
===ტბები ===
კინტრიშის ნაკრძალში, ხინოს მთის მიდამოებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზეა სარბიელის ტბა, ტბიყელის ტბა ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრზე მდებარეობს. ტბას გააჩნია ოვალური ფორმა, მისი მაქსიმალური სიღრმე 18-20 მეტრს აღწევს. ტბიყელის ტბა ატმოსფერული ნალექებით, გამდნარი თოვლითა და მიწისქვეშა წყლებით იკვებება. ტბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწისქვეშა არხის გავლით ტბიდან გამოედინება 4 წყარო და მათგან იქმნება პატარა მდინარე. ტბაში მცირე რაოდენობით არის წყლის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. მასთან ახლოსაა ასევე ტბიყელისა და სიძერძალის ტბები. სოფელ ხინოში მდებარეობს შავი ტბა, რომლის ფართობი 21 648 კვადრატული მეტრია, მაქსიმალური სიღრმე კი 7 მეტრი
 
== ისტორია ==