მონღოლეთის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ცენტრში რატომ არის ეს?
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Mongolia CIA map.png|მინი|400px|მონღოლეთი და მისი მეზობლები]]
 
'''მონღოლეთის რესპუბლიკა''' (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური [[აზია|აზიის]] აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, [[ნახევრად უდაბნო]]სა და [[უდაბნო]]ს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3,0003000 კმ-ის მანძილზე [[რუსეთი|რუსეთს]] ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით - [[ჩინეთი|ჩინეთს]]. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150კმ150 კმ) ესაზღვრება [[ყაზახეთი|ყაზახეთს]]. მთლიანად [[ტერიტორია]] შეადგენს 1, 564, 116 კვ.კმ-ს, დაახლოებით იმდენს, რასაც [[ალასკა]].
 
[[ფაილი:Altay-Sayan map en.png|მინი|ალთაის მთები]]
 
თითქმის მთელი [[მონღოლეთი]] ზღვის დონიდან 1,0001000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის [[პლატო]]ზეა განლაგებული. დასავლეთით [[ალთაის მთები]]ა, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4,3744374 მ.). მნიშვნელოვანი ქედებია ასევე [[გობის ალთაი]] და [[ხენტეი]]. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს [[ხანგაის მთიანეთი]]. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, [[სელენგა]]სა და [[ტუული]]ს ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[ულან-ბატორი]] ([[ულაანბაატარი]]), მონღოლეთის [[დედაქალაქი]] და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: [[სელენგა]], [[კერულენი]], [[ონონი]], [[ძაბხანი]], [[კობდო]]. ქვეყნის ტერიტორიის 60 %-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია [[ტყესტეპი]]ს ლანდშაფტები. [[ტყე]]ს მონღოლეთის ტერიტორიის 10 %-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის [[ძუძუმწოვარია]]. ყველაზე გავრცელებულია [[მღრღნელები]], გვხვდება კურდღელი [[ტოლაი]], აკლიმატიზებულია [[ონდატრა]]. ტყეებში ბინადრობს [[მგელი]], [[სიასამური]],[[ციყვი]], [[ბურუნდუკი]]. [[ჩლიქოსნები]]დან აღსანიშნავია [[კულანი]], ანტილოპები, [[შველი]], [[მარალი]], [[ხემტეის მთებში]] - [[ლოსი]], [[მუშკი]]. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც ([[ველური აქლემი]], [[პრჟევალსკის ცხენი]], [[გობის დათვი]]) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება.
[[ფაილი:OmnogoviLandscape.jpg|მინი|გობის უდაბნო]]
მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს [[გობის უდაბნო]]. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.
 
==ბუნებრივი რესურსები==
 
მიუხედავად იმისა რომ გობის რეგიონი უმეტესად ქვიაშიან უდაბნოს წარმოადგენს, არსებობს ნახევრად უდაბნო ადგილები, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხვრისთვის, [[აქლემი]]სთვის და [[ცხენი]]სთვის საძოვრად გამოიყენება. ბალახოვანი სტეპი საშუალებას იძლევა გამოიკვებოს 28 მილიონი სული საქონელი. ერდენეტში მოიპოვებენ [[სპილენძი|სპილენძსა]] და [[მოლიბდენი|მოლიბდენს]], აგრეთვე [[ქვანახშირი|ქვანახშირს]]. არსებობს [[ნავთობი]]ს საბადოებიც, რომელიც ათვისებული არაა. ქვეყანაში დიდია [[ფოსფატი]]ს დეპოზიტი, მაგრამ უმეტესი ნაწილი აუთვისებელია გარემოს დაცვითი პრობლემების გამო.
 
Line 16 ⟶ 15:
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/ruwiki/629186 მონღოლეთის გეოგრაფია (რუს.)]
 
[[კატეგორია:გეოგრაფია]]
[[კატეგორია:მონღოლეთი]]
[[კატეგორია:მონღოლეთის გეოგრაფია]]