მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Siege of Acre.jpg|მინი|[[აკო]]ს ალყა იყო პირველი დიდი დაპირისპირება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს]]
'''მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა''' ([[1189]]-[[1192]]) — წამოიწყეს რომის პაპებმა [[გრიგოლ VIII]]-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ) [[კლემენტ III]]-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — [[გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] იმპერატორმა [[ფრიდრიხ I (სრი)|ფრიდრიხ I ბარბაროსამ]], [[საფრანგეთი]]ს მეფე [[ფილიპ II (საფრანგეთი)|ფილიპ II აუგუსტმა]] და ინგლისის მეფე [[რიჩარდ I (ინგლისი)|რიჩარდ I ლომგულმა]]. მისი წინაპირობა გახდა [[სალადინი]]ს მიერ [[1187]] წლის [[2 ოქტომბერი|2 ოქტომბერს]] [[იერუსალიმი]]ს დაპყრობა.
 
== წინაპირობა ==
ხაზი 18:
როდესაც ეს ამბავი პაპ [[ურბან III]]-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცვალა. მის მაგივრად პაპი გახდა გრიგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვაროსნული ომისაკენ მოუწოდა.
 
პაპის მოწოდებას პირველი, გერმანიისსაღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც [[1188]] წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და [[1189]] წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისკენ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით გადაყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და მცირე აზიის გავლით ფეხით გაემართა პალესტინისკენ.
 
ბიზანტიის იმპერატორი [[ისააკ II (ბიზანტია)|ისააკ II]] სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები [[ბოსფორის სრუტე]]ზე. როდესაც ჯვაროსნები [[მცირე აზია]]ში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა, ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის, რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები [[რუმის სასულთნო]]ს დედაქალაქ [[იკონია]]ს მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა [[1190]] წლის [[18 მაისი|18 მაისს]] აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატებიდან მალევე ლაშქარი [[ანტიოქია|ანტიოქიისკენ]] დაიძრა, თუმცა გზაში, [[10 ივნისი|10 ივნისს]], მდინარე [[სალეფი]]ს გადალახვის დროს ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი - ანტიოქიისაკენ დაიძრა.