მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.
 
[[ეგვიპტე]]ში [[1163]] წელს დაწყებული ბრძოლა, [[ფატიმიდები]]ს დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. [[1169]] წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც ევროპაში სალადინის სახელითაა ცნობილი. [[1174]] წელს სალადინი აერთიანებს [[სირია]]ს, [[ეგვიპტე]]სა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იღებს [[აიუბედები]]ს დინასტია.
 
ამავე [[1174]] წელს იერუსალიმის მეფე [[ამალრიკ I (იერუსალიმი)|ამალრიკ I]] კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი [[ბოლდუინ IV (იერუსალიმი)|ბოლდუინ IV]]. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება [[კეთრი]]თ, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც [[1177]] წელს, 16 წლის ასაკში, [[მონჟისარის ბრძოლა]]ში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბოლდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა [[რენო დე შატიიონი]], კაცი, რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას. შატიიონი ძალიან ხშირად ესხმოდა თავს არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
ხაზი 18:
როდესაც ეს ამბავი პაპ [[ურბან III]]-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცვალა. მის მაგივრად პაპი გახდა გრიგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვაროსნული ომისაკენ მოუწოდა.
 
პაპის მოწოდებას პირველი, გერმანელი ერის საღვთო რომისგერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც [[1188]] წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და [[1189]] წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისკენ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით გადაყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და მცირე აზიის გავლით ფეხით გაემართა პალესტინისკენ.
 
ბიზანტიის იმპერატორი [[ისააკ II (ბიზანტია)|ისააკ II]] სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები [[ბოსფორის სრუტე]]ზე. როდესაც ჯვაროსნები [[მცირე აზია]]ში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა, ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის, რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები [[რუმის სასულთნო]]ს დედაქალაქ [[იკონია]]ს მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა [[1190]] წლის [[18 მაისი|18 მაისს]] აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატებიდან მალევე ლაშქარი [[ანტიოქია|ანტიოქიისკენ]] დაიძრა, თუმცა გზაში, [[10 ივნისი|10 ივნისს]], მდინარე [[სალეფი]]ს გადალახვის დროს ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი - ანტიოქიისაკენ დაიძრა.
 
ამასობაში [[1189]] წელს სალადინმა გი დე ლუზინიანი გაათავისუფლა. იგი ჯვაროსანთა პორტ [[ტვიროსი|ტვიროსს]] მიადგა, თუმცა იქ არ შეუშვეს. ამის შემდეგ ალადინისალადინი გი აკრისკენ გაემართა ალყაში მოაქცია ის. ალადინისალადინი დასავლეთიდან ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარს ელოდა.
[[ფაილი:Map Crusader states 1190-ka.png|მინი|300პქ|მარცხნივ|ახლო აღმოსავლეთი მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დასაწყისში]]
მართლაც, [[1189]] წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე [[რიჩარდ I]] და საფრანგეთის მეფე [[ფილიპ II ოგიუსტი]], [[რომის პაპი]]ს თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.