ოსმალეთის იმპერიის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

შინაარსი შეიცვალა '== ოსმალები და საქართველო == * {{ოსმალეთის იმპერიის სულ...'-ით
(შინაარსი შეიცვალა '== ოსმალები და საქართველო == * {{ოსმალეთის იმპერიის სულ...'-ით)
== ოსმალები და საქართველო ==
'''ოსმალეთის იმპერიის ისტორია''' ({{lang-tr|Osmanlı İmparatorluğu tarihi}}, {{lang-ar|تاريخ الدولة العثمانية}}) — იმპერიის ისტორია, რომელიც არსებობდა [[1299]]-[[1923]] წლებში. დააარსდა შუააზიური წარმოშობის მქონე თურქული ტომების მიერ, [[ოსმან I]] გაზის მეთაურობით. სახელმწიფოს მეთაურები დაარსების პირველი წლებიდან აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას ეწეოდნენ და დიდ წარმატებასაც აღწევდნენ.
*
 
[[1453]] წლამდე ოსმალეთის იმპერია მოიხსენიებოდა, როგორც ''ოსმალეთის სასულთნო''. სულთან [[მეჰმედ II]]-ის მიერ [[კონსტანტინოპოლი]]ს აღების შემდგომ, ოსმალეთის სასულთნო [[იმპერია]]დ ჩამოყალიბდა. ამ გამარჯვებამ ოსმალებს გზა გაუხსნა შეჭრილიყვნენ ცენტრალურ ევროპაში. ბიზანტიის ტერიტორიების დაკავების შემდეგ, ოსმალეთი ქრისტიანული სამყაროს უდიდეს საფრთხედ მიიჩნეოდა რამდენიმე საუკუნის მანძილზე.
 
ოსმალეთის იმპერიის წარმატებებს არსებობის საწყის ეტაპზე ხელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უწყობდა. უპირველეს ყოვლისა, მთავარი კონკურენტის, [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] დასუსტება და ამასთან ერთად, სულთნების აქტიური და ენერგიული მოქმედება. ოსმალები კარგად ფლობდნენ იმდროინდელ საბრძოლო ხერხებს, გამოირჩეოდნენ სიმამაცით, რასაც რელიგიური ფანატიზმიც ერთვოდა. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] ბოლოდან მათ ზარბაზნების გამოყენებაც დაიწყეს. დიდებულები მომთაბარე ცხოვრებიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ, თუმცა უბრალო მოსახლეობა კვლავ მომთაბარედ რჩებოდა. ოსმალები ბავშვობიდანვე მეომრებად იზრდებოდნენ. სწავლობდნენ ცხენზე ჯდომასა და იარაღის ხმარებას. სულთნის დასაყრდენი ჯარი — [[იანიჩარი|იანიჩართა კორპუსი]] კი იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი იყო.<ref>მსოფლიოს ისტორია, გვ. 249, „პალიტრა L“, 2016</ref>
 
[[XVI საუკუნე]]ში, [[სულეიმან I]] კანუნის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარებს უმაღლეს მწვერვალს. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში წარმოიქმნა სრულიად [[ცენტრალური ევროპა|ცენტრალური ევროპის]] დაპყრობის საფრთხე. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერია მოიცავდა ანატოლიას, [[ჩრდილოეთ აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკის]] მნიშვნელოვან ნაწილს, [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთს]], სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და [[კავკასია|კავკასიის]] მნიშვნელოვან ნაწილს. სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ, იმპერია განაგრძობდა ექსპანსიას, თუმცა ეს, უფრო მეტად, ინერციით ხდებოდა. გაფართოება ამ პერიოდში იმდენად აღარ შეინიშნება. სულთნების პასიურ ქმედებას თან დაერთო [[ქალთა სულთანატი]], რომელიც სასახლის კარსა და მთლიანად იმპერიაში კონფლიქტების აბსოლუტური უმრავლოსების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამ ყველაფრით ისარგებლეს ევროპის მოწინავე სახელმწიფოებმა. [[1683]] წელს, [[ვენის ალყა (1683)|ვენის ალყის]] უშედეგოდ დასრულება ოსმალებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო მათი განდევნა ევროპიდან, რაც რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაგრძელდა. [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] მარცხის შედეგად კი, ოსმალეთის იმპერია საბოლოოდ დაიშალა.<ref>მსოფლიოს ისტორია, გვ. 249-250, „პალიტრა L“, 2016</ref>
 
== დაარსება ==
[[ფაილი:Osman Gazi.jpg|მარჯვნივ|მინი|170px|[[ოსმან I]].]]
ოსმალები იყვნენ [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა]] დაცემის დროს, [[მცირე აზია]]ში გაჩენილი თურქული ტომები. ოსმალთა პირველი მმართველი, [[ოსმან I]] გაზი, თავდაპირველად [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა]] ვასალი იყო და მას ევალებოდა, რომ დაეცვა [[თურქ-სელჩუკები]] უკვე დაცემის ცანაში მყოფი [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიასაგან]], რომელიც მათთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენდა. შემდეგ ოსმანი, როცა მისი მამა, ერთოღრულ გაზი გარდაიცვალა, თურქთა ურდოების ბეგი გახდა, რომლებმაც მიიღეს მისი სახელი და მოიხსენიებოდნენ „ოსმანებად“. [[1299]] წელს, იგი დამოუკიდებული მმართველო გახდა და სწორედ ამიტომ უწოდებენ ოსმალეთის დამაარსებელსა და მის პირველ სულთანს. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პირველი დედაქალაქი გახდა [[სოღუთი]], რომელიც სასულთნოს დედაქალაქად [[1326]] წლამდე ითვლებოდა, ხოლო შემდეგ იგი [[ბურსა]]მ ჩაანაცვლა. [[1300]] წელს, ოსმალეთის სასულთნო მოიცავდა უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. [[ოსმან I]] გაზის მმართველობიდან იწყება დამპყრობლური პოლიტიკა და ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება, რამაც [[XVI საუკუნე]]ში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.<ref>[http://www.infoplease.com/encyclopedia/history/ottoman-empire-history.html History of the Ottoman empire - the beginning]</ref>
 
== სამეფო დინასტია ==
[[File:Osmanli-nisani.svg|მინი|მარცხნივ|150px|[[ოსმანები]]ს გერბი.]]
[[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] სამეფო დინასტია იყო [[ოსმანები]]. მისი სახელწოდებაც და თავად იმპერიის სახელიც, მომდინარეობს მისი დამაარსებლის, [[ოსმან I]] გაზის სახელიდან. ოსმალეთის 6 საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, სამეფო დინასტია არ შეცვლილა. ოსმანებს ჰყავდათ რამდენიმე გამორჩეული წარმომადგენელი: [[მურად I]], [[ბაიაზიდ I]], [[მეჰმედ II]], [[სელიმ I]], [[სულეიმან I]], [[მურად IV]], [[სელიმ III]] და [[მაჰმუდ II]]. დინასტიას სულ ჰყავდა 36 წარმომადგენელი. პირველი იყო [[ოსმან I]], ხოლო ბოლო წარმომადგენელი იყო [[მეჰმედ VI]]. მას შემდეგ, რაც [[ოსმალეთის იმპერია]] [[თურქეთის რესპუბლიკა]] გახდა, [[1924]] წელს, ოსმანების ყველა წარმომადგენელი ქვეყნიდან იქნა განდევნილი, რომლებიც დაბრუნდნენ თურქეთში და დღევანდელი მათი წარმომადგენელი არის [[ერთოღრულ ოსმან V]].<ref>[http://www.historyofturkey.com/Ottoman/ Ottoman dynasty]</ref>
 
== XIV-XV საუკუნეები ==
[[ოსმან I]] გაზს დაპყრობილი ჰქონდა თითქმის მთელი [[მცირე აზია]]. [[1302]] წელს მან [[ნიკეა]]სთან ახლოს დაამარცხა [[ბიზანტია|ბიზანტიის]] არმია, რითაც მიუახლოვდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. [[1303]] წელს ოსმანმა კიდევ ერთი მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვა ბიზანტიაზე დიმბოს ბრძოლაში. [[1326]] წელს კი [[ბურსა]] და [[ნიკეა]] დაიპყრო.<ref>[http://www.britannica.com/biography/Osman-I Osman I - ottoman empire]</ref> მის შემდეგ ტახტი დაიკავა [[ორჰან I]]-მა.
 
ოსმალეთის მტერი არსებობის პირველ წლებში იყო [[ბიზანტიის იმპერია]], რომელიც ყვეალაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო მისი საზღვრების გაფართოვებასა და განვითარებაში. ამიტომ, ოსმალეთის მმართველებს განზრახული ჰქონდათ აეღოთ მისი დედაქალაქი — [[კონსტანტინოპოლი]], რაც ბიზანტიის რუკიდან გაქრობას გამოიწვევდა.
 
[[ორჰან I]]-ის დროს დაარსდა იანიჩართა პირველი კორპუსი, რომელიც იქცა ოსმალეთის ჯარის მთავარ დასაყრდენ ძალად. [[იანიჩარები]] აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანები და მათ ეკრძალებოდათ დაოჯახება. [[1327]] წელს ოსმალეთში მოჭრეს პირველი ვერცხლის ფული, აქჩე. ორჰანმა ძირითადი ყურადღება მიაპყრო ჩრდილოეთ ანატოლიის დაპყრობას, რომლის დიდი ნაწილიც იმ პერიოდში [[ბიზანტიის იმპერია]]ს ეკუთვნოდა. [[1329]] წელს დაამარცხა ბიზანტიის არმია [[პელეკანონის ბრძოლა]]ში. [[1337]] წელს აიღო [[ნიკომედია]]. ამის შემდეგ, ბიზანტიასთან მშვიდობიანი ურთერთობა დაამყარა. ბიზანტიის ტახტისთვის ბრძოლაში მხარი [[იოანე V პალეოლოგოსი|იოანე V]]-ს დაუჭირა. სანაცვლოდ, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ბიზანტია ოსმალეთს დაეხმარა [[ევროპა]]ში მოწყობილი პირველი ლაშქრობის წარმატებით დასრულებაში — [[გალიპოლი]]ს აღებაში.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/orhan.asp Orhan I - biography]</ref>
 
[[file:Battle_of_Kosovo,_Adam_Stefanović,_1870.jpg|მინი|მარჯვნივ|კოსოვოს ბრძოლა]]
[[მურად I]] ორჰანის ვაჟი იყო. იგი წარმატებით განაგრძობდა დაპყრობით პოლიტიკას — [[1362]] წელს მთლიანად დაიპყრო [[თრაკია]]. [[1365]] წელს [[ადრიანოპოლი]] აიღო და ოსმალეთის დედაქალაქად გამოაცხადა ედირნეს სახელით. [[1366]] წელს ჯვაროსნებმა ამადეუს VI-ის მეთაურობით გალიპოლი აიღეს, მაგრამ მურადმა ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა ქალაქი. [[1371]] წელს გაანადგურა სერბეთის არმია მარიცის ბრძოლაში. მურად I გახდა ოსმალეთის პირველი მმართველი, რომელმაც მიიღო '''სულთნის''' ტიტული [[1383]] წელს. [[1385]] წელს აიღო [[სოფია]]. [[1386]] წელს ოსმალეთის არმია განადგურდა სერბეთის ჯარების წინააღმდეგ, პლოჩნიკის ბრძოლაში. [[1389]] წელს მურადმა [[კოსოვოს ბრძოლა (1389)|კოსოვოს ბრძოლაში]] დაამარცხა სერბი ფეოდალებისა და [[ბოსნიის სამეფო]]ს გაერთიანებულ ძალები. ამ ბრძოლაში გამარჯვების შედეგად ოსმალეთის ხელთ აღმოჩნად [[ბალკანეთი]]ს დიდი ნაწილი. თავად მურადი მოკლულ იქნა იმავე ღამეს, [[მილოშ ობილიჩი]]ს ხელით, რომელიც მალულად შეიპარა მის კარავში. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ბაიაზიდი.<ref>[http://www.allaboutturkey.com/murat1.htm Sultan Murad I]</ref>
 
[[File:Battle_of_Ankara.jpg|მინი|175px|მარცხნივ|[[ანგორის ბრძოლა]]]]
[[ბაიაზიდ I]]-ის დროს ოსმალეთი თავდაპირველად მნიშვნელოვნად გაძლიერდა. [[1389]]-[[1395]] წლებში დაიპყრო ჩრდილოეთ [[საბერძნეთი]]. [[1396]] წელს [[ნიკოპოლის ბრძოლა]]ში დაამარცხა ქრისტიანული ძალები და შემოიერთა [[ბულგარეთი]], ვასალურ სახელმწიფოდ აქცია [[ვლახეთი]]. [[1397]] დაიმორჩილა [[ქარამანი]]. აგრეთვე, დაპყრობილ იქნა [[სერბეთი]], [[თესალია]], [[მაკედონია]]. მის დროს მოეწყო მძარცველური თავდასხმები [[მორეის დესპოტატი|მორეასა]] და [[უნგრეთის სამეფო|უნგრეთზე]]. ბაიაზიდ I-ს რამდენიმეჯერ ჰქონდა [[კონსტანტინოპოლი]]ს აღების მცდელობაც, თუმცა ეს ვერ მოახერხა. უშედეგოდ დასრულდა [[1397]] წელს კონსტანტინოპოლის იერიშით აღების მცდელობაც. რეალურად, ბაიაზიდი მზად იყო ქალაქის დაპყრობისთვის, მაგრამ [[1402]] წელს [[ანგორის ბრძოლა]]ში [[თემურლენგი|თემურლენგთან]] ოსმალეთის არმიის სასტიკმა მარცხმა, 50 წლით გაახანგრძლივა ბიზანტიის არსებობა. თავად სულთანი ტყვედ ჩაუვარდა თემურლენგს და ერთი წლის შემდეგ, ტყვეობაშივე გარდაიცვალა.<ref>[http://www.geni.com/people/Bayezid-I/385217766960003428 bayezid I sultan of the Ottoman empire]</ref>
 
[[File:Benjamin-Constant-The Entry of Mahomet II into Constantinople-1876.jpg|მინი|მარჯვნივ|გამარჯვებული მეჰმედ II-ის შესვლა კონსტანტინოპოლში.]]
ბაიაზიდის გარდაცვალების შემდეგ, ოსმალეთში სრული ანარქია სუფევდა. ოსმალეთი განადგურებული იყო [[თემურლენგი]]ს შემოსევებით. ამას ისიც ემატებოდა, რომ მისმა შვილებმა ოსმალეთი სამ ნაწილად გახლიჩეს. ცოტა ხანში, ტახტისთვის ბრძოლა მეოთხე პრეტენდენტმაც დაიწყო. ძმებს შორის სულთნობისთვის ბრძოლამ 11 წელს გასტანა. საბოლოოდ, გამარჯვება [[მეჰმედ I]]-ს დარჩა.<ref>Kastritsis, Dimitris, ''The Sons of Bayezid: Empire Building and Representation in the Ottoman. Civil War of 1402-1413'</ref>
 
მეჰმედმა მთელი თავისი მმართველობა თემურლენგის შემოსევით დაუძლურებული ოსმალეთის აღდგენას მიუძღვნა. მან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა [[ბიზანტიის იმპერია]]სთან. მალევე აღადგინა ძალაუფლება ანატოლიის ბეილიკებში. [[1416]] წელს ოსმალეთის საზღვაო ფლოტმა პირველი კამპანია განახორციელა [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციის]] ფლოტის წინააღმდეგ, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება [[ოსმალეთ-ვენეციის საზღვაო ხელშეკრულება (1416)|ვენეციასთან]], რაც ოსმალეთისთვის პირველი საზავო ხელშეკრულება იყო. ამის შემდეგ სულთანმა ჩაახშო ბედრედინ მაჰმუდ სიმავის აჯანყება, თავად ბედრედინი კი სიკვდილით დასაჯა. მეჰმედ I [[1421]] წელს გარდაიცვალა.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/mehmetcelebi.asp Mehmet I Celebi]</ref>
 
მეჰმედის შვილმა, [[მურად II]]-მ ტახტზე ასვლიდან მალევე განაახლა ომი ბიზანტიის იმპერიასთან. [[1422]] წელს მან ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს და მხოლოდ მაშინ მოხსნა, როცა ბიზანტიის იმპერატორმა აღიარა ოსმალეთა მიმართ ვასალური დამოკიდებულება. ამის შემდგომ, მურადმა [[ბალკანეთი|ბალკანეთში]] აწარმოა დაპყრობითი ომები. [[1430]] წელს, 5 წლიანი ომის შემდეგ, შემოიერთა კუნძული [[სალონიკი]]. წარმატებას აღწევდა უნგრეთ-სერბეთ-ყარამანის ალიანსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ალიანსის გაფართოების შემდეგ, როცა მას გერმანიის, პოლონეთისა და ალბანეთის ჯარები შეუერთდნენ, ოსმალეთის არმიამ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რამაც [[ნიში]]ს და [[სოფია]]ს დაკარგვა გამოიწვია. თუმცა, [[1444]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]], ოსმალებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს [[ვარნის ბრძოლა]]ში. [[1448]] წელს მურადმა კოსოვოს ველზე გამართულ [[კოსოვოს ბრძოლა (1448)|ბრძოლაში]] სასტიკი მარცხი აგემა მის წინააღმდეგ გაერთიანებულ უნგრეთ-ვლახეთის არმიას. [[1450]] წელს მურად II-მ სცადა [[ალბანეთი]]ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხის, კრუიას აღება, თუმცა უშედეგოდ.<ref>[http://www.britannica.com/biography/Murad-II Murad II — Encyclopædia Britannica]</ref>
 
[[File:Rumeli_hisari.jpg|მინი|200პქ|მარცხნივ|რუმელიჰისარის ციხესიმაგრე]]
[[მურად II]]-ის ვაჟი, [[მეჰმედ II]] [[ოსმანების დინასტია|ოსმანების დინასტიის]] ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად არის მიჩნეული. ზოგი მას ოსმალეთის საუკეთესო სულთნადაც კი თვლის. ტახტზე ასვლისთანავე, მისი მიზნები ცნობილი იყო. მეჰმედს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი [[კონსტანტინოპოლი]]ს დაპყრობა. მან ააგო რუმელიჰისარის ციხესიმაგრე, რითაც ბიზანტიასა და შავ ზღვას შორის კომუნიკაცია მოსპო. [[1453]] წლის [[5 აპრილი|5 აპრილს]] დაიწყო ალყა. საბოლოოდ, [[კონსტანტინოპოლი]] [[29 მაისი|29 მაისს]] დაეცა.<ref>{{cite book | last = Murr Nehme | first = Lina | year = 2003 | title = 1453: The Conquest of Constantinople}}</ref> კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა, ხოლო ბიზანტიამ არსებობა შეწყვიტა. [[1456]] წელს ოსმალებმა ალყა შემოარტყეს [[ბელგრადი|ბელგრადს]], თუმცა უშედეგოდ. მეჰმედის მეთაურობით, ოსმალეთის არმიამ [[1460]] წელს დაიპყრო მორეა, [[1461]] წელს — [[ტრაპიზონის იმპერია]], [[1475]] წელს კი [[ყირიმის სახანო]]. [[1463]]-[[1479]] წლებში მიმდინარეობდა ომი [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციასთან]], რომელიც [[კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1479)|კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით]] დასრულდა. მისი მიხედვით, ოსმალეთის მფლობელობაში გადავიდა ომის დროს დაპყრობილი კ. ევბეა და [[ალბანეთი]]. [[1480]] წელს მეჰმედმა ალყა შემოარტყა [[როდოსი|როდოსს]], მაგრამ ვერ აიღო. მეჰმედ II-ის დროს შედგა ოსმალეთის კანონების პირველი კრებული. გარდაიცვალა [[1481]] წელს.<ref>[http://www.theottomans.org/english/campaigns_army/Mehmed-the-Conqueror.asp Mehmed the Conqueror]</ref>
 
[[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] შესვლისთანავე, მეჰმედ II-მ [[აია-სოფიას ტაძარი|აია-სოფიაში]] მუსლიმანური ლოცვა აღავლინა. შემდეგ, უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ტაძარი, მეჩეთად იქნა გადაკეთებული. აგრეთვე, მეჰმედმა კონსტანტინოპოლში სარაგლიოს კონცხზე ახალი სასახლის აშენება გადაწყვიტა. [[თოფქაფის სასახლე|თოფქაფის სასახლის]] მშენებლობა [[1459]] წელს დაიწყო და [[1465]] წელს დასრულდა. მშენებლობის დასრულებისთანავე, მეჰმედი იქ გადავიდა საცხოვრებლად. თოფქაფის სასახლე ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია [[1853]] წლამდე იყო, ხოლო შემდეგ იგი [[დოლმაბაჰჩის სასახლე]]მ შეცვალა.<ref>Fanny Davis. ''Palace of Topkapi in Istanbul''. 1970.</ref>
 
ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიის ხელში ჩაგდების შედეგად, ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები, რამაც ოსმალეთის ეკონომის საგრძნობლად გაძლიერება გამოიწვია. იმპერია იღებდა უდიდეს შემოსავალს, რაც საშუალებას აძლევდა სტაბილურად შეენახა არმია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯარი ფაქტობრივად ყოველთვის დაკმაყოფილებული იყო, ოსმალეთი თავისი ძლიერების პერიოდში თავიდან ირიდებდა აჯანყებებსა და არეულობებს იმპერიის ტერიტორიაზე.
 
[[ბაიაზიდ II]] სულთან მეჰმედის ვაჟი იყო. მის დროს, [[ოსმალეთის იმპერია]] იბრძოდა [[პოლონეთი|პოლონეთთან]], [[ვენეცია]]სთან, [[ეგვიპტე]]სთან, [[უნგრეთი|უნგრეთსა]] და [[სპარსეთი|სპარსეთთან]]. აღნიშნული ომები არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობდა და ოსმალეთის იმპერიას საგრძნობლად ასუსტებდა. ბაიაზიდი არ აგრძელებდა მამამისის პროევროპულ გზას, სასახლიდან მოაცილებინა [[იტალია|იტალიელ]] ფერმწერთა ნამუშევრები. [[1492]] წელს [[ესპანეთი|ესპანეთიდან]] გამოდევნილი [[ებრაელები]] ოსმალეთის იმპერიამ შეიფარა. ბაიაზიდის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის ფლოტმა განიმტკიცა პოზიციები მდინარე [[დნესტრი|დნესტრსა]] და [[დუნაი]]ზე, რამაც საშუალება მისცა იმპერიას [[ყირიმი|ყირიმში]] თავისი ტერიტორიები გაეფართოებინა. მისი მმართველობის პერიოდში პირველად დამყარდა ურთიერთობა [[რუსეთი|რუსეთთან]]. [[1495]] წელს [[ივანე III]]-ის ელჩები [[სტამბოლი|სტამბოლში]] ჩავიდნენ. მათი მიზანი იყო, რომ ოსმალეთის იმპერიაში სავაჭრო უფლებები მოეპოვებინათ. [[1505]] წელს ოსმალეთის ფლოტი სასტიკად დამარცხდა [[ხმელთაშუა ზღვა]]ში, ვენეციის ფლოტთან. ბაიაზიდ II-მ ომი წამოიწყო ირანთან, მაგრამ მის დასრულებას ვეღარ მოესწრო. [[1481]]-[[1495]] წლებში სულთანს ეგვიპტის დახმარებით ტახტს ედავებოდა ძმა [[ჯემ სულთანი|ჯემი]], რომელიც მისი ბრძანებით მოწამლეს.<ref>[http://www.britannica.com/biography/Bayezid-II Bayezid II]</ref>
 
== XVI საუკუნე – იმპერიის ზენიტი ==
[[ბაიაზიდ II]]-ის მმართველობის ბოლო წლებში მის მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობდა დავა ტახტისთვის. [[1512]] წელს, იგი იძულებული გახდა ტახტი დაეთმო მისი უმცროსი შვილი [[სელიმ I|სელიმისთვის]]. იგი გარდაიცვალა ამავე წელს.
 
სულთან [[სელიმ I]]-ის მმართველობის პერიოდში, აურაცხელი ომებისაგან დასუსტებული ოსმალეთი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ტახტზე ასვლისთანავე, სელიმმა [[ანატოლია]]ში მოაწყო შიიტების ჟლეტა. [[1514]] ჩალდირანის ბრძოლაში ოსმალეთის არმიამ დაამარცხა [[სეფიანთა ირანი|ირანი]]ს არმია [[ისმაილ I]]-ის მეთაურობით. ამ ბრძოლის შედეგად, ოსმალეთმა დაასრულა [[სომხეთი]]ს დაპყრობა და დაიპყრო [[ქურთისტანი]]. [[1515]] წელს სელიმმა ანატოლიის დაპყრობა დაასრულა. აგრეთვე დაიპყრო [[ერაყი]], [[პალესტინა]], [[სირია]] და [[ეგვიპტე]]. მან მიითვისა [[ხალიფა]]ს წოდება, რამაც ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მნიშვნელოვნად აამაღლა მუსლიმანურ სამყაროში. სელიმის ამ დაპყრობების პირდაპირი შედეგი იყო ოსმალეთის ფლოტის გაძლიერება და მის მიერ [[წითელი ზღვა|წითელ ზღვაზე]] კონტროლის დამყარება. ამის შემდეგ დაიწყო [[პორტუგალიის იმპერია]]სა და ოსმალეთს შორის რეგიონში გაბატონებისთვის ბრძოლა. სელიმ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე [[სულეიმან I]] ავიდა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Selim-I Selim I biography]</ref>
 
[[File:EmperorSuleiman.jpg|მინი|მარცხნივ|სულეიმან I]] [[File:Battle of Mohács, Turkish miniature.jpg|მინი|მარჯვნივ|მოჰაჩის ბრძოლა, ოსმალური მინიატურა.]]
[[სულეიმან I]] კანუნი მიჩნეულია [[ოსმანების დინასტია|ოსმანების დინასტიის]] ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. თუმცა, ბევრის აზრით, მასზე უკეთესი სულთანი ოსმალეთს არ ჰყოლია. ის ტახტზე ავიდა [[1520]] წელს. [[1521]] წელს აიღო ბელგრადი. [[1526]] წელს, მოჰაჩის ველზე, უნგრეთის მეფე [[ლაიოშ II]]-ს გაუმართა [[მოჰაჩის ბრძოლა (1526)|მოჰაჩის ბრძოლა]] და დამანგრეველი მარცხი აგემა მას. ამ ბრძოლის შედეგად შემოიერთა [[უნგრეთი]]ს მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავე [[1526]] წელს ოსმალეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმდა ალიანსი [[ჰაბსბურგები]]ს წინააღმდეგ საბრძოლველად. [[1543]] წელს [[ნიცა]] და [[ესტერგომი]] ოსმალეთმა ფრანგული არმიის დახმარებით აიღო. მოჰაჩის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, წარმოიქმნა ოსმალეთა მიერ მთლიანი [[ცენტრალური ევროპა|ცენტრალური ევროპის]] დაპყრობის საფრთხე, რისი მცდელობაც ჰქონდა კიდეც თავად სულეიმანს — [[1529]] წელს ვენის ალყით, ხოლო [[1537]] წელს ვენეციის ლაშქრობით. თუმცა ორივე მათგანი ოსმალთათვის უშედეგოდ დასრულდა. [[1532]] წელს სულეიმან I კიდევ ერთხელ გაემგზავრა [[ვენა|ვენისთვის]] ალყის შემოსარტყმელად, მაგრამ 97 კილომეტრზე ახლოს ქალაქს ვერ მიუახლოვდა.<ref name="Ágoston and Alan Masters583">Ágoston and Alan Masters (2009), p. 583</ref> ამის შემდეგ, [[1533]] წელს ჰაბსბურგებთან დაიდო [[კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1533)|ხელშეკრულება]], რომლის მიხედვითაც [[კარლ V]] უფლებებით მხოლოდ ოსმალეთის დიდ ვეზირს (პრემიერ-მინისტრს) უტოლდებოდა. ამასთან, [[ფერდინანდ I]]-მა ოფიციალურად უარი თქვა უნგრეთის ტახტზე. ამის შემდეგ, დაპყრობილი უნგრეთის ტერიტორიაზე [[1541]] წელს შეიქმნა [[ოსმალეთის უნგრეთი]]. თუმცა, ფერდინანდ I-მა ხელშეკრულება დაარღვია და აიღო ბუდა, მაგრამ ოსმალებმა კვლავ არაერთხელ დაამარცხეს [[ჰაბსბურგები]]ს არმია, [[1543]] წელს აიღეს [[ესტერგომი]]. ამან აიძულა [[კარლ V]] ეთხოვა ზავი. [[1547]] წელს დადებული [[ადრიანოპოლის დროებითი ზავი (1547)|ხელშეკრულებით]] ჰაბსბურგებმა საბოლოოდ აღიარეს ოსმალეთის სრული კონტროლი [[უნგრეთი|უნგრეთზე]].
 
[[1532]]-[[1555]] წლებში სულეიმან I აწარმოებდა კამპანიას [[თამაზ I]]-ის წინააღმდეგ. [[1535]] წელს არმიამ [[პარგელი იბრაჰიმ-ფაშა|იბრაჰიმ-ფაშას]] მეთაურობით, [[ბაღდადი]] აიღო. [[1548]]-[[1549]] წლებში სულეიმანმა დაიპყრო [[თავრიზი]], [[სომხეთი]]ს ნაწილი, [[ვანის პროვინცია|ვანი]] და [[საქართველო]]ს ზოგიერთი ტერიტორია. [[1555]] წლის [[29 მაისი|29 მაისს]] დადებული [[ამასიის ზავი]]ს მიხედვით, ოსმალებმა მიიღეს დასავლეთი საქართველო და დასავლეთი სომხეთი. იმპერიის მფლობელობაში დარჩა [[ერაყი]] და მისი დედაქალაქი [[ბაღდადი]]. სულეიმან I-ის მიერ შემუშავებული კანონებით, დაჩქარდა ოსმალეთის კულტურული განვითარება. მისი მმართველობის დასასრულისთვის, იმპერიის მოსახლეობა დაახლოებით 15 მილიონს შეადგენდა.<ref name="Kinross206">L. Kinross, ''The Ottoman Centuries: The Rise and Fall of the Turkish Empire'', p.206</ref> [[1566]] წლის [[8 სექტემბერი|8 სექტემბერს]], სულეიმანის გარდაცვალებიადან მეორე დღეს ოსმალეთის ჯარებმა [[სიგეტვარი]] დაიკავეს. ტახტზე ავიდა [[სელიმ II]].<ref>[http://www.allaboutturkey.com/suleyman.htm Suleyman the magnificent]</ref>
 
[[File:OttomanJanissariesAndDefendingKnightsOfStJohnSiegeOfRhodes1522.jpg||მინი|მარჯვნივ|როდოსის ალყა]]
სულეიმანის დროს გრძელდებოდა ოსმალეთის საზღვაო ფლოტის გაძლიერება, რომელიც უკვე პრეტენზიას აცხადებდა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვასა]] და [[ინდოეთის ოკეანე]]ზე გაბატონებაზე. [[1522]] წელს ხუთთვიანი ალყის შემდეგ ფლოტმა აიღო კუნძული [[როდოსი]]. [[1529]] წელს დაპყრობილ იქნა [[ალჟირი]], [[1534]] წელს — [[ტუნისი]]. ორივე მათგანი ოსმალებმა ესპანეთის იმპერიის დამარცხების შედეგად დაიკავეს. ვენეციის ლაშქრობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, კაპუდან-ფაშა [[ხაირ ალ-დინ ბარბაროსა]]მ ვენეციის გავლენის ქვეშ მყოფი უამრავი კუნძული დაიპყრო. სწორედ ამიტომ, [[1538]] წელს გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს ჰქონდათ მცდელობა, განედევნათ ოსმალთა ფლოტი ხმელთაშუა ზღვიდან, მაგრამ [[პრევეზის ბრძოლა]] მათთვის აბსოლუტური მარცხით დასრულდა. ოსმალეთისა და საფრანგეთის ფლოტმა [[1543]] წელს აიღო [[ნიცა]], [[1552]] წელს [[პონზას ბრძოლა]]ში დაამარცხეს [[გენუა]]ს ფლოტი. [[1551]] წელს ფლოტმა დაიკავა [[ტრიპოლი]], [[1553]] წელს — [[კორსიკა]], ხოლო [[1558]] წელს — [[ესპანეთი|ესპანეთის]] შემადგენლობაში მყოფი [[ბალეარის კუნძულები]]. [[1560]] წელს გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ფლოტის დამარცხებისა, მაგრამ [[ჯერბას ბრძოლა]]შიც სასტიკად დამარცხდნენ. [[ინდოეთის ოკეანე]]ში წარმოებული კამპანიის შედეგად, ოსმალეთის ფლოტმა [[პორტუგალია]]ს წაართვა აჩეჰი, [[მასკატი]] და [[ადენი]]. იმპერიის ფლოტს [[1565]] წელს [[მალტა|მალტის]] აღების მცდელობაც ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ოსმალები უფრო განიმტკიცებდნენ პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაზე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ქრისტიანული ძალებისთვის. თუმცა, ეს ალყა წარუმატებლად დასრულდა.
 
[[File:Battle_of_Lepanto_1571.jpg|მინი|250px|მარცხნივ|ლეპანტოს ბრძოლა]]
[[სელიმ II]] გახდა ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელსაც ლაშქრობაში არმიას სათავეში არ ჩასდგომია. იმპერიას, ფაქტობრივად, დიდი ვეზირი [[სოკოლუ მეჰმედ-ფაშა]] განაგებდა. სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]]. [[1568]] წელს დადებული [[ადრიანოპოლის ხელშეკრულება (1568)|ადრიანოპოლის ხელშეკრულების]] შედეგად, დასრულდა [[1566]] წელს [[სიგეტვარის ბრძოლა|სიგეტვარის ბრძოლით]] დაწყებული ომი. ზავის მიხედვით, საღვთო რომის იმპერიას დაეკისრა 30,000 დუკატის ხარკის სახით გადახდა. აგრეთვე, ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა [[მოლდოვეთი]] და [[ვლახეთი]]. [[1569]] წელს ასტრახანში მოწყობილი ლაშქრობა, უშედეგოდ დასრულდა. [[1570]] წელს სელიმმა დაიწყო ომი [[ვენეცია]]სთან [[კვიპროსი]]ს დასაპყრობად. [[1571]] წელს ოსმალეთის არმია სასტიკად დამარცხდა [[ლეპანტოს ბრძოლა]]ში. მიუხედავად ამ ბრძოლაში მარცხისა, [[1573]] წელს ოსმალეთმა მაინც დაათმობინა [[ვენეცია]]ს [[კვიპროსი]]. სელიმ II-ის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთმა დაასრულა [[არაბეთი]]ს დაპყრობა. სელიმის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, მურადი ავიდა.<ref>[http://www.allaboutturkey.com/selim2.htm Sultan Selim II - Ottoman Empire]</ref>
 
[[მურად III]] მამის მსგავსად, ნაკლებ იყო დაინტერესებული სახელმწიფო საქმეებით. ძირითადად დროს [[ჰარემი|ჰარემში]] ატარებდა. [[1578]] წელს განაახლა ომი [[ირანი|ირანთან]]. ეს ომი, რომელიც მიმდინარეობდა [[1578]]-[[1590]] წლებში, [[კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1590)|კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით]] დასრულდა. მისი მიხედვით, ირანმა აღიარა ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები კავკასიაში და ოსმალეთმა მიიღო [[დაღესტანი]]. [[1593]] წელს ოსმალეთი ჩაება [[ცამეტწლიანი ომი უნგრეთში|ცამეტწლიან ომში]] საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ. [[1594]] წელს ოსმალეთის არმია სისაკის ბრძოლაში დამარცხდა გაერთიანებული გერმანულ-ხორვატიული არმიის წინააღმდეგ. სულთან მურადის დროს, ოსმალეთში სერიოზულად გაიზარდა მექრთამეობა და კორუფცია, რომელიც თითქმის ცხოვრების წესად ითვლებოდა.<ref>[http://www.allaboutturkey.com/murat3.htm Sultan Murad III]</ref>
 
== XVII-XVIII საუკუნეები – დაცემის ხანა ==
[[მურად III]]-ის შემდეგ ტახტზე ავიდა [[მეჰმედ III]], რომლის მმართველობის პერიოდიდანაც იწყება [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] დაცემის ხანა. იგი იყო ძალიან სისხლისმსმელი და სასტიკი განსაკუთრებით ქრისტიანების მიმართ. გრძელდებოდა ომი ჰაბსბურგებთან. ვლახეთის პრინცმა მიხაილმა დაიკავა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი, მათ შორის [[ჯურჯუ]], ბრეილა, სილისტრა. [[1596]] წელს სულთანი იძულებული გახდა უნგრეთისკენ დაძრულიყო. ოსმალებმა მოიპოვეს გამარჯვება კერესზტესის ბრძოლაში და [[ნადკანიჟა]] აიღეს, თუმცა საკუთარი წარმატება ვეღარ განავითარეს. ავსტრიელებმა მალევე განაახლეს შეტევა და დაიკავეს [[უნგრეთი]]ს ქალაქები [[ვესპრემი]], პაპა და ტატა. მეჰმედის მმართველობის პერიოდში დაიწყო აჯანყებები [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლსა]] და [[ანატოლია]]ში, ამით ისარგებლეს სპარსელებმა. ამ ყველაფრის შედეგად კი, მოიშალა შიდა მმართველობა და ჯარზე კონტროლი.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mehmed-III Mehmed III]</ref>
 
[[File:Blue Mosque.jpg|მინი|მარცხნივ|სულთან აჰმედის მეჩეთი.]]
[[აჰმედ I]]-ის დროს, ოსმალეთმა იწვნია მარცხი ირანის შაჰ [[აბას I (ირანი)|აბას I]]-თან, რომელმაც გაყარა ოსმალები [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი]]დან, რომლებიც დათმობილი იყო ზავით. ოსმალეთმა ვერაფრით მოახერხა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და [[1612]] წელს იძულებული გახდა ეღიარებინა [[აბას I (ირანი)|აბას I]]-ის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები. [[1605]] წელს ოსმალებმა აიღეს ესტერგის ციხე. [[1606]] წელს [[ავსტრია]]სთან დაიდო [[ჟიტვატოროკის ზავი]], რომლის მიხედვითაც ოსმალები უარს ამბობდნენ ხარკზე და [[ჰაბსბურგები]]ს იმპერატორის ტიტულს აღიარებდნენ. ამ ზავით დასრულდა [[ცამეტწლიანი ომი უნგრეთში]]. აჰმედ I-ის დროს ოსმალებმა სასტიკად ჩაახშვეს ჯელალიების აჯანყება, რომელიც ჯერ კიდევ [[სელიმ I]]-ის დროიდან მიმდინარეობდა მცირე შესვენებებით. სულთან აჰმედის ბრძანებით სტამბოლში აიგო [[სულთან აჰმედის მეჩეთი]], ასევე ცნობილია ცისფერი მეჩეთის სახელით, რომელიც მუსლიმანური არქიტექტურის განუმეორებელ შედევრად არის მიჩნეული. სულთან აჰმედი გარდაიცვალა [[1617]] წელს.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/ahmet1.asp Ahmed I - Ottoman]</ref><ref>[http://www.turkeytravelplanner.com/go/Istanbul/Sights/Sultanahmet/BlueMosque.html Blue mosque (Sultan Ahmet Camii)]</ref>
 
[[File:J%C3%B3zef_Brandt,_Bitwa_pod_Chocimiem.jpg|მინი|მარჯვნივ|ხოტინის ბრძოლა]]
აჰმედ I გახდა ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელმაც ტახტზე ასვლის დროს ძმა სიკვდილით არ დასაჯა. გამომდინარე იქიდან, რომ, როცა მბრძანებელს ძმა ეყოლებოდა, ტახტს მუდმივად საფრთხე დაემუქრებოდა, გაჩნდა ახალი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც შეჰზადეებს ეკრძალებოდათ სახელმწიფო საქმეებში ჩარევა და ჰარამხანაში იყვნენ გამოკეტილნი, სპეციალურ გისოსებში ([[კაფესი|კაფესში]]). მათ ეკრძალებოდათ განათლების მიღება. გარეთ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდიოდნენ, თუ სულთნები ხდებოდნენ. სხვა შემთხვევაში კი, სიცოცხლეს გისოსებში ასრულებდნენ. [[1617]] წელს [[მუსტაფა I]]-მა თავისუფლება სულთნად გახდომის გამო მოიპოვა.
 
დიდ ხნიანი პატიმრობის გამო, მუსტაფა სულიერად დაავადებული იყო, ამიტომაც არ შეეძლო იმპერიის მართვა. სწორედ ამიტომ, იგი სამ თვეში ჩამოაგდეს ტახტიდან და მის მაგივრად აიყვანეს აჰმედის 14 წლის ვაჟი, [[ოსმან II]]. მიუხედავად ასაკისა, იგი დამოუკიდებლად მართავდა იმპერიას. მისი ბრძანებით, არმია თავს დაესხა ირანს, თუმცა აბას I-მა მათი გეგმის შესახებ გაიგო და გაანადგურა ოსმალეთა არმია. ამის შემდეგ დაიდო [[სერავის ხელშეკრულება|ხელშეკრულება]], რომელიც [[1612]] წლის ზავის პირობებს იმეორებდა. [[1620]] წელს ოსმანმა დაიწყო ომი [[პოლონეთი|პოლონეთთან]]. ომი ოსმალეთისთვის წარმატებით დაიწყო. ოსმანის სარდლობით, არმიამ [[ცეცორსკის ბრძოლა]]ში გაიმარჯვა, მაგრამ [[1621]] წელს [[ხოტინის ბრძოლა]]ში სასტიკად დამარცხდნენ. დედაქალაქში დაბრუნებულ ოსმანს რამდენიმე რეფორმა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის [[იანიჩრები|იანიჩართა კორპუსის]] მოსპობა, დედაქალაქის აზიაში გადატანა, მაგრამ [[1622]] წელს დაიწყო [[იანიჩარი|იანიჩრების]] აჯანყება. აჯანყებულებმა ოსმანი შეიპყრეს და მოკლეს, ხოლო ტახტზე კვლავ მუსტაფა აიყვანეს. [[1623]] წელს, მუსტაფა მეორე ძმიშვილმა, [[მურად IV]]-მ ჩამოაგდო ტახტიდან და გარდაცვალებამდე შინაპატიმრობაში ამყოფა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mustafa-I Sultan Mustafa I]</ref><ref>[http://www.allaboutturkey.com/osman2.htm Sultan Osman II - Ottoman empire]</ref>
 
გამომდინარე იქიდან, რომ [[მურად IV]] ტახტზე 11 წლის ასაკში ავიდა და იმპერიის მართვა ჯერ არ შეეძლო, მისი მმართველობის პირველ წლებში იმპერიას მისი დედა, [[ქიოსემ სულთანი]] და სასახლის საჭურისები მართავდნენ. აჯანყებები მიმდინარეობდა [[ანატოლია]]ში, [[ლიბანი|ლიბანში]], [[იემენი|იემენში]], [[ბაღდადი|ბაღდადსა]] და [[ყირიმი|ყირიმში]]. ამით ისარგებლა [[აბას I]]-მა და [[1624]] წელს [[ბაღდადი]] და [[ერაყი]]ს არაბული ნაწილი დაიპყრო. იმპერიაში [[ანარქია]] სუფევდა. [[1631]] წელს [[იანიჩრები]] სულთნის სასახლეში შეიჭრნენ. მურადი იძულებული გახდა მათთან დათმობაზე წასულიყო. [[1632]] წლიდან [[მურად IV]]-მ ნელ-ნელა დააღწია თავი დედას და უკიდურესად სასტიკი მეთოდებით იმპერიაზე კონტროლი აღადგინა. მისი ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 25 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მისი ძმებიც. [[სტამბოლი|სტამბოლში]] აკრძალა [[ყავა]] და [[თამბაქო]]. თავად სმის მოყვარულმა [[ალკოჰოლური სასმელები]]ს მიღებაც აკრძალა. [[1634]] წელს მურადმა განაახლა ომი ირანთან. [[1638]] წელს იგი პირადად მეთაურობდა ოსმალეთის არმიას [[ბაღდადი]]ს ალყის დროს, რომელიც საბოლოოდ, ორმოცი დღის შემდეგ დაეცა.<ref>{{Cite book|last=Faroqhi |first=Suraiya |title=The Cambridge History of Turkey: The Later Ottoman Empire, 1603–1839 |publisher=Cambridge University Press |year=2006 |isbn=9780521620956}}
</ref> [[1639]] წელს დადებული [[ზუჰაბის ხელშეკრულება|ზუჰაბის შეთანხმებით]], ოსმალეთმა საბოლოოდ დაიბრუნა ტერიტორიები, რომელნიც [[1624]] წელს ირანის მიერ იყო დაპყრობილი.<ref>Somel, Selçuk Akşin, ''Historical Dictionary of the Ottoman Empire'', (Scarecrow Press Inc., 2003), 306.</ref> ამ ზავმა მურად IV იმპერიაში ძალიან ძლიერ ავტორიტეტად აქცია. მურადი გარდაიცვალა 28 წლის ასაკში.<ref>[http://www.britannica.com/biography/Murad-IV Ottoman sultan Murad IV - biography]</ref>
 
[[File:Battle_of_Vienna_1683_11.PNG|მინი|მარჯვნივ|ვენის ბრძოლა]]
მურადის შემდეგ ტახტზე მისი ძმა, [[იბრაჰიმ I (თურქეთი)|იბრაჰიმ I]] ავიდა. ბიძა მუსტაფას მსგავსად, პატიმრობის გამო ისიც ნახევრადშეშლილი იყო, გამოირჩეოდა სისასტიკით. იმპერია იმართებოდა დიდი ვეზირის, [[ქემანქეშ მუსტაფა-ფაშა]]სა და სულთნის დედის, [[ქიოსემ სულთანი|ქიოსემ სულთნის]] მიერ. [[1642]] წელს მუსტაფა-ფაშამ [[ავსტრია]]სთან მშვიდობა დაამყარა, ამავე წელს მან კაზაკებისგან გაათავისუფლა [[აზოვი]]. მუსტაფამ გაატარა ვალუტის რეფორმა და ცდილობდა ეკონომიკის სტაბილიზიაციას, შეამცირა იანიჩრების რაოდენობა. [[1644]] წელს იბრაჰიმის ბრძანებით მუსტაფა-ფაშა სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ იმპერია [[ანარქია]]ში ჩავარდა. [[1645]] წელს იბრაჰიმ I-მა პოლონეთთან ომი წამოიწყო და კუნძულ [[კრეტა|კრეტის]] ოკუპაცია დაიწყო, მაგრამ თავად ომის დასრულებამდე გარდაიცვალა. იგი იანიჩრებს თითქმის არ უხდიდა ხელფასს, დიდი გადასახადები დაუწესა სასულიერო პირებს. სწორედ ამიტომ, [[1648]] წელს მათ აჯანყება წამოიწყეს და იბრაჰიმი ჯერ ტახტიდან ჩამოაგდეს, შემდგომ კი მოკლეს.<ref>[http://content.time.com/time/specials/packages/article/0,28804,2030145_2030165_2030173,00.html Sultan Ibrahim I]</ref>
 
ტახტზე ავიდა 6 წლის [[მეჰმედ IV]]. მისი მმართველობის პირველ წლებში ინტრიგების ქსელები იხლართებოდა მისი დედისა და ბებიის მიერ, რის შედეგადაც ვენეციელებმა დაამარცხეს ოსმალეთის საზღვაო ფლოტი. სიტუაცია გამოსწორდა მას შემდეგ, რაც [[1656]] წელს დიდი ვეზირის ბეჭედი [[ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა]]ს უბოძეს. ამ მოვლენით ოსმალეთის იმპერიაში [[ქალთა სულთანატი]] დასრულდა, რაც ჯერ კიდევ [[სულეიმან I]]-ის მეუღლის [[ჰიურემ სულთანი|ჰიურემ სულთნის]] დროს იყო დაწყებული. მეჰმედ-ფაშა ხშირად სულთნის მაგივრადაც იღებდა გადაწყვეტილებებს. [[1661]] წელს დიდი ვეზირი მეჰმედის ვაჟი, [[ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა|აჰმედ-ფაშა]] გახდა, რომელიც ინარჩუნებდა სულთანზე გავლენას. [[1669]] წელს დასრულდა იბრაჰიმ I-ის დროს დაწყებული [[კრეტა|კრეტის]] ომი ოსმალთა გამარჯვებით. [[1672]] წელს, თავად მეჰმედის სარდლობით, დაიწყო ომი [[პოლონეთი|პოლონეთთან]]. ომი დასრულდა [[1676]] წელს [[ჟურავნოს ხელშეკრულება|ჟურავნოს ხელშეკრულებით]], რომლის მიხედვითაც ცენტრალური [[უკრაინა|უკრაინის]] ნაწილი და [[პოდოლია]] ოსმალეთის შემადგენლობაში გადავიდა.<ref>*{{Cite book|title = Warfare, State and Society on the Black Sea Steppe, 1500-1700|last = Davies|first = Brian L|publisher = Routledge|year = 2007|isbn = 9780415239851|location = London|pages = |ref = harv|url = https://www.routledge.com/products/9780415239868}}</ref>
 
[[1683]] წელს ოსმალეთის არმია მეჰმედისა და [[ქარა მუსტაფა-ფაშა]]ს მეთაურობით [[ვენა]]ში შეიჭრა. თავდაპირველად, უპირატესობა ოსმალეთა მხარეს იყო, მაგრამ ქალაქი [[იან III სობესკი]]ს არმიამ გადაარჩინა. [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]] გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]] გაიმართა, ოსმალეთის სრული მარცხით დასრულდა.<ref>Stéphane Gaber, ''Et Charles V arrêta la marche des Turcs'', Presses universitaires de Nancy, 1986, ISBN 2-86480-227-9.</ref> ამ მოვლენით [[დიდი თურქული ომი]] დაიწყო. მალევე, მუსტაფა-ფაშა [[ბელგრადი|ბელგრადში]] სიკვდილით დაისაჯა. [[1684]] წელს რომის პაპის ინიციატივით ანტიოსმალური კოალიცია შეიქმნა. [[1686]] წელს ოსმალები დამარცხდნენ მოკავშირეებთან გამართულ [[ბუდის ალყა (1686)|ბუდის ბრძოლაში]]. [[1687]] წელს ოსმალეთის არმია კვლავ განადგურდა [[მოჰაჩი|მოჰაჩთან]] გამართულ [[მოჰაჩის ბრძოლა (1687)|ბრძოლაში]], კვლავ ავსტრიის ჯარებთან. ამავე [[1687]] წელს, მეჰმედ IV ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას უმცროსმა შვილმა, [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა]]მ ჩამოაგდო ტახტიდან და სულთნად სულეიმან II გამოაცხადა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mehmed-IV Mehmed IV Biography]</ref> [[სულეიმან II]]-მ, რამდენიმე უმნიშვნელო რეფორმა გაატარა. ნაკლებად აქცევდა სახელმწიფო მართვის საქმეებს ყურადღებას, ძირითად დროს ლოცვაში ატარებდა. დიდი ვეზირი მუსტაფა-ფაშა იყო და სწორედ მის ხელში იყო მთელი ძალაუფლება სულეიმანის ხასიათის გამო. სულეიმან II-ის სიკვდილის შემდგომ, ტახტი მის ძმას [[აჰმედ II]]-ს ერგო.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/suleyman2.asp Suleiman II - Ottoman]</ref>
 
[[File:Battle_of_Slankamen.jpg|მინი|180px|მარცხნივ|[[სლანკამენის ბრძოლა]]]]
[[აჰმედ II]]-ის მმართველობის დასაწყისში, ოსმალეთის არმია განადგურდა [[სლანკამენის ბრძოლა]]ში, ავსტრიის ჯარებთან. ამ ბრძოლაში მარცხის შედეგად, ოსმალეთმა [[ბელგრადი]] დაკარგა. [[1692]] წელს ჰაბსბურგებმა აიღეს [[რუმინეთი]]ს ქალაქი [[ორადია]]. [[1695]] წელს აჰმედი გარდაიცვალა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Ahmed-II Sultan Ahmed II]</ref> ტახტზე ავიდა [[მუსტაფა II]], [[მეჰმედ IV]]-ის ვაჟი. მისი მმართველობის პერიოდში, [[1697]] წელს, ოსმალები დამარცხდნენ [[ზენტას ბრძოლა]]ში, ჰაბსბურგებთან, რის შედეგადაც მუსტაფა იძულებული გახდა [[1699]] წელს დაედო [[კარლოვიცის ზავი]], რომლის მიხედვითაც ოსმალებმა [[ავსტრია]]ს [[უნგრეთი]], სერბეთის ნაწილი და სხვა ტერიტორიები დაუთმო, ხოლო რუსეთს — [[აზოვი]].<ref>Lord Kinross, ''The Ottoman Centuries'', p. 357.</ref> [[1703]] წელს მუსტაფა ტახტიდან [[აჰმედ III]]-მ ჩამოაგდო.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mustafa-II Mustafa II - Ottoman sultan]</ref>
 
[[აჰმედ III]]-ის მმართველობამ 27 წელს გასტანა. [[1710]] წელს [[შვედეთი]]ს მეფის, [[კარლ XII]]-ის რჩევით განაახლა ომი [[რუსეთი|რუსეთთან]]. ომის დასრულების შემდეგ დაიდო პრუტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ოსმალებმა [[აზოვი]] მიიღეს. [[1714]] წელს დაიწყო ომი [[ვენეცია]]სთან, [[1716]] წელს კი — [[ავსტრია]]სთან. ორივე მათგანი [[1718]] წელს, [[პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებები]]თ დასრულდა. ვენეციასთან ომი ოსმალთათვის წარმატებული გამოდგა, მაგრამ ავსტრიასთან [[ტიმიშოარა]], [[ვლახეთი]]სა და [[ბოსნია|ბოსნიის]] ნაწილი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია დათმეს. [[1718]]-[[1730]] წლები ოსმალეთში არის პერიოდი, რომელიც ''ტიტების ეპოქის'' სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდში დაიწყო ოსმალეთის დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა. [[1730]] წელს, [[იანიჩარი|იანიჩრებმა]] პატრინა ჰალილას მეთაურობით წამოიწყეს აჯანყება. ისინი აპროტესტებდნენ აჰმედის უმოქმედობას ოსმალეთში შემოჭრილ სპარსულ ჯარზე. აჰმედ III ტახტიდან ჩამოაგდეს და მის მაგივრად [[მაჰმუდ I]] აიყვანეს.<ref>[http://www.britannica.com/biography/Ahmed-III Ahmed III]</ref>
 
მაჰმუდს არ მოსწონდა, რომ ქვეყანას რეალურად, პატრინა ჰალილა განაგებდა, სწორედ ამიტომ აჯანყების მოთავე [[1731]] წელს სიკვდილით დასაჯეს. გრძელდებოდა [[ირანი|ირანთან]] ომი, რომელიც [[1746]] წელს დასრულდა სამშვიდობო ზავით. აღნიშნული ზავი იმეორებდა [[1639]] წლის ზავის პირობებს. [[1736]] წელს დაიწყო ომი [[რუსეთი|რუსეთსა]] და [[ავსტრია]]სთან. [[1739]] წელს ოსმალეთის ავსტრიამ აიძულა მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო. დაიდო [[ბელგრადის საზავო ხელშეკრულება]], რომლის მიხედვითაც ოსმალეთმა ავსტრიისგან დაიბრუნა ჩრდილოეთ [[სირია]], [[ბელგრადი]] და მცირე [[ვლახეთი]]. რუსეთთან ომში დამარცხდა ოსმალეთის არმია და მაჰმუდი იძულებული გახდა, აჰმედ III-ის დროს მოპოვებული [[აზოვი]] დაეთმო. მაჰმუდ I-ის მმართველობისას, ფრანგი გრაფის, დე ბონივალის მხრიდან იყო მცდელობა, რომ იმპერიაში გატარებულიყო რეფორმები და მომხდარიყო მისი მოდერნიზაცია, მაგრამ ყველა რეფორმის მცდელობა [[იანიჩრები]]ს წინააღმდეგობას აწყდებოდა.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/mahmud1.asp Mahmud I]</ref>
 
მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა [[ოსმან III]], რომელიც ვერ იტანდა მუსიკასა და ქალებს. მის დროს განუწყვეტლივ იცვლებოდა დიდი ვეზირები. [[1757]] წელს დაემართა ინსულტი და გარდაიცვალა.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/osman3.asp Osman III - Ottoman]</ref>
 
[[მუსტაფა III]] იყო ჭკვიანი მმართველი, თუმცა მას არ შეეძლო შეეჩერებინა ოსმალეთის დაცემის ხანა, რომელიც დაწყებული იყო დიდი ხნის წინ. ყველა რეფორმის გატარების მცდელობა [[იანიჩარი|იანიჩრების]] მღელვარებას იწვევდა. თუმცა მან მაინც მოახერხა არმიაში რამდენიმე რეფორმის გატარება. მუსტაფა ბრძანებით დააარსეს ზღვაოსნობის, მათემატიკისა და მეცნიერების აკადემია. ის უფრხოდა ომს, რადგან იცოდა თავისი არმიის სისუსტის შესახებ, მაგრამ [[1768]] წელს იგი რუსეთის მიერ [[პოლონეთი|პოლონეთში]] განხორციელებულმა კამპანიამ იძულებული გახდა გამოეცხადებინა ომი, რომელშიც სასტიკად დამარცხდა. [[1774]] წელს მუსტაფას გარდაცვალების შემდეგ, ტახტი [[აჰმედ III]]-ის ვაჟს, აბდულჰამიდს ერგო.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mustafa-III Mustafa III - Ottoman Sultan]</ref>
 
[[აბდულჰამიდ I]]-ის მმართველობის დასაწყისში ოსმალეთის არმია დამარცხდა [[კოზლუჯის ბრძოლა]]ში, რის შემდეგაც დაიდო [[ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება]]. ამ ზავით დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის ომი. მისი მიხედვით, ოსმალებმა აღიარეს [[ყირიმის სახანო]]ს დამოუკიდებლობა და რუსეთს შავ ზღვაზე მდებარე რამდენიმე ქალაქი დაუთმეს. [[1783]] წელს რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია და [[ყირიმი]] დაიკავ. ამის გამო, აბდულჰამიდი იძულებული გახდა კვლავ დაეწყო ომი რუსეთთან. ოსმალეთის არმია მზად იყო ომისთვის. [[1787]] წელს ოსმალებმა ომი განაახლეს, მაგრამ მათთვის მოულოდნელად რუსეთის მხარეს აღმოჩნდა [[ავსტრია]]. [[1788]] წელს, რუსებმა [[ოჩაკოვი]] დაიკავეს. აბდულჰამიდი ომის დასრულებას ვერ მოესწრო. იგი [[1789]] წელს დაიღუპა.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/abdulhamid1.asp Abdul hamid I]</ref>
 
აბდულჰამიდის შემდეგ ტახტზე [[სელიმ III]] ავიდა. მისი მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა ომი რუსეთთან. რამდენიმე ბრძოლასა და საომარ კამპანიაში წარუმატებლობის შემდეგ, [[1792]] წელს დაიდო [[იასის საზავო ხელშეკრულება]]. ზავის მიხედვით, ოსმალეთმა [[ყირიმი]] და [[ოჩაკოვი]] დათმო, იმპერიებს შორის საზღვარმა მდინარე [[დნესტრი|დნესტრამდე]] გადაიწია. სელიმ III ეცადა რეფორმების გატარებას, მას ჰქონდა იანიჩართა კორპუსის მოსპობის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. სელიმმა შეიმუშავა გარდაქმნის პროგრამა „ნიზამი ჯედიდ“, მაგრამ როგორც კი ამ პროგრამის განხორციელება დაიწყო, [[იანიჩარი|იანიჩრები]] აჯანყდნენ. [[1807]] წელს სელიმ III ტახტიდან ჩამოაგდეს და შემდეგ მოკლეს. ტახტზე კი [[მუსტაფა IV]] ავიდა.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/selim3.asp Sultan Selim III - Ottoman]</ref>
 
== XIX-XX საუკუნეები – დასასრული ==
[[File:Battle_of_Athos_1807.jpg|მინი|მარჯვნივ|[[ათონის ბრძოლა]]]]
[[მუსტაფა IV]]-ის მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა ომი რუსეთთან, რომელიც [[1806]] წელს იყო დაწყებული. ოსმალებს სურდათ ესარგებლათ იმით, რომ რუსეთს ყურადღება [[ირანი|ირანსა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთთან]] ბრძოლაზე ჰქონდა გადატანილი, მაგრამ [[1807]] წელს ოსმალეთის ფლოტი განადგურდა [[ათონის ბრძოლა]]ში. ამავე წლის [[აგვისტო]]ში დაიდო ზავი, რომლის მიხედვითაც რუსები აგრძელებდნენ [[დუნაის სამთავრო]]ს კონტროლს.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mustafa-IV Mustafa IV - Biography]</ref> [[1808]] წელს მუსტაფა IV ტახტიდან [[მუსტაფა-ფაშა ბაირაქთარი|მუსტაფა-ფაშა ბაირაქთარმა]] ჩამოაგდო. ტახტზე კი [[მაჰმუდ II]] ავიდა.
 
მაჰმუდ II-მ მოსპო იანიჩართა კორპუსი და სამხედრო-ლენური სისტემა. [[1812]] წელს დაიდო [[ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1812)|ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება]], რომლითაც დასრულდა [[1806]] წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომი. ზავის მიხედვით, რუსეთმა ოსმალეთს რამდენიმე ქართული ქალაქი დაუბრუნა, თუმცა [[აფხაზეთი]]ს შენარჩუნება მოახერხა. [[1821]] წელს ირანმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. მათ გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ მხოლოდ დროებით. [[1823]] წელს დადებული [[არზრუმის საზავო ხელშეკრულება (1823)|არზურუმის ხელშეკრულების]] მიხედვით, [[ბაღდადი]] და ვანი ოსმალეთის მფლობელობაში დარჩა. [[1828]] წელს ოსმალეთთან ომი რუსეთმა განაახლა. ეს ომი ოსმალეთისთვის აბსოლუტური მარცხით დასრულდა. [[1829]] წელს [[ედირნე]]ში დადებული [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ხელშეკრულების]] მიხედვით, რუსეთის ხელში გადადიოდა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო. აგრეთვე, [[ნახიჩევანი]]სა და [[ერევანი|ერევნის]] სახანოები. [[1832]] წელს კონსტანტინოპოლში ჩატარდა კონფერენცია, რის შემდეგაც დაიდო [[კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1832)|ხელშეკრულება]], რომლის მიხედვითაც [[დიდი ბრიტანეთი]], [[საფრანგეთი]], [[რუსეთი]] და [[ოსმალეთი]] აღიარებდნენ [[საბერძნეთი]]ს დამოუკიდებლობას. [[1839]] წელს მაჰმუდის გარდაცვალებამდე დაიწყო ოსმალეთის იმპერიის გარდაქმნა (ტანზიმატ). მაჰმუდის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი აბდულმეჯიდმა დაიკავა.<ref>[http://biography.yourdictionary.com/mahmud-ii Mahmud II - Ottoman sultan]</ref><ref>Roderic. H. Davison, Essays in Ottoman and Turkish History, 1774-1923 – The Impact of West, Texas 1990, pp. 115-116.</ref>
 
[[File:Malakhov1.jpg|მინი|მარცხნივ|ყირიმის ალყა.]]
[[აბდულმეჯიდ I]] განაგრძობდა მამის დროს დაწყებულ რეფორმებს. მისი ტახტზე ასვლიდან რამდენიმე დღეში ოსმალეთის არმია დამარცხდა [[ეგვიპტე]]სთან ნეზიბის ბრძოლაში. აბდულმეჯიდის დროს შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის ჰიმნი და დროშა, გაუმჯობესდა ტექნოლოგიები. კანონის მიხედვით, ოსმალეთის ყველა მოქალაქე თანასწორად ითვლებოდა. აღნიშნული რეფორმების მთავარი მიზანი იყო ოსმალეთს მოეპოვებინა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა. [[1840]] წელს დაინერგა პირველი ოსმალური ქაღალდის [[ბანკნოტი|ბანკნოტები]], გაიხსნა პირველი საფოსტო ოფისი და მოხდა საფინანსო სისტემის რეორგანიზაცია. ამავე [[1840]] წელს ხელი მოეწერა ლონდონის კონვენციას. [[1847]]–[[1855]] წლებში, ოსმალეთში გაიხსნა პირველი სატელეგრაფო სადგურები, [[1856]] წელს — [[რკინიგზა|რკინიგზის]] სადგურები და დაარსდა ოსმალეთის ცენტრალური ბანკი. ამავე [[1856]] [[პარიზის საზავო ხელშეკრულება|პარიზის საზავო ხელშეკრულებით]] დასრულდა [[ყირიმის ომი]]. [[1859]] წელს ოსმალეთში გაიხსნა პირველი ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა. [[1861]] წელს აბდულმეჯიდი იძულებული გახდა [[ლიბია]] ავტონომიურად ეღიეარებინა. აბდულმეჯიდ I იყო ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელიც საუბრობდა ფრანგულად. გარდაიცვალა [[1861]] წელს. მის შემდეგ ტახტზე [[მაჰმუდ II]]-ის ვაჟი, [[აბდულაზიზი]] ავიდა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Abdulmecid-I Abdulmecid I]</ref>
 
აბდულმეჯიდის ბრძანებით, [[სტამბოლი|სტამბოლში]] აშენდა [[დოლმაბაჰჩის სასახლე]] და [[1853]] წლიდან სწორედ იგი იქცა ოსმალეთის სულთნების რეზიდენციად, თოფქაფის ნაცვლად. სულთნის მიზანი იყო, რომ მის სასახლეს კონკურენცია გაეწია იმდროინდელი ევროპის ქვეყნების სამეფო რეზიდენციებისათვის.<ref>{{cite book |title=Dolmabahçe Palace |last1=Yücel |first1=İhsan |author2=Sema Öner |year=1989 |publisher=TBMM National Palaces Trust |location=Istanbul |id=ASIN B000GYA5C8}}</ref>
 
[[აბდულაზიზი|აბდულაზიზს]] სურდა რეფორმების გატარება, ეკონომიკის გაძლიერება, მაგრამ იგი არ იყო ამისათვის საკმარისად მტკიცე. აგრეთვე, ქვეყნის მართვაში ხელს უშლიდა ნერვული აშლილობები. მისი მმართველობის პერიოდში, [[1867]] წელს დაეცა [[ბელგრადი]] და მოხდა გამარჯვება [[საბერძნეთი|საბერძნეთზე]]. [[1866]] წელს აგრეთვე მოხდა [[კრეტა]]ს აჯანყება. აბდულაზიზი, როგორც მისი წინამორბედი, ემხრობოდა დასავლეთის კულტურის გავრცელებას იმპერიაში. [[1864]] წელს ოსმალეთში ახალი სახის ადმინისტრაციული დაყოფა შემოიღეს. იმპერია დაიყო პროვინციებად (ვილაიეთებად). [[1868]] წელს შეიქმნა სახელმწიფო საბჭო. აბდულაზიზმა დაამყარა მეგობრული ურთიერთობა [[რუსეთის იმპერია]]სთან. მისი მმართველობის პერიოდში [[ბალკანეთი|ბალკანეთში]] მიმდინარეობდა აჯანყებები. [[1876]] წელს აბდულაზიზი გადააყენეს. ბნელითაა მოცული მისი სიკვდილი ოთხი დღის შემდეგ. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Abdulaziz-Ottoman-sultan Abdulaziz Ottoman sultan]</ref>
 
[[File:Ottoman-Empire-Public-Demo.png|მინი|მარჯვნივ|ახალგაზრდა თურქების რევოლუცია]]
ტახტზე ავიდა [[მურად V]]. მისი მმართველობა მხოლოდ 93 დღეს გაგრძელდა. მურადი აპირებდა გაეგრძელებინა რეფორმები, მაგრამ მოულოდნელად, იგი შეშლილად გამოაცხადეს და ციხეში ჩასვეს.<ref>[http://www.britannica.com/biography/Murad-V Murad V - biography]</ref> [[1871]] წლის [[27 აპრილი|27 აპრილს]] სულთანი გახდა [[აბდულჰამიდ II]]. მისი მმართველობის დასაწყისში, ოსმალებმა ჩაახშვეს ბულგარეთში მიმდინარე აჯანყება. ამას მოჰყვა წარმატებები [[სერბეთი|სერბეთსა]] და [[ჩერნოგორია]]სთან, რამაც დასავლეთისა და [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] აღშფოთება გამოიწვია. [[1876]] წელს აბდულჰამიდმა პირველი კონსტიტუცია გამოაქვეყნა. [[1877]] წლის მარტში პარლამენტი მოიწვიეს. აბდულჰამიდმა მალევე დაშალა პარლამენტი და [[1878]] წელს კონსტიტუციური მონარქია კვლავ აბსოლუტურმა შეცვალა. აბდულჰამიდის მმართველობის პერიოდში, [[1881]] წელს საფრანგეთმა [[ტუნისი]] დაიკავა, რასაც მოჰყვა [[1882]] წელს ბრიტანეთის მიერ [[ეგვიპტე]] დაკავება. ამის შემდეგ, აბდულჰამიდმა მხარდაჭერა გერმანიას გამოუცხადა. სწორედ გერმანიის ჩარევით დასრულდა ოსმალეთ-საბერძნეთის ომი [[1897]] წელს. აბდულჰამიდ II-ის დესპოტური მმართველობის მიმართ უკმაყოფილება მატულობდა. [[1908]] წელს [[ახალგაზრდა თურქების რევოლუცია|ახალგაზრდა თურქების რევოლუციის]] შედეგად, იმპერიაში [[1876]] წლის კონსტიტუცია დააბრუნეს, სულთანს უფლებები შეეზღუდა. აბდულჰამიდ II რევოლუციიდან მალევე, [[1909]] წელს გადააყენეს.<ref>[http://www.newworldencyclopedia.org/entry/Abdul_Hamid_II Abdul Hamid II - Sultan of the Ottoman Empire]</ref><ref>{{Citation | first = M Şükrü | last = Hanioğlu | title = Preparation for a Revolution: The Young Turks, 1902–1908}}</ref>
 
იგი შეცვალა [[მეჰმედ V]]-მ, რომელსაც რეალურად, ძალაუფლება არ ჰქონდა. იმპერია იმართებოდა ახალგაზრდა თურქების ლიდერების მიერ, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „სამი ფაშა“ ([[თალაათ-ფაშა]], [[აჰმედ ჯემალ-ფაშა|ჯემალ-ფაშა]] და [[ენვერ-ფაშა]]). [[ბალკანეთის პირველი ომი]]ს შედეგად, ოსმალეთმა დაკარგა ფაქტობრივად ყველა სამფლობელო [[ევროპა]]ში. იმპერიის კონტროლის ქვეშ [[ევროპა]]ში მხოლოდ [[კონსტანტინოპოლი]] და აღმოსავლეთ [[თრაკია|თრაკიის]] ნაწილი რჩებოდა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mehmed-V Sultan Mehmed V]</ref>
 
=== [[პირველი მსოფლიო ომი]]ს წვლილი ოსმალეთის დაშლაში ===
[[File:Turkish_trenches_at_Gallipoli.jpg|მინი|230px|მარცხნივ|[[მუსტაფა ქემალი]] გალიპოლის კამპანიის დროს, [[1915]] წელი]]
ოსმალეთის იმპერიის დაშლაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა პირველმა მსოფლიო ომმა, რომლის შედეგადაც [[ოსმალეთის იმპერია]]მ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ჩრდილოეთ აფრიკაზე და მის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ და მხოლოდ [[ანატოლია]]. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიის ჯარი ძლიერ იყო დასუსტებული და ამხელა ომისათვის მზად არ იყო. მაგრამ [[ოსმალეთის იმპერია]] პირველ მსოფლიო ომში [[1915]] წელს ჩაერთო, [[სომხეთი|სომხეთზე]] შეტევით. ისინი აღმოსავლეთის ფრონტზე [[გერმანია|გერმანიის]] მხარეს იჭერდნენ. იმპერიის ძირითადი მიზნები ამ ომში [[შავი ზღვა|შავი ზღვისა]] და [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] აუზზე კონტროლის დაწესება და კავკასიაში პოზიციების გამაგრება იყო.<ref>[http://www.slideboom.com/presentations/692238/პირველი-მსოფლიო-ომი]</ref>
 
[[File:Landing_at_Gallipoli_(13901951593).jpg|მინი|280პქ|მარჯვნივ|გალიპოლიზე განხორციელებული შეტევა, [[1915]] წლის აპრილი]]
[[1915]] წლის დასაწყისში, [[უინსტონ ჩერჩილი]] გამოვიდა ინიციატივით, რომ ინგლისსა და საფრანგეთს [[კონსტანტინოპოლი]]ს ოკუპაცია მოეხდინათ. გადაწყდა, რომ გადაესხათ დესანტი [[დარდანელის სრუტე]]ში, მოეხდინათ ჯარების კონცენტრირება და შეეტიათ კონსტანტინოპოლისთვის. მოკავშირეთა ძალებს დაახლოებით 489 000 ჯარისკაცი ჰყავდა, ხოლო ოსმალეთს იმპერიას — 315 000. პირველი შეტევა მოკავშირეთა მიერ [[19 თებერვალი|19 თებერვალს]] განხორციელდა, მაგრამ ოსმალებს მნიშნველოვანი დანაკარგი არ განუცდიათ. [[18 მარტი]]ს შეტევაც მოკავშირეთა აბსოლუტური მარცხით დასრულდა. ამის შემდეგ მათ ჯარები გადასხეს [[გელიბოლუს ნახევარკუნძული|გალიპოლზე]], მაგრამ [[25 აპრილი]]ს შეტევაც უშედეგოდ დასრულდა. [[1915]] წლის [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]] ბრიტანეთმა ბრძანება გასცა ჯარის ევაკუაციის შესახებ. ეს უშედეგო კამპანია [[გალიპოლის ბრძოლა|გალიპოლის ბრძოლის]] სახელითაა ცნობილი. დაკარგულ მეომართა რაოდენობა ორივე მხრიდან ძალიან მაღალი, თითოეულიდან დაახლოებით 250 000 იყო. სწორედ გალიპოლის კამპანიაში გამოიჩინა თავი პირველად მუსტაფა ქემალმა, რომელსაც მნიშნველოვანი წვლილი შეიტანა მოკავშირეთა დამარცხებაში.<ref>მსოფლიოს ისტორია, გვ. 346, „პალიტრა L“, 2016</ref><ref>{{cite book |title=Military Operations Gallipoli: May 1915 to the Evacuation |last=Aspinall-Oglander |first=Cecil Faber |publisher=Heinemann |year=1992 |edition=Imperial War Museum and Battery Press |series=History of the Great War Based on Official Documents by Direction of the Historical Section of the Committee of Imperial Defence |volume=II |location=London |orig-year=1932 |isbn=978-0-89839-175-6 |ref=harv}}</ref><ref>* {{cite book |title=World War I: An Outline History |last=Baldwin |first=Hanson |publisher=Hutchinson |year=1962 |location=London |ref=harv}}</ref>
 
ამასობაში, სომხეთზე განხორციელები შეტევა უშედეგო აღმოჩნდა. რუსებმა ოსმალეთის არმიას უკან დაახევინეს. [[1916]] წლის [[იანვარი|იანვარში]] რუსებმა შეტევა განახორციელეს [[სომხეთი]]ს ოსმალურ ნაწილზე და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწიეს — დაიკავეს რა ქალაქები [[ერზურუმი]] და [[ტრაპეზუნდი]]. ოსმალეთის არმიამ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლა ვერ მოახერხა.
 
გალიპოლის კამპანიაში წარმატების შემდეგ, მსოფლიო ომში ოსმალთა მხარეს ჩაერთო [[ბულგარეთი]]. ოსმალები განაგრძობდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს ბრიტანეთის წინააღმდეგ. [[1916]] წლის [[29 აპრილი|29 აპრილს]] მათ აიღეს [[ერაყი]]ს ქალაქი [[ელ-კუთი]], რომელიც იქამდე ბრიტანეთის იმპერიის ხელში იყო. მაგრამ [[1917]] წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ოსმალეთის იმპერიის ქალაქ [[ბაღდადი|ბაღდადში]] შეაბიჯეს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა. წლის ბოლოს მათ აგრეთვე დაიკავეს [[იერუსალიმი]] და ოსმალები იძულებულნი იყვნენ, იქიდან ჯარების ევაკუაცია მოეხდინათ. ინგლისელმა ოფიცერმა [[თომას ლოურენსი|თომას ლოურენსმა]] მიაღწია არაბების აჯანყებას ოსმალური მმართველობის წინააღმდეგ. ოსმალეთის მოკავშირე [[ბულგარეთი|ბულგარეთმაც]] კაპიტულაცია გამოაცხადა. ბრიტანეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახდა. [[1918]] წლის [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]] [[ოსმალეთის იმპერია]]მ კაპიტულაცია გამოაცხადა.<ref>{{cite book |first=Edward J. |last=Erickson |title=Ordered to Die: A History of the Ottoman Army in the First World War |location=Westport, CT}}</ref><ref>{{cite book |first=Marian|last=Kent |title=The Great Powers and the End of the Ottoman Empire}}</ref>
 
პირველ მსოფლიო ომში დამარცხების პირდაპირი შედეგი იყო ოსმალეთის დაშლა. ომის დასრულების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნება შეიმუშავეს გეგმა ოსმალეთის დანაწილებისა. [[1918]] წლის ბოლოს [[ინგლისი]]ს, [[საფრანგეთი]]ს, [[იტალია|იტალიისა]] და [[საბერძნეთი]]ს გაერთიანებულმა ძალებმა [[კონსტანტინოპოლი]]ს ოკუპაცია დაიწყეს.<ref>Nur Bilge CRISS, "Constantinople under Allied Occupation 1918–1923"</ref> თუმცა, საბოლოოდ ევროპული ქვეყნების გეგმის განხორციელებას ხელი [[მუსტაფა ქემალი|მუსტაფა ქემალმა]] და მისმა თანამოაზრეებმა შეუშალეს.
 
=== სომხების გენოციდი ===
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, [[1915]] წელს, როცა [[რუსეთის იმპერია]] განაგრძობდა აღმოსავლეთ ანატოლიაში დამპყრობლურ კამპანიებს, მათი არმიის მხარეს აღმოჩნდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომეხთა ნაწილი. ამის გამო, ოსმალებმა შურისძიება გადაწყვიტეს. რეალურად, ეს ოსმალთათვის მხოლოდ საბაბი იყო. სომხების განადგურების გადაწყვეტილება მათ [[1909]] წლიდან ჰქონდათ მიღებული. სომხების დახოცვის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდა თურქი მმართველები და მათ შორის ყველაზე მთავარი „სამი ფაშა“. ოსმალებმა დაიწყეს ეთნიკური სომხების დაკავება. განსაკუთრებით, ოსმალეთ-რუსეთის ფრონტის სიახლოვეს მყოფ პროვინციებში მოსახლე სომხებისა. [[1915]] წლის [[24 აპრილი|24 აპრილს]] დაიწყო სომხების ჟლეტა, რამაც [[1918]] წლამდე გასტანა. ამ მოვლენას მომავალში [[სომხების გენოციდი]] ეწოდა და იგი მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა აღიარა.<ref>Balakian, Peter. ''The Burning Tigris: The Armenian Genocide and America's Response''. New York: Perennial, 2003. ISBN 0-06-019840-0</ref><ref>{{cite journal | last1 = Walker | first1 = Christopher J | authorlink = Christopher J. Walker | title = World War I and the Armenian Genocide | url = | journal = The Armenian People from Ancient to Modern Times | volume = II | pages = 239–273 }}</ref><ref>Akcam. ''A Shameful Act'', pp. 109–204.</ref> აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრებმა სომხებმა მიატოვეს წინაპართა ნასახლარები და გადასახლდნენ იმპერიის სამხრეთში მდებარე პროვინციებში, [[სირია]]სა და [[მესოპოტამია]]ში.
 
დაზუსტებით უცნობია, თუ რამდენი სომეხი შეეწირა ოსმალთა „შურისძიებას“. თანამედროვე თურქი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაიღუპა 300,000 სომეხი. შედარებით ადრეული დროის დასავლელი მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ გენოციდს დაახლოებით 600,000 სომეხი ემსხვერპლა.<ref>Toynbee, Arnold J., ''The Treatment of Armenians in the Ottoman Empire 1915–16: Documents presented to Viscount Grey of Fallodon, Secretary of State for Foreign Affairs By Viscount Bryce''. New York and London: G. P. Putnam's Sons, for His Majesty's Stationery Office, London, 1916, p. 650.</ref> ხოლო თანამედროვე დასავლელი და სომეხი მეცნიერების მტკიცებით, დაიხოცა 1,5 მილიონამდე სომეხი.<ref>Charny, Israel et al. [[s:A Letter from The International Association of Genocide Scholars|A Letter from The International Association of Genocide Scholars]]. International Association of Genocide Scholars. 13 June 2005. Retrieved 12 September 2009.</ref><ref>See Marashlian, Levon. ''Politics and Demography: Armenians, Turks, and Kurds in the Ottoman Empire''. Cambridge, Massachusetts: Zoryan Institute, 1991.</ref><ref>Totten, Samuel, Paul Robert Bartrop, Steven L. Jacobs (eds.) ''Dictionary of Genocide''. Greenwood Publishing Group, 2008, p. 19. ISBN 0-313-34642-9.</ref><ref>Noël, Lise. ''Intolerance: A General Survey''. Arnold Bennett, 1994, ISBN 0-7735-1187-3, p. 101.</ref><ref>Schaefer, T (ed.). ''Encyclopedia of Race, Ethnicity, and Society''. Los Angeles: SAGE Publications, 2008, p. 90.</ref><ref>The criminal law of genocide: international, comparative and contextual aspects, by Ralph J. Henham, Paul Behrens, 2007, p. 17</ref>
 
=== იმპერიის უკანასკნელი წლები ===
[[File:Sultanvahideddin.jpg|მინი|მარცხნივ|[[მეჰმედ VI]] ტოვებს ქვეყანას.]]
[[ფაილი:Territorial changes of the Ottoman Empire 1923.jpg|მინი|მარჯვნივ|თურქეთის რესპუბლიკა [[1923]] წელს.]]
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დასრულების შემდეგ, ოსმალეთის ტახტი დაიკავა [[მეჰმედ VI]]-მ, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა და მისი ყოფნა-არ ყოფნა მხოლოდ სიმბოლური საკითხი იყო, თანაც ოსმალეთის იმპერია თითქმის გამქრალი იყო რუკიდან.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mehmed-VI Mehmed VI - Last sultan of the Ottoman Empire]</ref> [[1919]] წელს [[პარიზის მშვიდობის კონფერენცია]]ზე ოსმალეთის პირველ დელეგაციას სათავეში [[აჰმეთ თევფიქ-ფაშა]] ედგა. დელეგაციამ უარი განაცხადა ხელშეკრულების პირობების მიღებაზე, თუმცა [[1920]] წელს [[დამატი ფერიდ-ფაშა|ფერიდ-ფაშამ]] ხელი მოაწერა [[სევრის ხელშეკრულება]]ს, რომელიც ოსმალეთის დაშლას და ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, მაგრამ აღნიშნული გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა მუსტაფა ქემალის მიერ დაარსებულმა თურქეთის ეროვნულმა კონგრესმა. [[1922]] წელს, ტახტიდან [[მეჰმედ VI]] გადააყენეს. [[1923]] წელს დასრულდა [[თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის]] და შეიქმნა [[თურქეთის რესპუბლიკა]]. პირველი პრეზიდენტი [[მუსტაფა ქემალი]] გახდა. შემდეგში კი, მუსტაფა ქემალმა მეჰმედ VI და [[ოსმანები]]ს დინასტიის ყველა წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა. ასე დასრულდა ოსმალეთის 624 წლიანი არსებობა.<ref>[http://genia.ge/?p=25083 მუსტაფა ქემალ ათათურქი]</ref>
 
თანამედროვე ისტორიოგრაფია ოსმალეთის იმპერიას მოიხსენიებს, როგორც [[შუა საუკუნეები]]ს ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს იმპერიას. ზოგის აზრით, [[XVI საუკუნე]]სა და [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დასაწყისში, მასზე ძლიერი იმპერია არ არსებობდა. [[სულეიმან I]]-ის მმართველობის პერიოდი ოსმალეთის იმპერიის უმაღლეს მწვერვლად არის მიჩნეული. ოსმალეთის იმპერიას თვლიან ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრედ, რომლის დანგრევასა და დასუსტებას, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ერთიანი ძალებით ცდილობდა მთელი [[ევროპა]] და [[რუსეთი]]. თვლიან, რომ ოსმალეთი თავისი მწვერვალის პერიოდში, იყო ტრადიციულ მტერ, [[ირანი|ირანზე]] ძლიერი და მას თითქმის ყოველთვის ამარცხებდა. თუმცა ის [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლებიდან თითქმის აღარ დაუმარცხებია. ოსმალეთი მიჩნეულია, როგორც ჩვეულებრივი იმპერია, რომელიც იწყებს მცირედით, ვითარდება და შემდეგ ეწყება დაცემის ხანა. საბოლოოდ კი რუკიდან ქრება.
 
== ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქები ==
* [[სოღუთი]] ([[1299]]-[[1326]])
* [[ბურსა]] ([[1326]]-[[1365]])
* [[ედირნე]] ([[1365]]-[[1453]])
* [[კონსტანტინოპოლი]] ([[1453]]-[[1922]])
 
== გალერია ==
<gallery mode=packed heights="120px">
Territorial_changes_of_the_Ottoman_Empire_1300.jpg|ოსმალეთის იმპერია თავდაპირველად.
Territorial_changes_of_the_Ottoman_Empire_1481.jpg|ოსმალეთის იმპერია [[მეჰმედ II]]-ის დროს.
Territorial_changes_of_the_Ottoman_Empire_1566.jpg|ოსმალეთის იმპერია [[სულეიმან I]]-ის დროს.
Territorial_changes_of_the_Ottoman_Empire_1683.jpg|ოსმალეთის იმპერია [[1683]] წელს.
Territorial_changes_of_the_Ottoman_Empire_1774.jpg|ოსმალეთის იმპერია [[1774]] წელს.
Territorial_changes_of_the_Ottoman_Empire_1798.jpg|ოსმალეთის იმპერია [[1798]] წელს.
Territorial_changes_of_the_Ottoman_Empire_1878.jpg|ოსმალეთის იმპერია [[1878]] წელს.
Territorial_changes_of_the_Ottoman_Empire_1920.jpg|ოსმალეთის იმპერია [[1920]] წელს.
</gallery>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ოსმანები]]
* [[ოსმალეთის იმპერია]]
* [[კონსტანტინოპოლის დაცემა]]
* [[მოჰაჩის ბრძოლა (1526)]]
* [[სულთან აჰმედის მეჩეთი]]
* [[პირველი მსოფლიო ომი]]
* [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]]
 
== ლიტერატურა ==
*Barkey, Karen. ''Empire of Difference: The Ottomans in Comparative Perspective.'' (2008) 357pp [http://www.amazon.com/Empire-Difference-Ottomans-Comparative-Perspective/dp/0521715334/ref=sr_1_7?ie=UTF8&s=books&qid=1240307430&sr=1-7 Amazon.com], excerpt and text search
*Finkel, Caroline. ''Osman's Dream: The Story of the Ottoman Empire, 1300–1923''. John Murray, 2005. ISBN 0-7195-5513-2. [http://www.amazon.com/Osmans-Dream-History-Ottoman-Empire/dp/0465023967/ excerpt and text search]
*Goodwin, Jason. ''Lords of the Horizons: A History of the Ottoman Empire'' (2003) [http://www.amazon.com/Lords-Horizons-History-Ottoman-Empire/dp/0312420668/excerpt and text search]
*Imber, Colin. ''The Ottoman Empire, 1300–1650: The Structure of Power''. Palgrave Macmillan, 2002. ISBN 0-333-61386-4.
*Inalcik, Halil and Quataert, Donald, ed. ''An Economic and Social History of the Ottoman Empire, 1300–1914.'' 1995. 1026 pp.
*Inalcik, Halil. ''The Ottoman Empire: The Classical Age 1300-1600'' (2001) 272pp
*Itzkowitz, Norman. ''Ottoman Empire and Islamic Tradition, University of Chicago Press, 1980) ISBN 0-226-38806-9,
*McCarthy, Justin. ''The Ottoman Turks: An Introductory History to 1923'' 1997 [http://www.questia.com/read/58745078 Questia.com], online edition
*Quataert, Donald. ''The Ottoman Empire, 1700–1922'' (2005), standard scholarly survey [http://www.amazon.com/Ottoman-1700-1922-Approaches-European-History/dp/0521547822/ excerpt and text search]
*Shaw, Stanford J., and Ezel Kural Shaw. ''History of the Ottoman Empire and Modern Turkey. Vol. 1'', 1977.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.sephardicstudies.org/ottoemp.html History of the Ottoman empire]
* [http://www.turizm.net/turkey/history/ottoman3.html History of the Ottoman empire - Decline and Fall]
 
== სქოლიო ==
{{reflist|2}}
 
{{იმპერიები}}
{{ოსმალეთის იმპერიის სულთნები}}
{{ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირები}}
ანონიმური მომხმარებელი