ისლამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.71.232-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 5:
 
ისლამის მიმდევარს ეწოდება [[მუსლიმი]] (ასევე ''მაჰმადიანი, მუსლიმანი ან მუსულმანი''). 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ.<ref>http://www.pewforum.org/2009/10/07/mapping-the-global-muslim-population/</ref> ისინი ძირითადად განსახლებული არიან [[ჩრდილოეთ აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]], [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთსა]] და [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიაში]]. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – [[სუნიზმი|სუნიტურსა]] და [[შიიზმი|ში'იტურს]]. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.
 
==ეტიმოლოგია==
სიტყვა ისლამი წარმოდგება არაბული სამთანხმოვნიანი ფუძისგან ს–ლ–მ ({{lang-ar|سلم}}), რომლის მნიშვნელობები საკმაოდ ფართოა – მისგან ნაწარმოები სხვადასხვა თემები შეიძლება ნიშნავდეს როგორც მორჩილებას, ასევე მშვიდობას, თავისუფლებასა<ref>Баранов Х. К. '''Арабско-русский словарь.''' 7-е изд. М.: Русский язык, 2001, ISBN 5-200-00699-6, с. 370.</ref> და სხვა.
 
==სწავლება==
ისლამური სწავლების ქვაკუთხედია მონოთეიზმი. ყურანის მიხედვით, ღმერთი არის ერთადერთი ({{lang-ar|الواحد}}; ''ალ–ვაჰიდ'')<ref>'''ბრძენი ყურანი,''' სურა არ–რა'დ, XIII, აია 16.</ref> და უბადლო ({{lang-ar|الأحد}}; ''ალ–აჰად'')<ref>'''ბრძენი ყურანი,''' სურა ალ–იხლას, CXII, აია 1.</ref>. არსებობის მიზეზი კი ღმერთის თაყვანისცემა <ref>'''ბრძენი ყურანი,''' სურა აზ–ზარიათ, LI, აია 56.</ref> და მისთვის თანაზიარის არგაჩენაა<ref>'''ბრძენი ყურანი,''' სურა ან–ნისა, IV, აია 48.</ref>.
 
[['აყიდა|ისლამური მრწამსი]] შედგება ექვსი ძირითადი პირობისგან, რომლებიცაა [[ალაჰი|ღვთის]], [[ანგელოზი|ანგელოზების]], [[ისლამური წერილები|წერილების]], [[ისლამის წინასწარმეტყველები|მაცნეების]], [[უკანასკნელი დღე|უკანასკნელი დღისა]] და [[ბედისწერა|კარგისა თუ ცუდის ბედისწერის]] რწმენა.<br />
პრაქტიკაში ისლამი ვლინდება [[ისლამის ხუთი ბურჯი|ხუთი ბურჯით]], რომლებიცაა [[შაჰადა|რწმენის დამოწმება]], [[ნამაზი|ლოცვა]], [[საუმი|მარხვა]] [[რამადანი]]ს თვეში, [[ზაქათი|მოწყალება]] და [[ჰაჯი|წმინდა ადგილების მოლოცვა]].
 
==ისტორია==
===ისლამამდელი არაბეთი===
ისლამამდელ პერიოდს ისლამურ ლიტერატურაში ეწოდება [[ჯაჰილია]] (უმეცრება). ამ პერიოდში არაბებს შორის გავრცელებული იყო წარმართობის სხვადასხვა ფორმები – წინაპართა კულტი, ფეტიშიზმი (ხეების, კლდეებისა და ქვების თაყვანისცემა), ტოტემიზმი (ლომის, მგლის, ხარისა და ა.შ. თაყვანისცემა). არაბებს შორის ქურუმთა სასულიერო წოდება არ არსებობდა, ამგვარად რელიგიას ორგანიზებული ფორმა არ ჰქონია, თუმცა იყვნენ წმინდა ადგილების მცველები და მუცლითმეზღაპრეები, რომლებიც საკმაო გავლენით სარგებლობდნენ.
 
არაბეთის ნახევარკუნძულის ეკონომიკური და რელიგიური ცხოვრების ცენტრი იყო მექა, რომლის ტერიტორია ნაკრძალად ითვლებოდა, სადაც მკვლელობა და შეურაცხყოფა დაუშვებლად მიიჩნეოდა. აქ იყო [[ქააბა|ქა'აბის]] შავი ქვა, რომელსაც ყველა არაბული ტომი თაყვანს სცემდა. გადმოცემით, იგი ღმერთმა არაბების საერთო წინაპარს, იბრაჰიმს გამოუგზავნა, რომ მისთვის და მისი ვაჟისთვის, [[ისმაილი|ისმა'ილისთვის]] მიეთითებინა ადგილი, სადაც უნდა აეგოთ სამლოცველო. მის გარშემო განლაგებული იყო 360 კერპი. მათ მეთაურად ითვლებოდა ომის ღმერთი [[ჰუბალი]]. [[440]] წლისთვის ქა'აბის მცველი ხდება ყურაიშის ტომი, რომელსაც ეკუთვნოდა თავად მუჰამმადიც ﷺ .
 
ამასთან აღსანიშნავია, რომ არაბეთში ასევე გავრცელებული იყო ერთღმერთიანობა – ჰანიფობა. ჰანიფები ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს და თავს მიიჩნევდნენ იბრაჰიმის მემკვიდრეებად.
 
არაბეთში ასევე გავრცელებული იყო იუდაიზმი და ქრისტიანობაც. იუდეველთა ტომები გაფანტული იყვნენ მთელს ნახევარკუნძულზე, ხოლო ზუ ნუვასმა, რომელიც [[517]]–[[527]] წლებში აკონტროლებდა ნახევარკუნძულის სამხრეთს, სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადა და აქტიურ მოქმედებებს ეწეოდა ქრისტიანებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ რეგიონში.
 
ქრისტიანობა ძირითადად ბიზანტიელი და ეთიოპელი ვაჭრებისა და მისიონერების საშუალებით ვრცელდებოდა, არსებობდა ეთიოპიელთა სავაჭრო უბნები არაბულ ქალაქებში. ასევე [[ნესტორიანობა|ნესტორიანელი]] და [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტი]] მისიონერები აქტიურად ქადაგებდნენ მთელ ნახევარკუნძულზე. ქრისტიანული თემის ცენტრად ქალაქი ნაჯრანი იყო მიჩნეული, რომლის მხარეშიც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო.<ref>[http://www.fmo.unn.ru/files/2013/01/Religii-regiona.pdf Браницкий А. Г., Корнилов А. А. '''Религии региона.''' с. 64]</ref>
 
===ისლამის პირველი დღეები===
ისტორიულად, ისლამი იწყება [[610]] წელს, როდესაც [[მექა]]ში მუჰამმადმა ﷺ დაიწყო ქადაგება. ისლამის მიხედვით, მექის ახლომდებარე მთის, ჰირა'ას გამოქვაბულში, მას გამოეცხადა არსება, რომელმაც მას უბრძანა წაეკითხა, მაგრამ სამჯერ უარი მიიღო. ბოლოს ამ არსებამ წაუკითხა მას შემდეგი სიტყვები: ''იკითხე, შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა, შექმნა ადამიანი სისხლის ლეკერტისაგან, იკითხე! და შენი უფალი უკეთილშობილესია, რომელმაც ასწავლა კალამი, ასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა!'' მუჰამმადს ﷺ შეეშინდა, დაბრუნდა სახლში და ყველაფერი თავის ცოლს, [[ხადიჯა]]ს უამბო. ხადიჯამ დაამშვიდა იგი და დაჰპირდა, რომ ამ ყველაფერს თავის ბიძაშვილს, [[ვარაყა]]ს აცნობებდა, რომელიც ქრისტიანი იყო, სახარება და ბიბლიის ნაწილები გადმოთარგმნილი და ჩაწერილი ჰქონდა არაბულ ენაზე. ვარაყამ, როდესაც ეს ამბავი მოისმინა, მუჰამმადს ﷺ უთხრა, რომ მასთან გამოცხადებული არსება იყო ანგელოზი [[გაბრიელ მთავარანგელოზი|ჯიბრაილი]], ხოლო თავად მას მძიმე დღეები მოელოდა. თავის მხრივ ვარაყამ აღუთქვა მას მხარდაჭერა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა სიბერის გამო.<ref>صحيح البخاري، كتاب بدء الوحي، باب كيف بدء الوحي إلى رسول الله صلى الله عليه و سلم، ٣.</ref>
 
მუჰამმადი იწყებს საიდუმლოდ ქადაგებას. ისლამს იღებენ მისი ცოლი ხადიჯა, მისი ბიძაშვილი '[[ალი იბნ აბუ ტალიბი|ალი]], მისი მეგობარი [[აბუ ბაქრი]] და სხვები. [[613]] წელს მუჰამმადი ﷺ ღიად ქადაგებას იწყებს და მექელ წარმართთა არისტოკრატია მას დაუძინებელ მტრად ეკიდება. ისლამის მტრობით გამოირჩეოდნენ 'ამრ იბნ ჰიშამი, იგივე [[აბუ ჯაჰლი]] და მუჰამმადის ﷺ ბიძა, 'აბდულ–'უზზა იბნ 'აბდულ–მუტტალიბი, იგივე [[აბუ ლაჰაბი]]. ისინი ყველა საშუალებით ცდილობდნენ ხალხის დაშინებას, სახალხოდ დასცინოდნენ და შეურაცხყოფნენ მუსლიმებს, ემუქრებოდნენ მათ, ვისზეც ეჭვობდნენ რომ ისლამს მიიღებდა. აბუ ჯაჰლმა მოკლა სუმაია ბინთ ხაიატი, წარმართები აწამებდნენ ბილალს, სუმაიას ვაჟს 'ამმარს და სხვა მუსლიმებს, რომლებსაც გვარის მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. [[613]] წელსვე მუჰამმადმა მუსლიმთა ნაწილს მოუწოდა, [[ჰიჯრა|გადასახლებულიყვნენ]] ეთიოპიაში. ეთიოპიის ნეგუსმა მიიღო ისინი, მაგრამ მათ მოჰყვა მექელ წარმართთა დელეგაცია, რომლებმაც მათი დაბრუნება მოითხოვეს. ნეგუსმა გამოჰკითხა მუსლიმები და როდესაც მოისმინა მათი პასუხი (გადმოცემით, ეს იყო სურა მარიამი), უარი უთხრა მექელებს დაებრუნებინა ისინი.<ref>http://www.ethiopolitics.com/articles/The_first_hijra.htm</ref>
 
[[616]] წელს ისლამი მიიღო [[უმარ იბნ ალ-ხატაბი|'უმარმა]], რომლის მოწოდებითაც მუსლიმებმა დაიწყეს ლოცვა სახალხოდ, ქა'აბასთან.
[[617]] წელს ყურაიშის ტომის მახზუმისა და აბდ შამსის გვარების თაოსნობით, შეიკრიბა დარ ან–ნადვა, ანუ საბჭო, რომელმაც საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადა მუსლიმებსა და მათ, ვინც უარს იტყოდა მათთან კავშირის შეწყვეტაზე. ამგვარად ჰაშიმის გვარის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ისლამი არ ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ნათესაურ კავშირს ინარჩუნებდნენ მუჰამმადთან ﷺ, ამ ბოიკოტის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ბოიკოტს ჰაშიმის გვარიდან შეუერთდა მუჰამმადის ﷺ ბიძა აბუ ლაჰაბიც. ბოიკოტმა 2 წელი გასტანა და [[619]] წელს დასრულდა.
 
[[619]] წელს გარდაიცვალნენ აბუ ტალიბი და ხადიჯა, მუჰამმადის ﷺ ორი უახლოესი ადამიანი. აბუ ტალიბის გარდაცვალებასთან ერთად მუჰამმადმა დაკარგა თავისი გვარის წინამძღოლის მხარდაჭერა და მფარველობა. იგი გაემგზავრა [[ტაიფი|ტა'იფში]], მაგრამ იქაურებმა უთხრეს: ''თუ შენ ღმერთის გამოგზავნილი ხარ, მეტად ღირსეული ხარ ჩვენთან სასაუბროდ. ხოლო თუ მატყუარა ხარ, მაშინ მეტად უღირსი ხარ ჩვენთან სასაუბროდ!'' და მონები წაუსიეს რომ ქალაქიდან გაეძევებინათ. ამის შემდეგ იგი ხვდება იასრიბელ ([[მედინა]]) მომლოცველებს, რომლებიც ქა'აბის მოსალოცად იყვნენ ჩამოსული მექაში. მედინელებმა მოისმინეს მუჰამმადის ﷺ სიტყვა და იგი თავის ქალაქში მიიწვიეს. მუჰამმადმა ﷺ მათთან ერთად გაგზავნა მუს'აბ იბნ 'უმაირი, რომელსაც მათთვის რელიგია უნდა ესწავლებინა.
 
მედინელთა შორის ისლამის გავრცელებით შეშფოთებული მექელი წარმართები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მექის შვიდივე გვარის წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ და მოეკლათ მუჰამმადი ﷺ, ამგვარად ჰაშიმის გვარი ვერ შეძლებდა ყველა გვარიდან აეღო სისხლი და იძლებული გახდებოდა, სისხლის საფასურით დაკმაყოფილებულიყო, რასაც მექელი წარმართები სიხარულით გადაიხდიდნენ. მაგრამ მუჰამმადმა ﷺ დატოვა მექა [[622]] წლის [[17 ივნისი|17 ივნისს]] ღამით, როდესაც შეთქმულებს იგი უნდა მოეკლათ, და გაემართა მედინაში.
 
===მედინა===
მედინაში ისლამმა სწრაფად მოიკიდა ფეხი. ქალაქის არაბულმა მოსახლეობამ ისლამი მიიღო და ''შემწენი'' ({{lang-ar|الأنصار‎}}; ''ალ–ანსარ''. მხ. რ. {{lang-ar|نصير}} ''ნასირ'') ეწოდათ, მექიდან გადმოსახლებულებს კი მუჰაჯირები ({{lang-ar|المهاجرين‎}}; ''ალ–მუჰაჯირინ''). მედინაში ასევე ცხოვრობდნენ იუდეველთა ტომები, რომლებსაც ზიმმის სტატუსი მიეცათ. მუჰამმადმა ﷺ შეადგინა მედინის კონსტიტუცია ({{lang-ar|دستور المدينة‎}}; ''დუსთურ ალ–მადინა''), სადაც დაწვრილებით აღწერა ყველა მხარის (მუჰაჯირების, ანსარისა და ზიმმიების) უფლება–მოვალეობები.<ref>http://www.constitution.org/cons/medina/con_medina.htm</ref>
 
მექელებმა რამდენიმე ბრძოლა გაუმართეს მუსლიმებს, მათ შორის [[627]] წელს გამართული [[თხრილის ბრძოლა]] მედინასთან, როდესაც მედინელ იუდეველთა ტომი, ბანუ ყურაიზა, წარმართებს მიემხრო და მათი დამარცხების შემდეგ სასტიკად იქნა დასჯილი – მამაკაცები დახოცეს, ქალები კი მონად გაყიდეს. ბანუ ნადირი და ბანუ ყაინუყა'ი, შედარებით ნაკლებად დაისაჯნენ – ისინი გადაასახლეს. საბოლოოდ [[628]] წელს დაიდო შეთანხმება ჰუდაიბიაში, რომელმაც ზავი დაამყარა მუსლიმებსა და წარმართებს შორის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ეს ზავი დაირღვა მათი მოკავშირე ტომების მიერ. [[629]] წელს მუჰამმადმა ﷺ აიღო მექა თითქმის უსისხლოდ. იგი გარდაიცვალა [[632]] წლის [[8 ივნისი|8 ივნისს]].
 
===სახალიფო===
მუჰამმადის ﷺ გარდაცვალების შემდეგ მის მოადგილედ, ანუ ხალიფად არჩეული იქნა [[აბუ ბაქრი]]. აბუ ბაქრს პირველი შეტაკება მოუხდა რჯულგანდგომილ ტომებთან, რომლებმაც მუჰამმადის ﷺ სიკვდილის შემდეგ უარყვეს აბუ ბაქრისდამი მორჩილება, ან გაჰყვნენ ახალგამოცხადებულ წინასწარმეტყველებს – მუსაილიმას, საჯჯასა და ტულაიჰას. მუსლიმებმა მოახერხეს მათი დამარცხება და სახალიფოს კონტროლის აღდგენა თითქმის მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამის შემდეგ მუსლიმებმა ერთდროულად შეუტიეს [[ბიზანტია]]სა და [[სასანიანები|სპარსეთს]], რომელთა დაპყრობა დაასრულა 'უმარმა.
 
ამავე პერიოდში ისლამი პირველად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შემოდის მუსლიმების არმია ჰაბიბ იბნ მასლამასა და სურაყა იბნ 'ამრის სარდლობით. ისინი [[დაცვის სიგელი|დაცვის სიგელს]] აფორმებენ [[ქართლი]]ს [[ქრისტიანობა|ქრისტიან]] [[ერისმთავარი|ერისმთავართან]], ხოლო მოსახლეობაში ისლამის საქადაგებლად წარმოგზავნილია ჯგუფი 'აბდურ–რაჰმან იბნ ჯაზ ას–სულამის თაოსნობით.<ref>http://www.islam.by/at/?id=257</ref>
 
თანდათანობითი გაფართოებით სახალიფოს ხელისუფლების ქვეშ მოექცა ტერიტორიები [[ესპანეთი]]დან [[სინდი|სინდამდე]], რამდენიმეჯერე ალყაში მოექცა [[კონსტანტინოპოლი]]ც. ამ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა ისლამი და მეტ–ნაკლებად არაბული კულტურაც. თუმცა შიდა დაპირისპირებებმა დაასუსტა სახალიფო. [[656]] წელს [[ხარიჯიტები|აჯანყებულებმა]] მოკლეს 'უმარის მემკვიდრე, [[უსმან იბნ აფანი|'უსმანი]]. ამავე აჯანყებულებმა მოახდინეს შინაომის პროვოცირება [[ალი იბნ აბუ ტალიბი|'ალისა]] და [[მუავია|მუ'ავიას]] შორის. საბოლოოდ, [[661]] წელს მათ ასევე მოკლეს 'ალი. ამით დასრულდა სახალიფოს პირველი პერიოდი და დაიწყო [[ომაიანები]]ს დინასტიის მმართველობის პერიოდი.
 
===დინასტიური სახალიფოები===
ომაიანთა სახალიფომ გააგრძელა ტერიტორიული ექსპანსია, მაგრამ მალევე ისინი წააწყდნენ სოციო–ეკონომიკურ პრობლემებს – მოსახლეობაში ისლამის გავრცელებასთან ერთად ჯიზიით მიღებული შემოსავალი მცირდებოდა. ამიტომ [[700]] წელს გამოიცა კანონი, რომლის თანახმადაც გამუსლიმებული ადგილობრივები აგრძელებდნენ ჯიზიის გადახდას და კვლავ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, [[მავალი]]ებად რჩებოდნენ. ამან შეაფერხა ისლამის გავრცელების პროცესი დაპყრობილ ხალხებში, ასევე ნოყიერი ნიადაგი შექმნა მათ შორის სექტანტური (ძირითადად, [[შიიტობა|ში'იზმის]] განშტოებების) სწავლებების გავრცელებისთვის.
 
ამ კანონს მრავალი წამყვანი მუსლიმი ღვთისმეტყველი დაუპირისპირდა, მათ შორის იმამი [[აბუ ჰანიფა]] ნუ'მან იბნ საბითი, რომელსაც მიეწერება ფრაზა: ''ახალგამუსლიმებული თურქი ისეთივე მუსლიმია, როგორც ჰიჯაზელი არაბი.'' ამ მიდგომებმა დააჩქარა ომაიანთა კრახი. აბუ მუსლიმ ალ–ხურასანიმ შეკრიბა ომაიანთა მმართველობით უკმაყოფილო სოციალური ფენები, არაარაბი მუსლიმები და წამოიწყო აჯანყება მათ წინააღმდეგ სახალიფოს აღმოსავლეთ ნაწილში, ხორასანში. [[750]] წელს ეს აჯანყება წარმატებით დასრულდა. ომაიანთა ხალიფა, მარვან II ([[მურვან ყრუ]]) გაქცევისას მოკლეს, ხოლო ომაიანთა გვარის გადარჩენილმა წევრმა, [[აბდ ალ-რაჰმან I|'აბდუ რ–რაჰმან იბნ მუ'ავიამ]] იბერიის ნახევარკუნძულს შეაფარა თავი.<ref>http://historyofislam.com/contents/the-age-of-faith/the-abbasid-revolution/</ref>
 
'[[აბბასიანთა]] მმართველობა თითქმის ხუთასი წლის მანძილზე გაგრძელდა. სწორედ მათი მმართველობის პერიოდს ემთხვევა [[ისლამური ოქროს ხანა]], როდესაც ისლამური სამყარო სამეცნიერო მიღწევების თვალსაზრისით დაწინაურდა. სახელმწიფო აფინანსებდა უცხოენოვანი სამეცნიერო ტრაქტატების თარგმნას, ხელფასს უხდიდა და მფარველობდა სამეცნიერო მოღვაწეებს.<ref>http://www.bbc.co.uk/programmes/b01k2bv8</ref> სამეცნიერო მოღვაწეობას ასევე ხელი შეუწყო ქაღალდის გავრცელებამ. [[756]] წელს 'აბბასიანმა ხალიფა [[ალ-მანსური|ალ–მანსურმა]] ტანის დინასტიას 4000 მეომარი გაუგზავნა ან ლუშანის აჯანყების ჩახშობაში დასახმარებლად. ამის შემდეგ ჩინელებსა და სახალიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა, რამაც განაპირობა ჩინური მიღწევების გავრცელება მუსლიმებს შორის, მათ შორის ქაღალდის. სახალიფოს ტერიტორიაზე ასევე დარჩა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ბიზანტიური, ირანული და ინდური კულტურისა. ამ უპირატესობებმა განაპირობა ისლამური ოქროს ხანის დაწყება. ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიცაა [[იბნ ალ-ჰაისამი]], [[იბნ სინა]], [[ალ–ჯაზარი]], [[იბნ ჰაზმი]], [[იბნ ან–ნაფისი]], [[მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი|ალ–ხვარაზმი]] და სხვები. [[859]] წელს [[ფესი|ფესში]] გაიხსნა [[ალ–ყარავიინის უნივერსიტეტი]]. ბაღდადში არსებობდა დარ ალ–ჰიქმა, რომელსაც უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.<ref>http://www.historyofinformation.com/expanded.php?id=1905</ref>
 
'აბბასიანთა პერიოდშივე დასრულდა ისლამში რელიგიურ–სამართლებრივი სკოლების, [[მაზჰაბი|მაზჰაბების]] ჩამოყალიბება. ასევე ფილოსოფიური ტრაქტატების გავრცელებამ ჩამოაყალიბა მისტიური მიმდინარეობა – [[სუფიზმი]]. სახალიფოს სათავეში 15 წლით ([[833]]-[[848]]) აღმოჩნდნენ [[მუთაზილიტები|მუ'თაზილიტური]] შეხედულების მქონე ხალიფები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ინკვიზიციის მსგავსი საგამოძიებო ორგანო. თუმცა ხალიფა [[ალ-მუთავაქილი|ალ–მუთავაქქილმა]] გააუქმა ეს ორგანო და მუ'თაზილიტებიც განდევნა თანამდებობებიდან.
 
'აბბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ გავლენებს ზღუდავდნენ ჯერ ბუიდთა დინასტია, ხოლო შემდეგ [[სელჩუკები]], რომლებიც მათ მხოლოდ რელიგიურ ხელისუფლებას უტოვებდნენ პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმიზაციის სანაცვლოდ. [[1258]] წელს [[მონღოლები|მონღოლებმა]] აიღეს [[ბაღდადი]], მოკლეს 'აბბასიანი ხალიფა ალ–მუსთა'სიმ ბი ლ–ლაჰი (მონღოლური ტრადიციით, სამეფო სისხლის დაქცევა უბედურების ნიშანი იყო, ამიტომ ჰულაგუმ ბრძანა ცოცხალი ხალიფა შეებოჭათ, ხალიჩაში გაეხვიათ და ცხენებით გაეთელათ, ხოლო მეორე გადმოცემით იგი თავის ხაზინაში ჩაკეტეს და შიმშილით მოკვდა<ref>http://www.executedtoday.com/2009/02/20/1258-al-mustasim-the-last-abbasid-caliph/</ref>). მონღოლებმა ასევე გაანადგურეს ბაღდადის დარ ალ–ჰიქმა, გადმოცემის თანახმად, ტიგროსში გადაყრილი წიგნების მელანმა მასში წყალი რამდენიმე დღით გააშავა.<ref>http://www.historyofinformation.com/expanded.php?id=294</ref>
 
'აბბასიანთა ბაღდადის სახალიფო განადგურდა, ხოლო ხალიფობის პრეტენდენტი, ალ–მუსთანსირ ბი ლ–ლაჰ II, მამლუქებმა შეიფარეს და გამოაცხადეს ხალიფად [[1261]] წელს. იგი მამლუქთა ლაშქართან ერთად გაემართა ბაღდადის დასაბრუნებლად, მაგრამ მონღოლებმა მოკლეს. მის ნაცვლად მამლუქებმა ხალიფად ალ–ჰაქიმი დანიშნეს. ამგვარად 'აბბასიანთა სახალიფომ არსებობა განაგრძო ეგვიპტის მამლუქთა პატრონაჟის ქვეშ [[1517]] წლამდე, როდესაც [[ოსმალეთი|ოსმალთა]] სულთანმა ხალიფის ტიტული ოფიციალურად გადაიბარა.<ref>http://web.archive.org/web/20080611061336/http://www.islampedia.com/MIE2/tarikh/105mouta.html</ref>
 
ამ პერიოდისთვის ისლამი სუფი დერვიშებისა და ვაჭრების საშუალებით გავრცელდა ისეთ ადგილებშიც, სადაც ისლამური მმართველობა არ ყოფილა, კერძოდ [[საჰელი|საჰელში]], [[შუა აზია]]სა და [[ციმბირი]]ს თათრებში, [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[ბენგალი|ბენგალში]], თანამედროვე [[ინდონეზია|ინდონეზიის]] ტერიტორიაზე და ა.შ. ოსმალებმა მიაღწიეს ვენას [[1529]] წელს, მაგრამ [[წმინდა ლიგა|წმინდა ლიგის]] ძალებმა ისინი უკუაგდეს.
 
ამავე პერიოდში [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა]] დინასტია ირანში ახორციელებს სუნიტების გაში'იტების პოლიტიკას. სუნიტ სწავლულებს მიეცათ არჩევანი დაეტოვებინათ ირანი, მიეღოთ ში'იზმი ან სიკვდილით დაისჯებოდნენ. თავის მხრივ ოსმალებიც ატარებდნენ ში'იტთა საწინააღმდეგო პოლიტიკას. XVIII საუკუნის შუა ხანებიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე [[იბნ თაიმია]]სა და [[იბნ ყაიიმ ალ–ჯავზიია]]ს სწავლებების მიმდევარმა ჰანბალი სწავლულმა, მუჰამმად იბნ 'აბდულ–ვაჰჰაბმა ჩამოაყალიბა სწავლება, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო ისლამის ფესვებთან დაბრუნება. ეს სწავლება მსოფლიოში [[ვაჰაბიზმი]]ს სახელით გახდა ცნობილი.
 
ისლამის პოლიტიკური გავლენა მსოფლიოზე მცირდებოდა, [[რეკონკისტა]]მ დაასრულა იბერიის ნახევარკუნძულზე ქრისტიანული სამეფოების ხელისუფლების დაბრუნება, ნორმანებმა დაიპყრეს სიცილია. ოსმალეთის იმპერია დაკნინების გზას დაადგა, რასაც მისი დამარცხება მოჰყვა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] და [[1924]] წელს სახალიფოს ოფიციალური გაუქმება. [[დიდ მოგოლთა იმპერია]] 1857 წელს გააუქმა [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთმა]] და მის ნაცვლად ბრიტანული კოლონიური მმართველობა დაამყარა ინდოეთში. XX საუკუნის დასაწყისისთვის ისლამურ სამყაროში სულ რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა, მათი უმრავლესობაც ნახევრადკოლონიურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ევროპულ ქვეყნებთან.
 
===თანამედროვე პერიოდი===
XX საუკუნიდან მუსლიმები ჩნდებიან ახალ ტერიტორიებზე – მრავალი მათგანი კოლონიებიდან მეტროპოლიაში მიემგზავრება, ასევე ისინი ჩნდებიან ამერიკაშიც. კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ ისლამის არნახული პოლიტიზაცია გამოიწვია. ისლამის ანტიკოლონიურ იარაღად ქცევის სათავეებთან იდგნენ [[იმამი შამილი]], ჯამალუდდინ ალ–აფღანი, ჰასან ალ–ბანნა, მუჰამმად 'აბდულლაჰ ალ–ჰასანი, მირზა 'ალი ხანი და სხვები.
 
ისლამის პოლიტიზაციამ გამოიწვია არამუსლიმი უმცირესობების მდგომარეობის გართულება მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებში. მუსლიმური ქვეყნები თითქმის მთლიანად დაიცალა იუდეველთა თემებისგან, რომლებიც [[ისრაელის სახელმწიფო]]სთან გაიგივდნენ, ხოლო ქრისტიანები ხშირად ხდებოდნენ ბრბოს სამართლის მსხვერპლი მას შემდეგ, რაც [[აშშ|ამერიკა]]მ მოახდინა [[ავღანეთი]]სა და [[ერაყი]]ს ოკუპაცია.
თავის მხრივ მუსლიმური უმცირესობები აღმოჩნდნენ მსხვერპლი კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმისა, სადაც ნახევარ მილიონამდე მუსლიმი მოკლეს. მუსლიმები ინდოეთში თემთაშორისი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ,<ref>http://content.time.com/time/magazine/article/0,9171,428133,00.html</ref> [[2012]] წელს ბირმის არაქანის შტატში ბუდისტებმა დაწვეს მუსლიმთა სოფლები, 166 მუსლიმი მოკლეს.<ref>http://news.xinhuanet.com/english/world/2012-08/22/c_131800457.htm</ref> მუსლიმთა უფლებები იზღუდებოდა მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებშიც. ალბანეთში ენვერ ხოჯას რეჟიმმა აკრძალა ყოველგვარი რელიგიური პრაქტიკა, ხოლო მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, არმია არ აძლევდა საშუალებას ისლამისტურ პარტიებს მიეღოთ ხელისუფლება [[ტუნისი|ტუნისში]], [[თურქეთი|თურქეთში]], [[ეგვიპტე]]სა და [[ალჟირი|ალჟირში]]. მრავალ ქვეყანაში აკრძალული იყო [[ჰიჯაბი]]თ სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესვლა. იძულებითი სეკულარიზაციის პოლიტიკას კვლავ ისლამის უკიდურესი პოლიტიზაცია მოჰყვა, იდეოლოგიურად ამას საფუძველი ჩაუყარეს [[საიდ ყუტბი|საიდ ყუტბმა]], რაშიდ ალ–ღანუშიმ, მარვან ალ–ჰადიდმა, 'აბდულლაჰ 'აზზამმა და სხვებმა. ამ იდეოლოგიის გავრცელებას მმართველობებმა წნეხის გაძლიერებით უპასუხეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული ამბოხებები, სამოქალაქო ომები, რომლებიც მოგვიანებით გლობალურ გასამხედროებულ ორგანიზაციებსა და ტერორიზმში გადაიზარდა.
 
==მიმდინარეობები==
===სუნიტები===
'''სუნნისა და მუსლიმთა ერთობის მიმდევარნი''' ({{lang-ar|أهل السنة والجماعة}}; ''აჰლ ას–სუნნა ვა ლ–ჯამა'ა'') დღევანდელი მუსლიმების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ. სუნიტთა მრწამსის მიხედვით, ისლამი ეფუძნება ყურანსა და ჰადისს, ანუ გადმოცემებს მუჰამმადის ﷺ ამა თუ იმ ქმედების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ამგვარი გადმოცემები ჩაწერილია კრებულებში, რომელთაგან გამოარჩევენ ექვსს – საჰიჰ ალ–ბუხარი, საჰიჰ მუსლიმი, სუნან იბნ მაჯა, სუნან ან–ნასა'ი, ჯამი' ათ–თირმიზი, სუნან აბუ დავუდ.
 
სუნიტები იყოფიან [[მაზჰაბი|მაზჰაბებად]], ანუ რელიგიურ–სამართლებრივ სკოლებად, რომელთა შორის განსხვავებებია . ისინი ცნობენ ერთმანეთის ლეგიტიმურობას და განსხვავებულ საკითხებს იხთილაფი ეწოდება. მაზჰაბების რიცხვი ცხრაა, რომელთაგან დღეს გამოიყენება ხუთი – [[ჰანაფი]], [[მალიქი]], [[შაფი'ი]], [[ჰანბალი]] და [[ზაჰირი]]. ხოლო ოთხი მაზჰაბი – [[ავზა'ი]], [[ლაისი]], [[ჯარირი]] და [[სავრი]] დღეს აღარ გამოიყენება.
 
====სალაფიტები====
'''სალაფიტები''' ({{lang-ar|السلفية}}; ''ას–სალაფიია''), იგივე ''ვაჰაბიტები'' ({{lang-ar|الوهابية}}; ''ალ–ვაჰჰაბიია''), ან აჰლუ ლ–ჰადისი ({{lang-ar|أهل الحديث}}; ''ჰადისების მიმდევრები'') წარმოადგენენ სუნიტური ისლამის ულტრაკონსერვატიულ განხრას, რომელთა იდეაფიქსი არის ისლამის საწყისებთან დაბრუნება. ისინი ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რელიგიურ სიახლეებს, ასევე ადგილობრივ 'ადათებსა და ტრადიციებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ისლამთან. ისინი გამოირჩევიან ისლამური ტექსტების ფილოსოფიური გააზრების უარყოფითა და მათი მნიშვნელობის პირდაპირი მიღებით.
 
===ში'იტები===
'''შიიტები''' ({{lang-ar|شيعة علي}}; ''ში'ათ 'ალი'', ალის პარტია) სიდიდით მეორე განშტოებაა. ისინი მრავალ სექტას წარმოადგენენ, რომელთა ძირითადი შეხედულებებიც განსხვავდება. მაგალითად იემენელი ში'იტები, იგივე [[ზაიდიტები]], ჰანაფი სუნიტებისგან მხოლოდ იმით განირჩევიან, რომ ცნობენ იმამთა მემკვიდრეობით ხელისუფლებას, ხოლო ში'იტი–იმამიტები იმამებს მიაწერენ ყოვლისმცოდნეობისა და ყოვლისშემძლეობის თვისებებს. ში'იტთა შორის სამი ძირითადი შტო გამოიყოფა – იმამიტები, ზაიდიტები და ისმა'ილიტები.
 
===სუფი===
'''სუფიზმი''' ({{lang-ar|التصوف}}; ''ათ–თასავვუფ'') მისტიკური მიმდინარეობაა ისლამში. მისი მიმდევრები გაწევრიანებული არიან ორდენებში, ანუ ტარიყათებში, რომლებსაც საკუთარი წესდება აქვთ. სუფიები სუნიტური ისლამის რომელიმე მაზჰაბს აკუთვნებენ თავს, მაგრამ ისლამის საფუძვლად მიიჩნევენ საიდუმლო ცოდნას, რომელიც გააჩნია უსტაზს (შეიხს, მურშიდს), რომელიც უმრავლესობისთვის უცნობია. ამიტომ მთავარია სწორედ უსტაზის მითითებებისადმი უსიტყვო მორჩილება და არა ისლამური ტექსტებით ხელმძღვანელობა.
 
===ხარიჯიტები===
'''ხარიჯიტები''' ({{lang-ar|خوارج}}; ''ხავაარიჯ'', განდგომილნი) არიან მუსლიმები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ხალიფების მმართველობითა და განუდგნენ მათ. მათი პირველი ჯგუფი 'უსმანის მკვლელობის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო მოგვიანებით 4000 მათგანი გამოეყო 'ალის არმიას, როდესაც იგი მუ'ავიასთან მოლაპარაკებაზე წავიდა. ხარიჯიტები გამოირჩეოდნენ თავისი ექსტრემისტული შეხედულებებით, ცოდვილ მუსლიმებსა და ასევე მათ, ვინც მათ აზრებს არ იზიარებდა, ურწმუნოებად მიიჩნევდნენ და ხოცავდნენ. მათგან მხოლოდ ერთმა ზომიერმა შტომ, ''იბადიტებმა'' ({{lang-ar|الاباضية}}; ''ალ–იბადია'') მოაღწიეს ჩვენს დრომდე, რომლებიც ძირითადად ომანში სახლობენ. არის მათი მცირე თემები ალჟირში, ტანზანიასა და ლიბიაში.
 
===აჰმადია===
'''აჰმადია''' ({{lang-ar|الأحمدية}}; ''ალ–აჰმადიია''. ან {{lang-en|القاديانية}}; ''ალ–ყადიანიია'') არის მირზა ღულამ აჰმადის მიმდევართა ჯგუფი. ამ ჯგუფის სწავლებით, მირზა ღულამ აჰმადი არის მესია და მაჰდი. ეს ჯგუფი მუსლიმთა უმრავლესობის მიერ მკრეხელებად განიხილება და ხშირად სასტიკადაც უსწორდებიან მის მიმდევრებს.
 
===ყურანისტები===
'''ყურანისტები''' ({{lang-ar|قرآنيون}}; ''ყურ'ანიუნ'') არიან მუსლიმები, რომლებიც უარყოფენ ჰადისებსა და სუნნას. ისინი ისლამის ლიბერალური, მოდერნისტული ინტერპრეტაციის მომხრეები არიან. ყურანისტებიც მუსლიმთა უმრავლესობას მკრეხელებად მიაჩნია.
 
===ისლამის ერი===
'''ისლამის ერი''' ({{lang-en|Nation of Islam}}) აფროამერიკული სინკრეტული სწავლებაა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს უოლეს ფარდ მუჰამმადმა და ელაიჯა მუჰამმადმა. ამ სექტის სწავლებით, სამყარო შექმნეს შავკანიანმა მეცნიერებმა, რომლებმაც ასევე ჩამოავლინეს [[ბიბლია]] და [[ყურანი]]. თეთრი ადამიანი წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგი იყო. ისლამის ერის სექტას ეკუთვნოდა [[მალკოლმ იქსი]]ც, რომელმაც [[1964]] წელს უარყო იგი და ამის მიზეზად იგი ყოფილმა თანამორწმუნეებმა მოკლეს. 1975 წელს ელაიჯა მუჰამმადის სიკვდილის შემდეგ, ორგანიზაციის ლიდერობა ერთ–ერთმა ვაჟმა, ვარის დინ მუჰამმადმა გადაიბარა. მან შეცვალა ორგანიზაციის სწავლება სუნიტური ისლამის თანახმად. [[1981]] წელს ლუის ფარახანმა აღადგინა ორგანიზაცია ამ სახელწოდებითა და ძველი სწავლებით, რომელსაც მიემხრნენ ისლამის ერის აღმსარებელთა ნაწილი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
=== აკადემიური წყაროები ===
* [http://www.patheos.com/Library/Islam.html Patheos Library – Islam]
* [http://www.usc.edu/dept/MSA University of Southern California Compendium of Muslim Texts]
* [http://philtar.ucsm.ac.uk/encyclopedia/islam Encyclopedia of Islam (Overview of World Religions)]
* [http://www.ethicaldemocracy.org/ Ethical Democracy Journal] views on Islam, other ethical systems and democracy
 
=== ონლაინ რესურსები ===
* [http://www.britannica.com/eb/article-9105852/Islam Islam] — ენციკლოპედია ბრიტანიკა
* [http://www.friesian.com/islam.htm Islam], article at Friesian.com
* [http://ideas.repec.org/p/iza/izadps/dp4459.html Asabiyya: Re-Interpreting Value Change in Globalized Societies], article at Repec/Ideas, [[University of Connecticut]] and IZA, Bonn, on Islam and global value change
 
=== სახელმძღვანელოები ===
* [http://www.dmoz.org/Society/Religion_and_Spirituality/Islam/ Islam at the Open Directory Project]
* [http://www.gutenberg.org/wiki/Islam_%28Bookshelf%29 Islam (Bookshelf) at Project Gutenberg]
* [http://ucblibraries.colorado.edu/govpubs/us/islamus.htm Islam from UCB Libraries GovPubs]
* [http://islam.uga.edu/ Islam and Islamic Studies Resources from Dr. Alan Godlas, Professor, University of Georgia]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ისლამი| ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისლამი“-დან