ქობულეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 10 მ., ფართობი — 711,8 კვ.კმ. საშუალო წლიური ტემპერატურა 13–15 c. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000 მმ, კლიმატი — სუბტროპიკული.
 
მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის]] ჩრდილოეთ ნაწილში. ის მოქცეულია [[შავი ზღვა|შავ ზღვას]], მდინარე [[ჩოლოქი|ჩოლოქსა]] და [[მესხეთის ქედი|მესხეთის ქედს]] შორის. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]] (საზღვრის სიგრძე 55 კმ.), სამხრეთ–დასავლეთით – [[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი]] (საზღვრის სიგრძე 24 კმ.), სამხრეთით – [[ქედის მუნიციპალიტეტი]] (საზღვრის სიგრძე 33 კმ.), სამხრეთ–აღმოსავლეთით – [[შუახევის მუნიციპალიტეტი]] (საზღვრის სიგრძე 21 კმ.). ზღვისპირა ზოლის სიგრძეა 24 კმ. მუნიციპალიტეტს უჭირავს 711,8 კმ2 ფართობი. მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოიყენება 21 170 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რაც შეადგენს მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 29,4%–ს. მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 30252 ჰექტარს, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 42%–ს. დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება: [[კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი]], [[თიკერის აღკვეთილი]] თავისი [[ფლორა|ფლორითა]] და [[ფაუნა|ფაუნით]]. იშვიათი მცენარეებითაა სავსე [[ისპანის ჭაობი]].
 
===რელიეფი===
ძირითადი მდინარეებია: [[კინტრიში (მდინარე)|კინტრიში]], [[ჩაქვისწყალი]], [[ჩოლოქი]]. [[დეხვა]], [[აჭყვა (მდინარე)|აჭყვა]]. სოფელ [[ხინო]]ში არის ტბა [[შავი ტბა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|შავი ტბა]], რომლის სიღრმეა 7 მ. უმაღლესი მწვრევალებია [[ყანლი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|ყანლი]] (2987 მ.), [[ხევა]] (2810 მ.), [[შამბალეთი]] (2688 მ.), [[სარიჩაირი]] (2686 მ.), [[საჩარხია]] (2616 მ.)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: ქობულეთ–ჩაქვის ქედის ჩრდილო–დასავლეთი კალთა, შავიზღვისპირა ვაკე-დაბლობები და გორაკ-ბორცვიანი ზოლი. ქობულეთის
მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილია უმაღლესი მწვრევალებია [[ყანლი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|ყანლი]] (2987 მ.), [[ხევა]] (2810 მ.), [[შამბალეთი]] (2688 მ.), [[სარიჩაირი]] (2686 მ.), [[საჩარხია]] (2616 მ.), ხინო (2599 მ). ქედის თხემზე არის აგრეთვე მწვერვალები: მტირალა (1381 მ), ჩაქვისმთა (1547 მ), საგუდისთავი (1700 მ) და პერანგა (2235 მ).
 
რელიეფი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული, ძირითადად, ეოცენური ვულკანური ქანებით: ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ–ბრექჩებით, ტუფ–ქვიშაქვებითა და ტუფ–კონგლომერატებით. ქედის კალთა დასერილია ხშირი მდინარული ქსელით. რელიეფში ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთახეობათა ფორმები. ქობულეთ–ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილსა და მიმდებარე ვაკე–დაბლობის მიჯნაზე მკვეთრად დანაწევრებული, ალაგ–ალაგ ზღვიური და მდინარეული ტერასებიანი გორაკ–ბორცვებია, რომელიც სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში შავ ზღვამდე აღწევს და წარმოშობს ფლატეს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში უჭირავს მეოთხეული ნალექებით – თიხებით, ქვიშებითა და კონგლომერატებით აგებულ ჭაობიან, ქობულეთის ვაკე–დაბლობებს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით ვიწროვდება. მას ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნური სერები მიუყვება. მცირე ზომის ვაკე–დაბლობებია აგრეთვე დაბა ჩაქვთან და ჩაქვისწყლის შესართავთან.
მუნიციპალიტეტში თავისი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია [[კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი]], [[თიკერის აღკვეთილი]] თავისი [[ფლორა|ფლორითა]] და [[ფაუნა|ფაუნით]]. იშვიათი მცენარეებითაა სავსე [[ისპანის ჭაობი]].
 
მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულებით: ტორფი, ცეცხლგამძე თიხები, მაგნეტიტური ქვიშები. დიდი რაოდენობით მოიპოვება სამშენებლო ქვა, ქვიშა და ხრეში.
 
===ნიადაგები ===
ზღვისპირა ვაკე–დაბლობზე ძირითადად გავრცელებულია ალვიური, ეწერი და ჭაობის ტორფიანი ნიადაგები, გორაკ–ბორცვებზე კი წითელმიწები ჭარბობს, ზოგან ჩამოყალიბებულია ყვითელმიწები. ქობულეთ–ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილში გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგები, ზემო ნაწილში – გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი, მაღალმთიან ზონაში – კორდიანი (ალაგ–ალაგ კორდიან–ტორფიანი) მთის მდელოს ნიადაგები. ხევ–ხეობების ციცაბო უბნებზე კი საკმაოდ სუსტად განვითარებული ნიადაგებია.
===სტიქიურ-გეოლოგიური მოვლენები===
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვულკანოგენური წარმონაქმნები უმეტეს შემთხვევაში ქიმიურად გამოფიტულია და ხასიათდება მკვეთრად დაქვეითებული ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით. ეს გარემოება ხელსაყრელ პირობას ქმნის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარებისათვის. ამ პროცესების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ასევე რელიეფის მორფოლოგია. გრავიტაციული პროცესები (ჩამოქცევა, მეწყერი, ჩამოშლა) უმეტესად ვითარდება ციცაბო რელიეფის პირობებში, რომლის დახრის კუთხე 25%-ს აღემატება.
 
ფერდობების ამგები ქანების გაწყლიანება-გადამძიმებამ გამოიწვია ისედაც სუსტი სტატიკური წონასწორობის დარღვევა და გრავიტაციული პროცესების განვითარება. დაზიანებული ფართობების უმეტესობა გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო
სავარგულებად, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს მეწყრული პროცესების აქტივიზაციაზე. სადრენაჟო არხები არ არის გაყვანილი სასოფლო გზების გასწვრივაც, რის გამოც წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადები უსისტემოდ მიედინება და ხელს უწყობს გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციას.
 
სტიქიური ბუნებრივი პროცესების განვითარებას ხელი შეუწყო XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მდინარეთა ხეობებიდან ინტენსიურად ქვებისა და ხრეშის ამოღებამ საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის, აგრეთვე საძირკვლისა და გზების მყარი გრუნტის შექმნისათვის. მთიან პირობებში, ტყეების გაჩეხვამ მშენებლობისა და შეშისათვის, აგრეთვე აფეთქებითა და მძიმეწონიანი ტრაქტორებით გზების გაყვანამ სოფლებში და ალპურ საძოვრებზე, ალპური საძოვრების გადატვირთვამ ჭარბი პირუტყვის ძოვებით.
 
===ჰავა ===
მუნიციპალიტეტის ვაკე–დაბლობსა და გორაკ–ბორცვებზე ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მთებში სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ჯერ ზომიერად ნოტიო ხდება, შემდეგ – გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 13,50C–
დან (ზღვისპირა ზოლში) - 30C–მდე (მთა ხინო). აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურა - 170C, ხოლო აბსოლიტური მაქსიმალური ტემპერატურა 420C. ნალექის საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000მმ–ს შეადგენს. უხვნალექიანობით გამოირჩევა შემოდგომა და ზამთარი. ვაკე–დაბლობ და გორაკ–ბორცვიან ნაწილებში იშვიათად იქმნება თოვლის საფარი. მთებში თოვლის საბურველის სიგრძე ზოგჯერ 5–6 მეტრსაც აღწევს და 6–7 თვის განმავლობაში ჩერდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირია ნისლი.
 
===შიგა წყლები ===
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა და წყაროებით. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: [[კინტრიში (მდინარე)|კინტრიში]], [[ჩაქვისწყალი]], [[ჩოლოქი]]. [[დეხვა]], [[აჭყვა (მდინარე)|აჭყვა]]. ზემო და შუა დინებაში მთის ტიპის მდინარეებია. მდინარეებს ახასიათებს ღრმა და ვიწრო, ზოგან კანიონისებრი ხეობები. მდინარეები შერეული საზრდოობისაა და ძირითადად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ადგილი აქვს წყალდიდობას, წყალმოვარდნა მოსალოდნელია წლის ნებისმიერ სეზონში. ზღვისპირა დიუნების აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჭაობების ზოლი. სოფელ [[ხინო]]ში არის ტბა [[შავი ტბა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|შავი ტბა]], რომლის სიღრმეა 7 მ.
 
== ისტორია ==