ბასიანის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 27:
სულთნის ლაშქარს [[ბასიანი|ბასიანში]] ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხს მიმართეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწყვეს. მარჯვენა ფრთაზე „[[აფხაზები|აფხაზნი]] და [[იმერლები|იმერელნი]]“ იდგნენ, მარცხენაზე — „[[ქართლელები|ამერელნი]] და [[ჰერები|ჰერნ]]-[[კახელები|კახნი]]“, ცენტრში — 30-40 ათასიანი რაზმი [[შალვა ახალციხელი|შალვა]] და [[ივანე ახალციხელი|ივანე ახალციხელებისა]] და „სხვათა [[თორელები|თორელთა]]“. წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა [[მხარგრძელი, ზაქარია II|ზაქარია მხარგრძელი]]. ბრძოლის საერთო მეთაური იყო [[დავით სოსლანი]].
 
ქართველებმა იერიშის წინ მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ იგი რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნადინდა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი მოსდიოდა. მთიანი ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მტერმა ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს. რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა მარცხენა მხრიდან შეუტია, როდესაც რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთ-კახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და „ზარგახდილნი“ (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.
 
ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის [[დროშა]] და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო გაამტკიცა საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[საქართველოს ბრძოლების სია]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|2|220|სილაგაძე ბ.}}
* ''აბდალაძე ა.,'' ერთი სომხური ანდერძ-მინაწერი ბასიანის ბრძოლის შესახებ, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია» , 1972, № 1;
* ''გამყრელიძე ა.,'' ბასიანის ომის თარიღი და ტრაპიზონის იმპერიის დაარსების ზოგიერთი საკითხი, კტ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
* ''ცინცაძე ი.,'' ბასიანის ბრძოლა, თბ., 1971;
* ''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965.
 
{{თამარ მეფე}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]
[[კატეგორია:XIII საუკუნის ბრძოლები]]