შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელსაც და სასოფლო საზოგადოებასაც მიქელგაბრიელი. ტაძრის აგება, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ბერ იესე ბოლქვაძეს უკავშირდება. მას აურჩევია მცირედ დასახლებული ადგილი და მდინარე სეფისწყლიდან ამოტანილი ქვებით აუშენებია სამლოცველო, შემდეგ კი ტაძრი. მრევლის მომრავლების კვალდაკვალ კი ხის მოზრდილი ტაძარი აუშენებიათ. მიქელგაბრიელის ეკლესიას დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, მაღლობ ადგილებზე უნდა მდგარიყო კიდევ ერთი, სავარაუდოდ მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ამ მაღლობს „მაცხუარის ღელე“ ჩამოუდის, ხოლო ადგილს შემორჩა სახელწოდება „ნასაყდრალი“.
 
18851863 წელს სოფელში გაიხსნათავადმა ორკლასიანიმიხეილ სასწავლებელინაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/55414/1/Iveria_1892_N216.pdf გაზეთი „ივერია“ N216 გვ. 3 — 1892 წ.]</ref> 1902 წლისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=395 «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901]</ref>
 
საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ [[ჩაი]]. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.<ref>''ნ. ხიდისთავი,''„ფაბრიკა შრომაში“ //„ლენინის დროშა“ N34 გვ 1. — 1935 წ.</ref> 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის [[სერგო ორჯონიკიძე|ორჯონიკიძის]] სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო [[ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ნატანების]] შემდეგ.<ref>რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3 — 1955 წ</ref> 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა [[დიდი სამამულო ომი]]ს წლებში შეიძინეს ფრონტისთვის.