ზაალ ანდრონიკაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

12:05, 7 თებერვალი 2006-ის ვერსია

ზაალ ანდრონიკაშვილი ( † 1803), მარტყოფის მოურავი (დაახლოებით 1772-იდან).

რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს,1772, ერეკლე II-ის ბრძანებით, 1000 მეომრით მოაწყო ღრმა რეიდი ჯავახეთსა და მესხეთში, გაანადგურა თურქთა გარნიზონები და დიდი ნადავლით დაბრუნდა. იმავე წელს მარტყოფელთა რაზმებით მონაწილეობდა ქართლში შემოჭრილი დაღესტნელებისა და თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში უფლისციხესთან. აქ ბრძოლაში ანდრონიკაშვილი ზურგში დაჭრეს (ჭრილობამ კუზი დაუტოვა. აქედან მოდის ანდრონიკაშვილის მეტსახელები:"კუზა ზაალი", "კუზიანი ზაალი", "კუზიანი გმირი"). 70-80-იან წლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მოთარეშე ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში, მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში.