ალექსანდრე მეტრეველი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|სრული სახელი = ალექსანდრე მეტრეველი
|საცხოვრებელი ადგილი = [[მოსკოვი]], [[რუსეთი]]
|ქვეყნის წარმომადგენელი = {{USSRდროშანიშანი|სსრკ}} [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]]
|დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1944|11|2}}
|დაბადების ადგილი = [[თბილისი]], [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]], [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]]
|გარდაცვალების თარიღი =
|გარდაცვალების ადგილი =
 
1973 წელს, მეტრეველი [[უიმბლდონის ტურნირი|უიმბლდონის]] ფინალში გავიდა, სადაც [[ჩეხები|ჩეხ]] [[იან კოდეში|იან კოდეშთან]] დამარცხდა<ref>{{cite web|url=http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1283|title=კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე მეტრეველი|publisher=[[საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო]]|date=26 ნოემბერი, 2014|accessdate=4 დეკემბერი, 2017}}</ref>. იგი ასევე ორჯერ გავიდა უიმბლდონის შერეული წყვილების ფინალში [[რუსები|რუს]]
[[ოლგა მოროზოვა]]სთან ერთად (1968, 1970), თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 1962 წელს 17 წლის ასაკში, მეტრეველი უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში [[ინგლისელები|ინგლისელ]] [[სტენლი მეთიუზი (ჩოგბურთი)|სტენლი მეთიუზთან]] დამარცხდა<ref>{{cite news|title=THE JUNIOR CHAMPIONSHIPS, WIMBLEDON|url=http://www.itftennis.com/media/108160/108160.pdf|work=itftennis.com|accessdate=7 იანვარი 2018}}</ref>. უიმბლდონის გარდა, სხვა [[დიდი სლემი]]ს ტურნირებიდან, ალექსანდრე მეტრეველმა [[ავსტრალიის ღია პირველობა|ავსტრალიის]] (1972) და [[საფრანგეთის ღია პირველობა|საფრანგეთის]] (1972) ღია პირველობების ნახევარფინალებამდე, ხოლო [[აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში|აშშ-ის ღია პირველობაზე]] მეოთხედფინალამდე (1974) მიაღწია. ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერა 1980 წელს დაასრულა. მეტრეველი არის ევროპის 16 გზის და [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ-ს]] 29 გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში. იგი არის სსრკ-ს ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). მეტრეველი იყო ერთადერთი საბჭოთა მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშა და ვინც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა (მსოფლიოს მე-9 ჩოგანი 1974 წელს). მეტრეველი არის სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო სსრკ-ს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2015 წლის უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, ალექსანდრე მეტრეველი [[დეივისის თასი]]ს სპეციალური მედლით ({{lang-en|Davis Cup Commitment Award}}) დაჯილდოვდა. ჯილდო მას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ფრანჩესკო რიკი ბიტმა გადასცა<ref>{{cite web|url=http://sport.adjara.com/items/2037506|title=სოლოლაკიდან ავსტრალიამდე განვლილი წარმატებული საჩოგბურთო გზა|publisher=AdjaraSport|date=2 დეკემბერი, 2016|accessdate=4 დეკემბერი, 2017}}</ref>.
 
დღესდღეობით ალექსანდრე მეტრეველი სპორტული კომენტატორია და ცხოვრობს [[მოსკოვი|მოსკოვში]]. იგი არის [[რუსეთი]]ს მოქალაქე და [[ავსტრალია|ავსტრალიის]] საპატიო მოქალაქე.