ნეოპლატონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== დოქტრინა ==
ნეოპლატიზმის დოქტრინა ძირითადად ბერძნულია; საუკუნეების განმავლობაში მასში სხვა მეტაფიზიკური სისტემებიც გაერთიანდა და საბოლოოდ ჰეტეროგენული დოქტრინა გახდა. ნეოპლატონიზმი [[იდეალისტური მონიზმი]]ს სახეობაა. იგი აცხადებს რომ სამყარო იმართება მარადიულობით, სრულყოფილებით. ამ სრულყოფილებიდან გამოირჩევა გონება (წმინდა ინტელექტი), საიდანაც წარმოშობილია მსოფლიო საფშვინველი და საკუთრივ საიდანაც წარმოშობილნი არიან მცირე საფშვინველები. მსოფლიო საფშვინველი წარმოდგენილია, როგორც გონება, ხოლო გონება სრულყოფილების გამოსახულებაა; ორივე, გონება და მსოფლიო საფშვინველი სრულყოფილებასთან ერთად თანაარსებობენ. მსოფლიო საფშვინველი არის ის შუამავალი, რომელიც გონებასა და მატერიალურ სამყაროს შორის არსებობს და იცავს გონების ინტეგრიალურობას და წარმოდგენილ სრულყოფილებას, რათა არ გახდეს მგრძნობიარე და გარყვნილი. მცირე სულებიცსაფშვინველებიც იმავე საქმეს ემსახურებიან.
 
ამ ჭეშმარიტი ბუნებისა და უტყუარობის არ ცოდნის გამო, ადამიანურ მოაზროვნე საფშვინველს ეუფლება ცალკეულობისა და დამოუკიდებლობის მცდარი შეგრძნება, რომელიც შემდეგ მტკიცე თავდაჯერების და ავხორცული და ამაო ჩვევების მიზეზი ხდება. თუმცა, ნეოპლატონური დოქტრინა მიიჩნევს რომ ხსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხსნა ჭეშმარიტ თავისუფალი ნებაშია, რომელმაც ინდივიდუალურ საფშვინველს მისცა შესაძლებლობა აერჩია მცდარი კურსი. გადარჩენისათვის სულმასაფშვინველმა საპირისპირო გეზი უნდა აიღოს, რათა საპირისპიროდ გაიაროს თითოუელი მის მიერ გადადგმული დეგენერაციის ნაბიჯი და საბოლოოდ დაუბრუნდეს თავისი არსებობის პირველწყაროს. დაბრუნება მისტიკური გამოცდილებით მიიღწევა, რომელსაც საფშვინველი ექსტაზით იღებს.
 
დოქტრინალურად, ნეოპლატონიზმი აღიწერება როგორც მეტაფიზიკური სუბსტანციის და ხორციელი სუბსტანციის დაპირირისპირება, რომელიც პლატონიზმის [[დუალიზმი]]ს იდეისა და მატერიის სრულყოფად შეიძლება ჩაითვალოს.
ანონიმური მომხმარებელი