ფერდინანდო I მედიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ადრეული ცხოვრება ==
[[ფაილი:Scipione Pulzone - Cardinal Ferdinando de' Medici, later Grand Duke Ferdinando I of Tuscany - Google Art Project.jpg|მინი|კარდინალი ფერდინანდო დე მედიჩი|მარცხნივ|218x218პქ]]
ფერდინანდო იყო კოზიმო I-ისა და მისი მეუღლის, ელეონორ ტოლედოელის მეხუთე შვილი. ელეონორი წარმოშობით ესპანელი დიდგვაროვანი იყო და გარდა ამისა ნეაპოლშიც ჰყავდა ნათესავები. 1562 წელს 14 წლის ფერდინანდო კარდინალი გახდა და რომში გადავიდა საცხოვრებლად. გარდა კარდინალისა იგი იქ ადმინისტრატორის მოვალეობასაც ასრულებდა. რომში მან ააშენა მედიჩის ვილა, რომელიც მისივე თქმით ფლორენციას ახსენდება.
 
 
== ქორწინება ==
[[ფაილი:Christine of Lorraine Medici2.jpg|მინი|კრისტინა ლოთარინგიელი, ფერდინანდოს ერთადერთი მეუღლე|მარცხნივ|292x292პქ]]
თავისი მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე იგი კვლავ კარდინალად დარჩა. 1589 წელს მან იქორწინა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ფრანგი მეუღლის, პრინცესა კლაუდია ვალუას უფროს ქალიშვილ კრისტინა ლოთარინგიელზე. წყვილმა საქორწინოდ მედიჩის ვილაში დიდი ზეიმი გამართა. თუმცა კრისტინას მზითვზე მალე მთელი იტალია ალაპარაკდა. მას მზითვად გაამოაყოლეს 600 000 ოქროს მონეტა და 50 000 უძვირფასესი გვირგვინი. ამას გარდა, კრისტინას საქორწინო საჩუქრად მისმა ბებიამ (დედის ხაზით), საფრანგეთის დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ ურბინოს საჰერცოგო აჩუქა, რომელიც ტოსკანის გვერდით მდებარეობდა და მალევე მიუერთეს ტოსკანას.