ფრიდრიხ II შტაუფენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
ფრიდრიხ II [[1220]] წლიდან სიკვდილამდე ([[1250]]) იყო საღვთო რომის იმპერატორი. ამასთან, მან ჯერ კიდევ [[1212]] წელს მიიღო რომაელთა მეფის ტიტული, ხოლო [[1215]] წლიდან არაპირდაპირ განაგებდა იმპერიას. შესაბამისად, ის იყო [[გერმანია|გერმანიის]], [[იტალია|იტალიისა]] და [[ბურგუნდია|ბურგუნდიის]] მეფე. სამი წლის ასაკში, ფრიდრიხი აკურთხეს [[სიცილიის სამეფო|სიცილიის მეფედ]] და იყო დედის, [[კონსტანცია სიცილიელი]]ს თანამმართველი, რომელიც თავის მხრივ [[როჯერ II]]-ის ქალიშვილი იყო. ფრიდრიხის კიდევ ერთი სამეფო ტიტული იყო [[იერუსალიმის სამეფო|იერუსალიმის მეფე]], რომელიც ეფუძნებოდა ქორწინებას და [[მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობას]].
 
ფრიდრიხს მმართველობის განმავლობაში გამუდმებული ომი ჰქონდა პაპებთან, ამის გამო ოთხჯერ იქნა ეკლესიიდან განკვეთილი. პაპი [[გრიგოლ IX]] იმდენად შორსაცშორს წავიდა, რომ ისფრიდრიხი [[ანტიქრისტე]]დ გამოაცხადა.
 
ექვს ენაზე ([[ლათინური ენა|ლათინური]], [[სიცილიური ენა|სიცილიური]], [[გერმანული]], [[ფრანგული]], [[ბერძნული ენა|ბერძნული]] და [[არაბული]]) მოსაუბრე ფრიდრიხი ცდილობდა ღრმად შეესწავლა მეცნიერებისა და ხელოვნების დარგები. მან ითამაშა მთავარი როლი სიცილიის სკოლებში ლიტერატურის განვითარებაში.