ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

გასწორდა შეცდომები.
(გასწორდა შეცდომები.)
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
== ისტორია ==
 
ეპარქიის მღვდელმთავართაგან ცაგერელი ეპისკოპოსი პირველად [[ტაო]]ში, [[იშხანი|იშხნის]] ჯვარზე არსებულ წარწერაში იხსენიება. [[XI საუკუნე]]ში ცაგერელი ანტონი იშხნელი მღვდელმთავარი გამხდარა. ცაგერელთაგან ასევე ცნობილია XVII საუკუნის I ნახევრის მოღვაწენი სეარპიონსერაპიონ აბაშიძე და ნიკოლოზ კუჭაიძე. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცაგერის საეპისკოპოსო კათედრაზე უმეტესად ჩიქვანთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ დადგენილნი, ზოგჯერ ისინი ცაგერლობას ჭყონდიდელობასაც უთავსებდნენ.
 
ცაგერის საკათედრო ტაძარი საუკუნეთა მანძილზე ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საეპარქიო ცენტრი იყო. [[სვანეთი]]ს მეორე, ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცაიშელს ექვემდებარებოდა. [[XIV საუკუნე]]ში კი ცაგერელი ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედიოდა ქვემო სვანეთისა და ბალსზემო (შემდგომი ხანის თავისუფალი) სვანეთიც. XVII საუკუნისათვის კი საცაგარელოდ ითვლებოდა ლეჩხუმი და მხოლოდ ქვემო სვანეთი.
 
ტრადიციულად, ცაგერელი [[ეპისკოპოსი]], დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსთა მსგავსად, იმერეთის (ანუ აფხაზეთის) კათოლიკოსს ემორჩილებოდა. ცაგერელი მღვდელმთავარი იმერეთის საეკლესიო კრებების აქტიური მონაწილე იყო.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 20-იან წლებამდე ცაგერელი მღვდელმთავრის ტაძარი სამიტროპოლიტო კათედრა გამხდარა. რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს შეერთების და იქაურ ეპარქიათა გაუქმების შემდეგ სამიტროპოლიტო კათედრა საარქმიანდრიტოსაარქიმანდრიტო მონასტრად გადააქციეს.
 
ეპარქიის აღორძინება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაიწყო. [[1917]] წლის სექტემბრის საეკლესიო კრებაზე განაახლებულ 13 ეპარქიას შორის, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიაც სახელდება. სამღვდელმთავრო სამწყსო ზემო და ქვემო სვანეთს აერთიანებდა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 20-იან წლებში დაწყებული რეპრესიების გამო, ეპარქიის აღდგენის მიუხედავად ცაგერისა და სვანეთის ეპარქიას 70 წლის განმავლობაში საკუთარი მღვდელმთავარი თითქმის არ ჰყოლია. სამწყსოს მართვა შეთავსებით ქუთათელ-გაენათელ მწყემსმთავარს ევალებოდა. [[2002|2002 წლის]] 17 ოქტომბრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ცაგერისა და ქვემო სვანეთისა და მესტიისა და ზემო სვანეთის.