მიხეილ თარხნიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|თარხნიშვილი}}
'''მიხეილ თარხნიშვილი''' (დ. [[12 იანვარი]], [[1897]], [[ახალციხე]] — გ. [[15 ოქტომბერი]], [[1958]], [[რომი]]) — საქართველოს ეკლესიისა და საეკლესიო ლიტერატურის მკვლევარი. თავის სამეცნიერო სფეროში დღესაც ითვლება [[თამარაშვილი, მიხეილ თამარაშვილი|მიხეილ თამარაშვილის]] შემდეგ საქართველოს ეკლესიისა და საეკლესიო ლიტერატურის ყველაზეერთ-ერთ ცნობილ მკვლევარად.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ახალციხელი კათოლიკეების, სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის ოჯახში. სწავლობდა სკრას სახალხო სკოლაში, რის შემდეგაც [[1913]] წელს ქართველმა კათოლიკე ბერებმა მათი სამონასტრო სკოლაში ([[ფერი-ქოა]]) სასწავლებლად შეარჩიეს, რომელიც მდებარეობდა [[სტამბოლი|სტამბოლში]]. [[1913]]–[[1917]] წლებში ამ ქართულ სამონასტრო სკოლაშია, [[1917]]–[[1919]] წ.წლებში კი - გერმანელ [[ბენედიქტინელები|ბენედიქტინელთა]] ეტალის (სამხრეთ [[ბაიერნი]], გარმიშ-პარტენკირხენთან) ცნობილ სააბატოში სწავლობს. [[1919]] წელს ხანმოკლე ყოფნა თბილისში, რაც მისი ბოლო ყოფნა იქნება საქართველოში. [[1919]]–[[1924]] - კვლავ სტამბოლშია, [[1924]]–[[1929]] წლებში გადის [[ავსტრია|ავსტრიაში]], წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსს, ხოლო [[1930]]–[[1933]] წლებში [[რომი|რომში]] - პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელსაც ასრულებს თეოლოგიის დოქტორის ხარისხით. მღვდლად ეკურთხა [[1931]] წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად, გროტაფერატაში. [[1934]]–[[1936]] წლებში მიხეილ თარხნიშვილი სასულიერი მოძღვარია ქართველი კათოლიკებისა ემიგრანტთა შორის [[ბელგია|ბელგიაში]], [[გერმანია|გერმანიასა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1936]]–[[1942]] წლებში იმყოფება ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). [[1942]] წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რჩება რომში.
 
მიხეილ თარხნიშვილის სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმა და გამოქვეყნება. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი გამოკვლევა პალესტინაში V საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ქართული წარწერების შესახებ [[პალესტინა|პალესტინაში]], რომელიც იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა და მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია.