ლადო გუდიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
93.177.173.202-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 9:
| სრული სახელი = ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილი
| მშობსახელი =
| დაბ. თარიღი = [[3018 მარტი]], [[1896]]
| დაბ. ადგილი = [[თბილისი]]
| გარდაცვალების თარიღი = [[20 ივლისი]], [[1980]]
ხაზი 24:
| ხელმოწერა =
}}
'''ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი''' (დ. [[3018 მარტი]], [[1896]], [[თბილისი]] — გ. [[20 ივლისი]], [[1980]], იქვე) — [[XX საუკუნე|მე-20 საუკუნის]] [[ქართველები|ქართველი]] ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი ([[1950]]), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966), [[სსრკ-ის სახალხო მხატვარი]] ([[1970]]), პროფესორი.
 
== ბიოგრაფია ==
 
დაიბადა თბილისში 1896 წლის 3018 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). 1914 ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა [[თაყაიშვილი, ექვთიმე|ე. თაყაიშვილის]] მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919-1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".
 
1926-1932 წლებში [[თბილისის სამხატვრო აკადემია]]ში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. [[1957]] წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად (შემდეგ გამოფენა გადაიტანეს მოსკოვში). გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან", 1919; "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია", 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; "ქალი კლდეებში", 1923, მხატვრის სახელოსნო; "ირმის ტბის პირას", 1923 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველებას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.
ხაზი 67:
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
[[კატეგორია:თბილისის საპატიო მოქალაქეები (1979)]]
[[კატეგორია:დაბადებული 3018 მარტი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1896]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 20 ივლისი]]