ფარი (იარაღი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: პირადი მოსაზრება
92.51.118.246-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
ხაზი 3:
'''ფარი''' — ცივი იარაღისაგან თავდასაცავი საომარი საჭურველი. მზადდებოდა ხისაგან, ტყავისაგან, აგრეთვე ლერწმისაგან ლითონისაგან და სხვა მასალისაგან. სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ფორმის ფარი ჰქონდა, რაც იცვლებოდა ეპოქების მიხედვითაც. მაგალითად, ძველ [[შუამდინარეთი|შუამდინარეთში]] ჰქონდათ ხის, სპილენძის ფირფიტებგადაკრული ოთხკუთხა ფარები. არსებობდა დიდი ფარიც, რომელიც მთელ რაზმს ფარავდა. [[ასურეთი|ასურეთში]] შექმნეს ლითონის მრგვალი ფარი. ფარზე იცოდნენ სხვადასხვა ნიშნის, ემბლემის გამოსახვა. რომში გავრცელდა ცილინდრული ფორმის ფარი. IX-X-XIII საუკუნეებში, ევროპაში შემოიღეს ადამიანის სიმაღლის ნუშის ფორმის ფარები, რომლებზეც გამოსახული იყო მებრძოლის საკუთარი ემბლემა. თქმულების თანახმად, [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთის]] მეფე [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტს]] ტყავის ფარი ჰქონია, ტყავგადაკრულ მოწნულ ფარებს ხმარობდნენ ძვ.წ. V-IV საუკუნეებში [[მოსხები]]. ძველი იბერიელები დიდ „დელამფრებს-დედაფარებს“ ან „ჩელტს“ ხმარობდნენ. მრგვალი ფარის წარმოშობა ცხენოსნობას უკავშირდება. ასეთი ფარები საქართველოში [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანიდან]] არის დამოწმებული არქეოლოგიური გათხრების დროს კაჭრეთში, ჟინვალში და სხვ. [[ვახტანგ I გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]] ვიგრის ტყავის ფარი ჰქონია, ასევე ტყავისაა ჩვენამდე შემორჩენილი [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] ფარი. საქართველოში ფარის დამზადების ხელოვნება მაღალ დონეზე მდგარა, მეფარეობა ცალკე ხელობადაც ყოფილა გამოყოფილი (რასაც მოწმობს გვარი მეფარიშვილი). ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების შემდეგ ფარი ხმარებიდან გამოვიდა.
 
== ლიტერატურა ==
== და ნელნელა დავიწყებას მიეცა ის ცოდნა რასაც ფარების დამზადების ხელოვნება ქვია ==
*''ჩოლოყაშვილი კ.,'' ქართული საბრძოლო იარაღები. ფარი, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1954, ტ. 18 B;
{{ქსე|10|228|ჩოლოყაშვილი კ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფარი_(იარაღი)“-დან