საჯავახო (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 14:
XVI საუკუნის 70-იან წლებში გურიელმა მალევე დაკარგა საჯავახო და მას კვლავ იმერეთის მეფე დაეპატრონა. 1661 წელს [[ვახტანგ V]] შაჰნავაზის იმერეთში ლაშქრობის დროს ვახტანგმა საჯავახო გურიელს უბოძა, მაგრამ გურიელმა წყალობას იმავე წელს დაკარგა და საჯავახო ისევ იმერეთის მეფის ხელში გადავიდა. 1732 წელს [[მამია IV გურიელი]] დაუმოყვრდა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს, ცოლად მოიყვანა მისი ქალიშვილი როდამი. როდამს მზითვად ალექსანდრე V-მ გაატანა საჯავახოს მხარე. გურიელმა ალექსანდრეს მხარი დაუჭირა ჩიხორთან თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მეფემ გაიმარჯვა. 1770-იან წლებში როდამის გარდაცვალების შემდეგ XVIII საუკუნეში იმერთა მეფე [[სოლომონ I]]-მა საჯავახო ჩამოართვა გურიელებს და იმერეთის სამეფოს შეუერთა. 1787 წელს [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II]]-მ საჯავახო შესაბამისი სიგელით უკან დაუბრუნა გურიის სამთავროს, თუმცა მისმა მომდევნო იმერთა მეფემ [[სოლომონ II]]-მ ეს მხარე მალევე ჩამოართვა გურიელს და იმერეთის სამეფოს მიუერთა.
[[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მიერ დასავლეთ საქართველოს მიერთების შემდეგ საჯავახო სახაზინო მამულად აღირიცხა. საჯავახოს კანონიერ კუთვნილებაზე გურიელის მოთხოვნის გამო იმპერიამ მხარე ორად გაყო, ერთი ნაწილი დაუბრუნა გურიელს, ხოლო მეორე ნაწილი
სულ საჯავახოს მხარე 30-მდე სოფელს მოიცავდა. მხარის დასახელება საჯავახო შემორჩა მხოლოდ მის [[საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)|ერთ-ერთ სოფელს]], რომელიც მანამდე ბარსაჯავახოს ან ბარის სახელითაა იხსენიებოდა.
|