არჩილ ჯორჯაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
იმავე წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა ვარშავაში, მაგრამ პეტერბურგში მალევე დაბრუნდა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ცოტა ხანში საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში. ამ პერიოდში იგი სოციოლოგიით ინტერესდება, შემდეგ [[ლევ ტოლსტოი]]ს მოძღვრებამ გაიტაცა. ერთხანს ინგლისში ცხოვრეობდა ტოლსტოველთა კოლონიაში, ესექსის საგრაფოს სოფელ პერლივლასში. [[1897]] წელს ა. ჯორჯაძემ ტოლსტოველთა თემაზე ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ გამოაქვეყნა წერილი: „ზნეობრივი ცხოვრების საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამოცდილება“, რომელმაც ლევ ტოლსტოის ყურადღება მიიპყრო.
 
[[1901]] წლის დამდეგს ღრმად განსწავლული ინტელიგენტი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის ეროვნულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თანამშრომლობდა გაზეთ ,,ცნობის ფურცლის" რედაქციაში. [[1901]]-[[1902]] წლებში გამოქვეუნებული წერილების სერიაში არჩილ ჯორჯაძემ ჩამოაყალიბა ე.წ. საერთო მოქმედების ნიადაგის თეორია, რომელიც საქართველოის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების კონსოლიდაციის თეორიულ დასაბუთებას წარმოადგენდა. [[1903]] წელს დაბრუნდა პარიზში, სადაც ანდრო დეკანოზიშვილთან ერთად პარიზში გამოსცა პირველი ქართულ-რევოლუციური გაზეთი „საქართველო“, რომელმაც წამოაყენა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნა.
 
[[1904]] წელს არჩილ ჯორჯაძე იყო მიწვეული ჟენევაში, როგორც ქართული პოლიტიკური ფრაქციების კონფერენციის ორგანიზატორთაგანი, რომელზეც შეიქმნა ,,საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია" — პირველი ეროვნული პოლიტიკური პარტია საქართველოში. არჩილ ჯორჯაძე იყო ფედერალისტთა პარტიის აღიარებული ლიდერი და მთავარი იდეოლოგი. მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი მოძღვრების — სოციალიზმ-ფედერალიზმის ჩამოყალიბება.
ხაზი 18:
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 10 იანვარი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1872]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 21 მარტი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1913]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_ჯორჯაძე“-დან