საქართველოს გენერალური პროკურატურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53:
* უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემა და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემა;
* „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
 
==ისტორია==
* საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე საქართველოს სსრ პროკურატურა შედიოდა სსრკ პროკურატურის სისტემაში.
 
* 1991 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაიწყო ე.წ გარდამავალი პერიოდი და საქართველოს 1978 წლის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონების ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულებისადმი უმაღლეს ზედამხედველობას ახროციელებდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები. საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. ამ პერიოდში პროკურატურა საბჭოური ტიპის უწყებად რჩებოდა, ვინაიდან არ იყო მიღებული რესპუბლიკური საკანონმდებლო აქტები და პროკურატურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი რეგულირდებოდა სსრ კავშირის კანონმდებლობით.
 
* 1992 წლის 11 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ დაამტკიცა „საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის დროებითი დებულება“, რომლითაც პროკურატურის სტატუსი განისაზღვრა შემდეგნაირად:
 
: 1. საქართველოს პროკურატურა წარმოადგენდა ერთიან, ცენტრალიზებულ, დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური პროკურორი, იგი ანგარიშვალდებული იყო სახელმწიფო საბჭოს წინაშე.
 
: 2. პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო:
: ა) საერთო ზედამხედველობა;
: ბ) ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო, მოკვლევისა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ კანონების შესრულებაზე;
: გ) ზედამხედველობა დაკავებულთა მოთავსებისა და წინასწარი პატიმრობის ადგილებში, სასჯელისა და სასამართლოს მიერ დანიშნული იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულების დროს კანონთა შესრულებაზე;
: გ) ზედამხედველობა საჯარისო მმართველობის ორგანოების, საჯარისო ნაწილებისა და დაწესებულებების მიერ კანონების შესრულებაზე;
: დ) მონაწილეობა სასამართლოების მიერ საქმეების განხილვაში;
: ე) სსსკ-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულთა წინასწარი გამოძიება.
1992 წელსვე პროკურატურის ორგანოების ერთიან სისტემაში შეიქმნა სამხედრო პროკურატურა, რომელიც შედგებოდა მთავარი სამხედრო პროკურატურისა და რეგიონული სამხედრო პროკურატურებისაგან (სამხედრო პროკურატურამ იარსება 2004 წლამდე).
 
* 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციისა და 1997 წლის 21 ნოემბერს მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენდა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებდა სისხლისსამართლებრივ დევნას, ზედამხედველობდა მოკვლევას, სასჯელის მოხდას, მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას. გენერალურ პროკურორს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობაზე ნიშნავდა პარლამენტი. ქვემდგომ პროკურორებს ნიშნავდა გენერალური პროკურორი. გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს წარმოადგენდა გენერალური პროკურატურის კოლეგია. საქართველოში პროკურატურის სისტემაში შედიოდა: საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა, საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რეგიონული სამხედრო და სატრანსპორტო პროკურატურები, რაიონის (ქალაქის) პროკურატურები და სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურატურები. პროკურატურის სისტემა ამ სახით ფუნქციონირებდა 2004 წლამდე. 2004 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა სამხედრო, სატრანსპორტო, სასჯელაღსრულებისა და საქალაქო პროკურატურები.
 
* 2008 წლის 10 ნოემბრიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით. პროკურატურის სისტემას საერთო ხელმძღვანელობას უწევდა იუსტიციის მინისტრი. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა მთავარი პროკურორი, რომელსაც 2008 – 2013 წლებში იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი. პროკურატურის სისტემა - მთავარი პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები.
 
* დღეის მდგომარეობით პროკურატურის სტატუსი, სტრუქტურა და საქმიანობის მიმართულებები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
: 1. საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
 
: 2. მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო; კანდიდატურა შემდგომ წარედგინება საქართველოს მთავრობას; მთავრობის თანხმობის შემდეგ, მთავარ პროკურორს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.
 
: 3. პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილია დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.
საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს წევრები არიან:
: ა) იუსტიციის მინისტრი – საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე;
: ბ) საპროკურორო საბჭოს 8 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია;
: გ) საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები;
: დ) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
 
: 4. პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს მთავარი პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები, აგრეთვე სპეციალიზებული პროკურატურები (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
 
: 5. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:
: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
: ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე;
: გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
: დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
: ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;
: ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
: ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
: თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
: ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.<ref>[http://digitallibrary.tsu.ge/book/akubardia_sakartvelos/#/4 ,,საქართველოს პროკურატურის ისტორია და თანამედროვე ორგანიზაცია" - ირინა აქუბარდია]</ref>
 
==მთავარი პროკურორის არჩევის წესი და კანონმდებლობა==
Line 67 ⟶ 114:
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.<ref>[http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/iuridiul-sakitxta-komiteti-146/axali-ambebi-iuridiuli/iuridiul-sakitxta-komitetis-sxdoma03092015.page იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა]</ref>
 
==საქართველოს გენერალური პროკურორები==
* ნუგზარ გაბრიჩიძე, [[30 ნოემბერი]], [[2001]] - [[14 იანვარი]], [[2004]] საქართველოს გენერალური პროკურატურა [[2004]] წლამდე [[სასამართლო]] ხელისუფლების ნაწილი იყო.
 
==საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელები 1991 – 2018 წლებში==
 
===საქართველოს გენერალური პროკურორები===
* [[ვახტანგ რაზმაძე]] - [[1991]] - [[1992]]
* [[ვაჟა აბაკელია]] - [[1991]] – [[1992]]
* [[თევდორე (თედო) ნინიძე]] - [[1992]] – [[1993]]
* [[ჯამლეთ ბაბილაშვილი]] - [[1993]] – [[2001]]
* [[გია მეფარიშვილი]] - [[2001]]
* [[ნიკოლოზ (ნუგზარ) გაბრიჩიძე]], [[30 ნოემბერი]], [[2001]] - [[14 იანვარი]], [[2004]] (საქართველოს გენერალური პროკურატურა [[2004]] წლამდე [[სასამართლო]] ხელისუფლების ნაწილი იყო.)
* [[ირაკლი ოქრუაშვილი]], [[14 იანვარი]], [[2004]] – [[7 ივნისი]], [[2004]]
* [[ზურაბ ადეიშვილი]], [[10 ივნისი]], [[2004]] – [[26 აპრილი]], [[2007]]
* [[ზურაბ ბიბილაშვილი]], [[26 აპრილი]], [[2007]] – [[31 იანვარი]], [[2008]]
* [[ეკა ტყეშელაშვილი]], [[31 იანვარი]], [[2008]] - [[11 ნოემბერი]], [[2008]]
* გიორგი ლაცაბიძე (მოვალეობის შემსრულებელი) – 2008
 
[[2008]] [[წელი|წლის]] [[10 ოქტომბერი|10 ოქტომბერს]] უწყება შეუერთდა [[იუსტიციის სამინისტრო]]ს.
 
===საქართველოს მთავარი პროკურორები===
* [[მამუკა გვარამია]], [[11 ნოემბერი]], [[2008]] – [[28 სექტემბერი]], [[2009]]
 
* [[მურთაზ ზოდელავა]], [[28 სექტემბერი]], [[2009]] - [[8 ოქტომბერი]], [[2012]]
* მამუკა გვარამია, [[11 ნოემბერი]], [[2008]] – [[28 სექტემბერი]], [[2009]]
* მურთაზ ზოდელავა, [[28 სექტემბერი]], [[2009]] - [[8 ოქტომბერი]], [[2012]]
* [[არჩილ კბილაშვილი]], [[8 ოქტომბერი]], [[2012]] – [[7 ნოემბერი]], [[2013]]
* [[ოთარ ფარცხალაძე]], [[7 ნოემბერი]], [[2013]] – [[30 დეკემბერი]], [[2013]]
* [[ირაკლი შოთაძე]] (მოვალეობის შემსრულებელი), [[30 დეკემბერი]], [[2013]] – [[21 იანვარი]], [[2014]]
* [[გიორგი ბადაშვილი]], [[21 იანვარი]], [[2014]] – [[19 ნოემბერი]], [[2015]]
* [[ირაკლი შოთაძე]], [[19 ნოემბერი]], [[2015]] – დღემდე
 
==საოლქო დანაწილება და ოლქის პროკურორები ==
 
===საოლქო დანაწილება და ოლქის პროკურორები ===
====ქ. თბილისის პროკურატურა====
* ქ. თბილისის პროკურორი - მიხეილ შაყულაშვილი
* პროკურორის მოადგილე - გიორგი გაბოძე
Line 97 ⟶ 151:
* ელ.ფოსტა: mshakulashvili@pog.gov.ge
 
====დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა====
* საოლქო პროკურორი - ავთანდილ კოჭლამაზაშვილი
* პროკურორის მოადგილე - გიორგი ცხოვრებაძე
Line 104 ⟶ 158:
* ელ.ფოსტა: kochlamazashvili@pog.gov.ge
 
====სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა====
* საოლქო პროკურორი - მალხაზ კაპანაძე
* პროკურორის მოადგილე -
Line 111 ⟶ 165:
* ელ.ფოსტა: makapanadze@pog.gov.ge
 
====აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა====
* რესპუბლიკის პროკურორი -
* პროკურორის მოადგილე - ანზორ ლაცუზბაია
Line 119 ⟶ 173:
* ელ.ფოსტა: pjakhutashvili@pog.gov.ge
 
====კახეთის საოლქო პროკურატურა====
* საოლქო პროკურორი -
* პროკურორის მოადგილე - ვაჟა მაღრაძე
Line 126 ⟶ 180:
* ელ.ფოსტა: vmaghradze@pog.gov.ge
 
====ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა====
* საოლქო პროკურორი - ლევან გეგეჭკორი
* პროკურორის მოადგილე - დავით ჩხარტიშვილი
Line 133 ⟶ 187:
* ელ.ფოსტა: lgegechkori@pog.gov.ge
 
====აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა====
* რესპუბლიკის პროკურორი - ლევან პაქსაშვილი
* პროკურორის მოადგილე - ანზორ უსტიაძე
Line 140 ⟶ 194:
* ელ.ფოსტა: lpaksashvili@pog.gov.ge
 
====სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა====
* საოლქო პროკურორი - ილია ჯალაღანია
* პროკურორის მოადგილე - ზაზა წულაია
Line 147 ⟶ 201:
* ელ.ფოსტა: ijalaghania@pog.gov.ge
 
====შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა====
* საოლქო პროკურორი - შოთა ტყეშელაშვილი
* პროკურორის მოადგილე - ზაზა მეტონიძე