ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.121.209.221-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 40:
ფილოსოფისაა და ბუნებისმეტყველობის განვითარებამ ცხადყო, რომ გარე სამყაროს შინაარს შეადგენს [[მატერია]] და რომ ცალკეული სხეულები და მოვლენები წარმოადგენენ მატერიის სხვადასხვა სახეს და მისი ცვლილების ფორმებს. ამ ფორმების მრავალსახეობა არ ეწინააღმდება სამყაროს ერთიანობას; იგი არის ამ ერთიანობის აუცილებელი პირობა. მატერია ობიექტური რეალობაა, რომელიც მოქმედებს ჩვენი გრძნობის ორგანოებზე და არსებობს ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად.<ref name="მათე1">მათე მირიანაშვილი ზოგადი ფიზიკის კურსი ნაწილი I (მექანიკა); თსუ 1973;გვ.10.</ref>
 
მატერიიის მრავალი სახე არსებობს. პირველად შესწავლილი იყო მატერიის ის უმარტივესი სახე, რომელსაც ხშირად ეწოდება მატერია ვიწრო გაგებით, ანუ [[ნივთიერება]]. შემდგომში აღმოჩნდა, რომ, გარდა მატერიის ამ სახისა, არსებობს კიდევ სხვა სახეები — [[ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება|ელექტრომაგნიტური]] და სხვა ბუნების [[ველები]], რომელთა აგებულება და თვისებები მნიშნელოვნად განსხვავდება ნივთიერების აგებულებისა და თვისებებისგან, მიუხედავად იმისა , რომ მათაც აქვთ [[ენერგია]], [[იმპულსი]], გავრცელების [[სიჩქარე]] და მარავალიმრავალი სხვა სიდიდე, რომლებიც ჩვეულებრივი მატერიის — ნივთიერების დამახასიათებელ სიდიდეებად ითვლებოდნენ.<ref name="მათე1" />
 
[[კლასიკური ფიზიკა]] თვლიდა, რომ ნივთიერება ყოველთვის შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნივთიერი წერტილების ერთობლიობა, ე.ი ისეთი [[ნაწილაკების ფიზიკა|ნაწილაკების]] ერთობლიობა, რომელთა ხაზოვანი ზომები შეიძლება უგუვებელყოთ მათ შორის მანძილებთან შედარებით. ყოველი [[ფიზიკური მოვლენა]] განიხილებოდა როგორც ნაწილაკების ურთიერთქმედებისა და მოძრაობის შედეგი.<ref name="მათე1" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიზიკა“-დან